Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2019

აბრამას ტოლი

ჩემი ერთ – ერთი საყვარელი გამოთქმაა :'' ჩვენი აბრამას ტოლი ''   :)   ამ გამოთქმას თავისი ისტორია აქვს და მინდა , თქვენც გიამბოთ   :)   ჩვენთან , სოფელში , ერთი კაცი ცხოვრობდა , სიმონა , მშრომელი , მაგრამ უტყვი კაცი იყო , ადვილად ხმას არ ამოიღებდა , ჰოდა , ეს ჩვენი სიმონა , გამოიძახეს კომისარიატში , ჯარში უნდა წასულიყო ( მაშინ მოგეხსენებათ , საბჭოთა კავშირი იყო და საქართველოდან შორს უწევდათ წასვლა ) ჯერ ძლივს შეასმინეს , რომ კომისარიატში   გამოცხადებულიყო , ხოლო როდესაც შეასმინეს , გაივსო ჯიბეები '' კირკაჟი '' ლობიოს მარცვლებით და ჭამა – ჭამით გამოეცხადა კომისარს . კომისარმა , თურმე , ახედ – დახედა და ჰკითხა , რამდენი წლის ხარო , სიმონა არ დაბნეულა და ყოჩაღად გაუცია პასუხი : ჩვენი აბრამას ტოლი ვარო , თან ლობიოს მარცვლებით გამოუტენია პირი   :)   აბრამა ვინააო – დაინტერესებულა ცნობისმოყვარე კომისარი   :) ჩემი მეზობელი და ჩემ

დაკარგული წინდები

ერთ დილას ბებომ , როგორც ყოველთვის , მომაწესრიგა , მასაუზმა და მეც დავეშვი ეზოში , ბავშვებთან სათამაშოდ . შევკრიბე ჩემი ჭკუისანი და გავუძეხი მდინარისაკენ . იმ დღეს ახალთახალი თეთრი წინდები მეცვა , ამიტომ დავიხადე და მდინარის ნაპირას , ერთ დიდ ქვაზე , დავალაგე ფეხსაცმელებთან ერთად . მე კი ბედნიერი სახით , ვალმოხდილი , შევჭყაპუნდი მუხლამდე წყალში . ზაფხული იყო და '' ფრონე '' პატარა მოდიოდა , თუმცა დინება მაინც სწრაფი იყო და თუ   მარჯვედ არ იქნებოდი , გალიპულ ქვაზე ფეხდაცურებული , შიგ მოადენდი ტყაპანს , ამიტომ განსაკუთრებით ვფრთხილობდი და რა ხდებოდა იქ ნაპირზე , რას '' განიცდიდნენ '' ჩემ მიერ უპატრონოდ მიტოვებული ნივთები , არ ვიცი , ჰოდა , კარგა ხნის შემდეგ , როცა მომწყინდა , ჭყაპუნი , წივილი და კივილი ( ეს თანმდევი მოვლენებია ამ პროცესის , არ შეშინდეთ ) და ამოვედი ნაპირზე , აღმოვაჩინე , რომ ერთი წინდა , თავისი ნებით , სადღაც გამქრალიყო ( რა ეწყინა , ვერ გეტყვით ), აქეთ ვეცი ,