Skip to main content

ქარხნის დირექტორი და მე.


ხომ გახსოვთ,ჩემს სოფელზე რომ გიყვებოდით,დიდი ქარხანა იყო და დოლომიტის ქვით რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ამარაგებდამეთქი,ისიც ხომ გახსოვთ,რა დავმართე ქარხნის მთავარ ინჟინერს,(ჩემდაუნებურად) ახლა გიამბობთ,რა დავმართე ქარხნის დირექტორს(ვერც ის გადაურჩა ჩემს მსახვრალ ხელს)ისე,ახლა რომ ვფიქრობ, მიკვირს,რაღა თანამდებობის პირებს ვერჩოდი?!მაგრამ,რა ვქნა,ეგენი ცხოვრობდნენ ჩემს სიახლოვეს და მათზე მიმიწვდებოდა ხელიც.
მთავარი ინჟინერი ხომ ჩვენთან ცხოვრობდა მდგმურად,ქარხნის დირექტორი,დავით ბახტაძე,გვერდით მდგომ ბინაში ცხოვრობდა, ჩვენი სამზარეულოს ფანჯრიდან მშვენივრად ჩანდა მისი სამუშაო ოთახი.მგონი რუსთავიდან იყო.
ისიც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო,ახლაც თვალწინ მიდგას,იქნებოდა ას კილოგრამზე მეტი,დინჯი,მშვიდი,როცა დამინახავდა,ფართედ,გულიანად გამიღიმებდა,დამიძახებდა და შოკოლადს მჩუქნიდა,(განა უბრალო კანფეტს),უფრო ,,პლიტკები’’უყვარდა და სულ ჰქონდა გამოულევლად. ერთი სიტყვით,გათამამებული ვყავდი, მანებივრებდა.
ერთ დღეს ბებომ და პაპამ დამსაჯეს(რა დავაშავე ისიც მახსოვს,ახალთახალი მაგიდის გადასაფარებელი,რომელსაც უშველებელი ვაშლები ეხატა,ნაკუწებად ვაქციე,რადგან მეგონა,ჩემი მოკლე ჭკუით,რა თქმა უნდა,თუ ამოვჭრიდი,ნამდვილ ვაშლად იქცეოდა,ბებომ სწორედ მაშინ შემომისწრო,მორიგ ამოჭრილ ვაშლს რომ ვღეჭავდი,მის ყვირილზე პაპაც შემოვიდა და კაცი გადაირია,ამას რას აკეთებ,შვილო,ვაშლი თუ გინდა,სარდაფი სავსეაო,მაგრამ მე ის ვაშლები უფრო მომწონდა და რა მექნა?ჰოდა,დავისაჯე) სასჯელად შემიფარდეს,მთელი საღამო ვმჯდარიყავი სახლში და არავითარ შემთხვევაში არ ჩავსულიყავი ეზოში სათამაშოდ,ბევრი ვაფხანკალე ფეხები,ვასარსალე ხელები,მაგრამ თქვეს და მორჩა,თვითონ წავიდნე,მე კი მარტო დამტოვეს.
ასე მარტო,მოწყენილი ხან ერთ ფანჯარას მივაწყდები და ხანაც მეორეს,დავბორიალებ ოთახიდან ოთახში,ბოლოს სამზარეულოს ფანჯარასაც მივადექი და რას ვხედავ, მეზობელ ბინაში,ბატონ დავითს აუნთია,,ღამის ლამპა’’,ზის მაგიდასთან თავის სამუშაო ოთახში და გამალებით რაღაცას წერს(ახალი შებინდებული იყო).მომენტალურად ამიცეკვდნენ ჭინკები გარშემო,ბევრი არ მიფიქრია,ფეხაკრეფით გამოვიპარე სახლიდან,კედელკედელ უკანა მხრიდან შემოვუარე ჩვენს სახლს და მივადექი დავითის ბინას,ისე შევიპარე სახლში,ისე შევედი მის ოთახში და დავადექი თავზე,ვერაფერი გაიგო,თვითონ სინათლეში იჯდა,მე სიბნელეში ვიდექი და ვერც მხედავდა.ახლოს მისულმა ხმამაღლა დავიყვირე და ისეთი ხმები გამოვეცი,ეს ამხელა კაცი სკამიანად რამდენჯერმე ახტა და დაეცა,(გეფიცებით,არ ვაზვიადებ,გულწრფელი ვარ.)
ისე შეეშინდა,კარგა ხანი დამჭირდა მის დასამშვიდებლად,ვეუბნებოდი,ნუ გეშინია დათიკო პაპა,მე ვარ,ვერიკომეთქი,ბოლოს მოვიდა გონს,მიცნო და იმდენი იცინა,ახლა იმისა შემეშინდა,სიცილით არ გამხდარიყო ცუდად,როცა დაწყნარდა,მუხლზე დამისვა,თავზე ხელი გადამისვა,შოკოლადის ფილაც მიბოძა და სახლამდეც მიმაცილა(ბავშვი ხარ,არ შეგეშინდესო),წარმოგიდგენიათ,ერთი საყვედურიც არ დასცდენია,(ასეთი დიდსულოვანი ადამიანები იშვიათად იბადებიან).
მიმაცილა სახლამდე და გაოგნებულ პაპაბებოს ჩამაბარა(გაოგნებულებს იმიტომ,რომ იმათ სახლში ვეგონე,მე კიდევ ამხელა წარმოების დირექტორი კაცი მომაცილებდა) ბატონმა დავითმა სიცილით უამბო,რაც დავმართე,გადაირია პაპა,დავითს ათასჯერ მოუბოდიშეს და გამოისტუმრეს.
მე რაა? მე ის,რომ იმდენი მომხვდა,იმ წუთას ნაჭამი შოკოლადის ფილა კი არა,წინა წლებში ნაჭამიც შხამად ამომდინდა. სწორედაც რომ ჩემზეა ანდაზა,,რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო''  :) (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების'' .სებისკვერაძე)


Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...