Skip to main content

არიქა,ვფეთქდებით!!!


თუ სოფელში მივდივარ, ავტობუსით მგზავრობას, თავიც რომ მოვიკლა,ვერ ავცდები,(ზოგიერთი გამონაკლისის გარდა,მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარი მანქანით მიწევს მგზავრობა)ერთი დიდი ''სიამოვნებაა'', ''პაზიკით''ჩახჩახი,სოფლის ოღროჩოღროებზე.ვისაც ეს არ გამოუცდია და არ უნახავს,ნუ იტყვის,სოფელი ვიციო..
 რა სჯობს ავტობუსის მტვრიან,ზოგჯერ ცვრიან სკამებსაც(ეს მაშინ თუ წვიმაა და ჩამოვიდა სალონში)გაქონილ ფარდებს,უხსოვარ დროში რომ დაჰკიდეს და მზისა და ადამიანის ხელისაგან ერთიანადაა დამშვენებული.
  რამდენიმე წლის წინაც,ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ქალაქიდან წავედი სოფელში,გადასახვევამდე კომფორტულად ვიმგზავრე,გადასახვევზე ჩამოვედი და დაველოდე უკვე სოფლის თავმომწონე ''პაზიკს''.დიდი ლოდინისა და მოთმინების ფასად,როგორც იქნა მოვიდა,მაგრამ რად გინდა?!ისე იყო'' გადაძეძგილი','ვინც ყოჩაღი იყო, გარედან ეკიდა კარის სახელურებზე.
დღესაც არ ვიცი,რა სასწაულით აღმოვჩნდი სალონში უკანა კარიდან,ეტყობა ხალხის ტალღამ შემიტანა.გონს რომ მოვედი,ფქვილის ტომრებსა და ბენზინით სავსე ბალონებს შორის ვიყავი ჩაჭეჭყილი.
 ამ დროს აქ ეთიკისა და ესთეთიკის ყველა ნორმა დარღვეულია,არავის აინტერესებს,ვინ უფროსია და ვინ უმცროსი.
მივჩახჩახებდით სოფლის შარაზე გადაძახილგადმოძახილთან ერთად და ერთი სული მქონდა,მალე დამთავრებულიყო გზა,მაგრამ ჯერ სად იყო?! მთავარი ამბავი წინ მელოდა თურმე.ერთერთ სოფელში რომ შევედით,უცებ წინა რიგებში ატყდა ჩოჩქოლი,ამას მოჰყვა ქალის კივილი,არიქა ავტობუსი ფეთქდებაო, მას აჰყვნენ დანარჩენებიც და ისეთი ღრიანცელი დაიწყო, მეორედ მოსვლა გეგონებოდათ.მძღოლმა, როგორც იქნა, გადაიყვანა მანქანა სავალი ნაწილიდან და გააჩერა.კარიც მძღოლმა გააღო თუ პანიკაში ჩავარდნილმა ხალხმა გამოგლიჯა,არ ვიცი და დაიწყო ერთმანეთზე გადასვლაგადარბენა,რომ აფეთქებამდე როგორმე სამშივიდობოს გასულიყვნენ.
იქვე სოფლის სალაყბოზე(ბირჟაზე)ხალხს მოეყარა თავი,ეს წივილკივილი რომ გაიგონეს,ავტობუსისკენ გამოიქცნენ საშველად,არიქა,რა ხდება,რა გაგჭირვებიათო,მაგრამ ავტობუსიდან გიჟებივით გამოქცეულებმა დაუძახეს, თავს უშველეთ,ვფეთქდებითო და მათაც იშვირეს ფეხი და უკან გაიქცნენ თავპირისმტვრევით(''იმერული ესკიზები''მოგინილი იყო)..
ავტობუსში დავრჩით მე,მძღოლი და ჩემი ბიძაშვილი  ფეხმძიმე მეუღლით...
სიმართლე გითხრათ,არც მიფიქრია, გავქცეულიყავი,ჯერ ერთი იმიტომ,რომ ისე ვიყავი ჩაჭეჭყილი,მაინც ვერ გავასწრებდი,მეორეცაფეთქებისა იმ ავტობუსს არაფერი ეტყობოდა და მესამეც კიდევ,იმისა უფრო შემეშინდა, გადარბენის დროს არავის გადავეთელე.ამიტომ არხეინად ვიდექით ასაფეთქებლად განწირულ ''პაზიკში,'' ბენზინის ბალონებსა და ფქვილის ტომრებს შორის და ვიცინოდით გაქცეულებზე. არც პაატა განძრეულა ადგილიდან,ერაყისა და ავღანეთის შემდეგ ეს ამბავი თავშესაქცევი იყო მისთვის....
გონს მოსულმა მძღოლმა ჩაატარა ავტობუსის ძირეული კვლევა და ''დამნაშავეც''აღმოაჩინა,პანიკის მიზეზი, თურმე გაზის პატარა ბალონი იყო,რომელსაც ოდნავ მოშვებოდა თავსახური და აპარებდა გაზს.აი, სწორედ ამ შიშინა ხმამ დააწიოკა ხალხი. 
მძღოლმა როგორც იქნა, მოაქუჩა მგზავრები,ისეთი სახე ჰქონდა,მივხვდი,ყველას იქ დატოვებდა,ფული რომ არ ჰქონოდა ასაკრეფი...
ხომ იცით,ზოგი ჭირი მარგებელიაო და მეც ამ ჭირში ვნახე სარგებელი.ამოვარჩიე ყველაზე კომფორტული სკამი და იქ დავსკუპდი,გვერდით კი ფეხმძიმე გოგოც მოვისვი...
  ავტობუსი ისევ მალე  გაივსო  ხალხით.
სკამის პატრონმაც  მომაკითხა და მორიდებით მითხრა,ეგ სკამი ქალბატონო,ჩემიაო,გამეცინა და ვუთხარი,თქვენი იყო,ახლა ჩემია,თქვენ რომ თავს უშველეთ და ეს სკამი მიატოვეთ,მე ვიცავდი სიცოცხლის ფასადმეთქი,ხმა აღარ ამოუღია,ან იმიტომ რომ ჯერ ისევ შეშინებული იყო,ან მასაც ჰქონდა იუმორის გრძნობა..
პ.ს.ამ ტიპის ავტობუსის უპირატესობა სხვა ავტობუსებთან შედარებით იცით რა არის?ზომა არა აქვს(ურაზმეროა)ხალხის მატებასთან ერთად იწელება და იწელებააა...
ვ.სებისკვერაძე.
12.08.2014წ.

Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...