Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2020
ერთხელ,მახსოვს,ისტორიის გაკვეთილს ვატარებდი მეხუთე კლასში,ვახტან მეხუთის ეპოქა გვქონდა, მის ბოლო ბრძოლას განვიხილავდით ირანელ დამპყრობლებთან,ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ვახტანგი და მალევე გარდაიცვალა,თავისსავე აშენებულ უჯარმის ციხეში..ჰოდა,მიყვება ბავშვი,როცა მივიდა იმ ეპიზოდზე, სადაც უნდა მითხრას თუ სად წაიყვანეს ბრძოლის ველიდან, დაჭრილი მეფე,გაჩერდა,ჩავეძიე,ვკითხე,სად წაიყვანეს მეთქი,რადგან ვფიქრობდი,რომ ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა,არ იცოდა.ახლა დავინტერესდი იმით,იცოდნენ თუ არა დანარჩენებმა,ამიტომ ფანჯრისკენ წავედი და თან გაფაციცებით ველოდებოდი,იქნებ ეკარნახათ..აღმოჩნდა,რომ არავინ იცოდა.მეწყინა,მაგრამ მშვიდად მოვბრუნდი,მივედი ბავშვთან და ვუთხარი:დაჭრილი ვახტანგ გორგასალი წაიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში მეთქი.მან სიტყვასიტყვით გაიმეორა,მეც თავს ვუქნევდი.მერე ვკითხე:კი მაგრამ,რატომ გორის ჰოსპიტალში არ მოიყვანეს,სამხედრო პირი იყო მეთქი და ამაზე სრულიად სერიოზულად მიპასუხა,(თუმცა არც მანამდე გვაკლდა ''სერიოზულობა'' არც მასწავლებელს და არ მოსწავლეს)მაშინ გორის ჰოსპი
დამეთანხმებით,ალბათ,რომ ყველაზე საოცარი,ლამაზი და სანუკვარი,ბავშვობის მოგონებებია,ყველა წუთი,საათი თუ დღე გვაშორებს მას,მაგრამ მაინც ისეთი ახლობელია და ხელშესახები,იფიქრებ,აგერ სულ ახლახანს იყო,ერთი ხელის გაწვდენაზეო...მივდივართ წინ და ვიყურებით უკან,იქ,სადაც დაგვრჩა ყველაზე დაუვიწყარი,ყველაზე მშობლიური,სათუთი–ბავშვობა ჩვენი...მახსოვს,ჩემი ეთერი ბებო იტყოდა ხოლმე:გუშინ რა ვჭამე,აღარ მახსოვს,მაგრამ მახსოვს ყველაფერი,რაც ჩემს ბავშვობაში გადამხდენიაო და მოყვებოდა,ერთხელ,შაბათ დღეს(მაშინ შაბათსაც სწავლობდნენ) სკოლიდან რომ მოსულა,უსადილია,(რა ჭამა,ისიც ახსოვდა),ასულა სახლის ბანზე და იქ ხმამაღლა დაუწყია გალაკტიონის ''მთაწმინდის მთვარის''კითხვა,გამოუვლია მეზობლის კაცს,დათას და უთქვამს,შენს გამზრდელს ვენაცვალე, შვილოო.მერე იმ ლექსსაც ჩამოაჭიკჭიკებდა ხოლმე,ლამაზად...ახლა,მეც,როცა უკვე გავიარე რამდენიმე ათეული წელი, ვატყობ,უკან მოხედვა ''დამჩემდა'',ეს თავისთავად,არაა ცუდი,პირიქით,კარგიცაა,რადგან, რაც უფრო ხშირად მოვიხედებით უკან,უფრო სამართლიანად გავ
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