Skip to main content

როცა ხილზე თვალი წაგიგორდება.



რამდენიმე წლის წინ ჩემს მეზობელს მსხალი მოჰპარეს   უბნის ბავშვებმა,ერთ-ერთი ჩემი შვილიც იყო.მეზობელმა საპატრულო სამსახური გამოიძახა,იმათაც რომ გაიგეს ,ქურდობასა აქვს ადგილიო,ერთის მაგივრად სამი ეკიპაჟი მოვიდა,იტყოდი სამოთხის ვაშლი მოჰპარეს ადამსა და ევასო :)
პოლიცია მალევე გაერკვა საქმის ვითარებაში , არავინ დაუსჯიათ,ბევრი იცინეს, მეპატრონეს კი უსაყვედურეს ,ამ ჭიანი მსხლის გულისთვის როგორ დაგვიძახე,ხილი ისეთი რამეა,პირი რომ ჰქონდეს,თავადვე შეიჭამდა თავსო.მერე რასაც ბავშვები ვერ შესწვდნენ,თავად მოკრიფეს და გაისველეს პირი ,ერთი სიტყვით,კრება დარჩა მხიარული :)
მსხალი ჩვენც ბევრი გვედგა ეზოში და ზუსტად ვიცოდი,როდის გადმოდიოდნენ უბნის ბავშვები და იპარავდნენ,მაგრამ ჩემი ბავშვობა რომ მახსენდებოდა , ამაზე ხმას როგორ ამოვიღებდი :)
მეორე დილით იმ მეზობელს ერთი კალათა მსხალი მივუტანე და ბოდიშიც მოვუხადე.ისე,სიმართლე გითხრათ,თვითონაც დარცხვენილი იყო,მიხვდა,ზედმეტი მოუვიდა :)
როგორც გითხარით,ამ ამბავმა ჩემი ბავშვობა გამახსენა, სოფელში ხომ მაისიდან მოყოლებული, გვიან შემოდგომამდე,სულ არის მოსაპარი და პირის გასასველებელი ხილი თუ ბოსტნეული :)
საღამოობით ბავშვები თავს რომ მოვიყრიდით სოფლის სალაყბოზე,სხვადასხვა ასაკისები,მაგრამ ერთ მუშტად შეკრულები,მოვითვლიდით და მოვიანგარიშებდით, სოფელში ვის რა ხილი ან ბოსტნეული ჰქონდა,რომ მოგვეპარა :)
არ იფიქროთ,ჩვენ არ გვქონდა, უბრალოდ,მოპარულს ჰქონდა სხვა ეშხი და გემო :)
ხშირად ვთამაშობდით ისეთ რამეს,რომ წაგებულებს მოეპარათ და მოგებულებისათვის ,,თავანი ჩაებარებინათ’’, ვთქვათ მათიკოს თუთა, ოლიას ალუბალი,გოგას ყურძენი,ვალიას ქლიავი,როსიკოს კაკალი,ნადიას თხილი,ჟორას ბალი,ილოს სიმინდი და რა ვიცი,რა ჩამოთვლის,ისეთი მრავალფეროვანი ,,მენიუ’’გვქონდა,მეფეებსაც შეშურდებოდათ :)
მერე ერთად ვჭამდით და იყო ერთი მხიარულება,ყველა ,,დარბეულმა ‘’ თანასოფლელმა იცოდა,რაც ხდებოდა,მაგრამ არ არსებობდა,ხმა ამოეღოთ,ხილი უნდა შეიჭამოსო,იტყოდნენ,გაიღიმებდნენ და გაივლიდნენ,არც თვითონ ამბობდნენ რამეს და არც სხვას ათქმევინებდნენ :)
ერთხელ ილოს სიმინდის მოპარვა გვხვდა წილად მე და ერთ ჩემს მეგობარს,წავედით,რას ვიზამდით,სიმინდის ყანაში შუამდე შევედით,რადგან იქ უფრო მარცვალსავსე და დიდი ტაროები გვეგულებოდა,უცებ რაღაცას წამოვკარი ფეხი და ლამის კისერი მოვიტეხე, მთვარის შუქზე კარგად დავაკვირდი და დავინახე შუა ყანაში გოგრების,ჩვენებურად კვახების, დიდი გორა,(თურმე ილოს შუა ყანაში დაუთესავს გოგრა,ჩვენგან რომ გადაერჩინა.)  :) ჩვენ რა, ხომ არ დავიბნეოდით,სიმინდს გამოვაყოლეთ გოგრაც და გემრიელად მივირთვით,სხვათა შორის ილოს გოგოც იქ გველოდებოდა,იცოდა რომ მათი ყანიდან იყო და გემრიელადაც შეირგო :)
