Skip to main content

Posts

Showing posts from 2021
    რამდენიმე დღის წინ,    არქივში ქექვის დროს,   გაცრეცილი ფურცლების დასტას   გადავაწყდი, მართალია,ზოგს დასაწყისი   აკლდა,ზოგს-დასასრული,მაგრამ მაინც   ადვილად ამოვიცანი ჩემი ბავშვობისდროინდელი ჟურნალები,,პიონერი’’ და ,,დილა’’.    როგორც ჩანს,მხოლოდ ის ამომიჭრია და შემინახავს,სადაც ჩემი პატარ-პატარა მოთხრობები და ჩანახატები იყო დაბეჭდილი. ახლა ნამდვილად არ ვაპირებ   მათ გამომზეურებას,თუმცა ამ სიძველისაგან   გაყვითლებულმა და სინესტეშეპარულმა ფურცლებმა უკან,შორეულ ბავშვობაში გადამტყორცნა და იმდენი რამ ამომიტივტივა გონებაში,იმდენი მოგონება გახადა ხელშესახები, რომ კარგა ხანს   ვდუმდი და გულაჩუყებული. განა იმ ძველ დროს მივტიროდი,განა ის ძველი დრო მენატრებოდა,არა,იმ სიძველესა და სინესტეში ჩაკარგულ ბავშვობას ვხედავდი და მენანებოდა,მახსოვდა და მენატრებოდა.   იმ იდეოლოგიურ   ბოროტებაზე,რომელსაც ფეხის ყოველ გადადგმაზე გადააწყდებოდი მაშინ,   არაფერი გამეგებოდა და ყველაფერს, როგორც კანონზომიერს ისე ვთვლიდი და აღვიქვამდი. ახლა, ამ გადმოსახედიდან,ვხვდები და მესმის, რას ნიშნავდა საბჭოთა
  (ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) ამ ქალს სოფელში ყველა იცნობდა,როგორც ქურდბაცაცასა და სასმლის მოყვარულს. ტანდაბალი იყო,კოჭლი,დაბადებიდან თეძოათრეული დადიოდა და ყველა დაფეხვილს ეძახდა. რომ გითხრათ,მიყვარდა-მეთქი,მოვიტყუები,თუმცა,როგორც უფროსს(ბაბოდ მეკუთვნოდა) პატივს ვცემდი და რასაც მეტყოდა, ვუგონებდი. ქმარიც თავისნაირი ჰყავდა, სახლში ხელის განძრევა ეზარებოდა, ქეიფი და მოლხენა კი, იცოცხლე, უყვარდა,ოღონდ სხვის სახლში. ქვეყნიერებას უვლიდა,არ ეზარებოდა,რომ დაჰკრავდა ფეხს გაღმა,გაადენდა ბრაგვანს გამოღმა, ცოლიც იმგვანა,ერთი სიტყვით,ორივე,ალთა-ბალთასა იყო. ეს კაცი ნაომარი იყო,ფეხის თითები წაეცლია ბომბის ნამსხვრევს,თუმცა სოფელში ჩუმ-ჩუმად იძახდნენ:ომში არა ყოფილა,რომ გაიწვიეს,შეეშინდა,ფეხის თითებზე წყალი დაისხა და მოიყინაო. ყველა სიკეთით სარგებლობდა, რაც ომის ინვალიდს ეკუთვნოდა. მანქანა აჩუქეს, ინვალიდებისა,ელემენტარულად სამართავი,ეგრე იდგა კარგა ხანს,ტარება არ იცოდა.ერთხელ გასეირნება გადაწყვიტა და მთელი სოფლის ბავშვები ჩაგვყარა,დაქოქა და ასი მეტრიც არ ექნებოდა გავლილი,ი
  ერთ დილას ბებომ,როგორც ყოველთვის,მომაწესრიგა,მასაუზმა და მეც დავეშვი ეზოში,ბავშვებთან სათამაშოდ.შევკრიბე ჩემი ჭკუისანი და გავუძეხი მდინარისაკენ.იმ დღეს ახალთახალი თეთრი წინდები მეცვა,ამიტომ დავიხადე და მდინარის ნაპირას, ერთ დიდ ქვაზე, დავალაგე ფეხსაცმელებთან ერთად.მე კი ბედნიერი სახით,ვალმოხდილი,შევჭყაპუნდი მუხლამდე წყალში.ზაფხული იყო და ''ფრონე''პატარა მოდიოდა,თუმცა დინება მაინც სწრაფი იყო და თუ მარჯვედ არ იქნებოდი,გალიპულ ქვაზე ფეხდაცურებული, შიგ მოადენდი ტყაპანს,ამიტომ განსაკუთრებით ვფრთხილობდი და რა ხდებოდა იქ ნაპირზე,რას ''განიცდიდნენ''ჩემ მიერ უპატრონოდ მიტოვებული ნივთები,არ ვიცი,ჰოდა,კარგა ხნის შემდეგ,როცა მომწყინდა,ჭყაპუნი,წივილი და კივილი(ეს თანმდევი მოვლენებია ამ პროცესის,არ შეშინდეთ)და ამოვედი ნაპირზე,აღმოვაჩინე,რომ ერთი წინდა,თავისი ნებით,სადღაც გამქრალიყო(რა ეწყინა,ვერ გეტყვით),აქეთ ვეცი,იქით ვეცი ,მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ,ვერსად აღმოვაჩინე(არადა,გეფიცებით,გულმოდგინედ ვეძებე,ბავშვებიც მეხმარებოდნენ)რა მექნა? ცალი წინდით სახლში მისულს,ვიც
ქუზა პაპა. სტუმარი რომ ღვთისაა,ბავშვობიდანვე ჩამაგონეს და დღემდე ასე მჯერა. ვერაფერს ისე ვერ დაგამახსოვრებინებენ და ვერც გაგაკეთებინებენ,თუ თავად არ მოგცეს მაგალითი.   რამდენიც უნდა ეძახათ უფროსებს,სტუმარი გიყვარდეთ,მიიღეთ და პატივი ეცითო,თუ თავდ არ იქნებოდნენ მაგალითის მიმცემნი,მათი შეგონება ჩაივლიდა, ვითარცა წყალი ჩაილურისა.    ჩემს მამულეთსა თუ დედულეთში,სტუმარი მუდამ სასურველი იყო,მაგალითად, დედაჩემის მამა,უშანგი მულაძე,თუ დღე ისე დაღამდებოდა, კარს არავინ შემოაღებდა,ვერ იყო ხასიათზე.წუხდა,აშკარად რაღაც აკლდა. რა უნდა მომხდარიყო, თუნდაც შუადღით, სამსახურიდან შესვენებაზე მოსულს,ერთი კაცი მაინც არ შემოეყოლებინა.მისი ეს ხსიათი კარგად იცოდა ბებომ და ამიტომაც,როცა სუფრას შლიდა,მუდამ იჭერდა თადარიგს.მერწმუნეთ, პაპაჩემის მარტო დანახვა უფრო საკვირველი იქნებოდა,ვიდრე სტუმართან ერთად. ასე იყო მამაჩემიც,მეორე პაპა,ალექსანდრე სებისკვერაძეც,ერთი სიტყვით, ვინც ნებით გვსტუმრობდა,ხომ კარგი და ვინც არა-ძალით მოჰყავდათ. გზის პირას ვცხოვრობთ და მამამ,თუ   ეცალა და სახლში იყო, ჭიშკარში ი