ერთი მეგობარი მყავდა-მზია,ჩემზე უფროსი, ამიტყდა, უშანგის ბალი მოვიპაროთო,ბალი იყო,მართლაც სასწაული,ისეთი დამკრახული,გზიდანვე გებლანდებოდა თვალებში,მაგრამ მოსაპარად ძნელი,რადგან იმ ბაღის წინ დიდი პურის საცხობი რომ იყო,იმისი გამგე იყო უშანგი და სულ იმ ბაღში ტრიალებდა :)
მაინც ვიხელთეთ დრო და შევძვერით,ცალ-ცალკე ხეებზე ავცოცდით და ის იყო შევუდექით ჭამას,რომ გაიღო ჭიშკარი და შემოვიდა უშანგი სტვენა-სტვენითა და ღიღინით.წამოვიდა პირდაპირ იმ ხისკენ,რომელზედაც მე ვიყავი,შემეშინდა და დავიწყე მაღლა აცოცება,მოვიდა უშანგი და პირდაპირ ჩემი ხის ქვეშ წამოწვა. კარგა ხანს ვიკავე თავი,მაგრამ მიმტყუნა ფორტუნამ, ფეხიდან წამძვრა ფეხსაცმელი და ბზრიალ-ტრიალით წამოსული,პირდაპირ მის წინ დაეცა.გაოცებული წამოხტა კაცი და დაიწყო მაღლა ყურება  :) რომელი ხარ მანდაო,ამომძახა,ჯერ ვდუმდი პირამიდასავით,მაგრამ როცა მივხვდი,სხვა გზა არ იყო,გადმოვძახე,ვერიკო ვარ-მეთქი,მანდ რა გინდაო,ბალს ვჭამ -მეთქი,ჰოო,შე მამაძაღლო,შენაო,მანდ კარგი მწიფე ბალია და შენ რომ მორჩები ჭამას,ცოტა მეც ჩამომიტანე,გამიშრა პირიო :)
გავიხარე,მომეშვა გულზე,გავივსე უბე ბლით და ჩამოვუტანე,გემრიელად მიირთვა,შენც ჭამეო,მეხვეწებოდა,მაგრამ რაღა შემაჭმევდა,მეორე ხისკენ მქონდა ცალი თვალი,სადაც მზია იჯდა და როგორ მეთქვა, იმას ვფიქრობდი  :) როგორც იქნა შევაპარე, წარბი არ შეუხრია,ბევრი იცინა,მზიასაც ერთი უბე ჩამოატანინა და ისიც შეჭამა :) ბოლოს იქით გადაგვიხადა მადლობა,თქვენ რომ არა,ისე შეჭამდნენ ჩიტები,ამის გემოს ვერ გავიგებდი,ამის შემდეგ გადმოსვლას რომ დააპირებთ,მეც შემომძახეთ,ერთად ვჭამოთო,ერთი ეგ იყო,შემპირდა,შენს ქორწილში უნდა მოვყვე ამ ამბავს და მაყრებთან შეგარცხვინოო :)
იმ ადამიანთა უმეტესობა,ვის ხილსაც ვიპარავდით, აღარაა ცოცხალი, თითქმის ყველა გზამართალსაა,თუმცა მათი შთამომავლები კვლავ ახმაურებენ ეზო-კარს და უხარია გულს <3 მეც ისე ტკბილად მაგონდება და ვესათუთები იმ წლებს,როგორც რაღაც განსკუთრებულსა და სანუკვარს <3
ბავშვობის მოგონებები,როგორიც უნდა იყოს,განუმეორებელია <3
სოფელი (ჩემი)სითბოა...
სოფელი(ჩემი) მოჯიგრებაა...
სოფელი(ჩემი) ურთიერთობააა...
სოფელი(ჩემი) სიყვარულია...
.სებისკვერაძე
22.08.2019
.

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ...