Skip to main content

დაკარგული წინდები


ერთ დილას ბებომ,როგორც ყოველთვის,მომაწესრიგა,მასაუზმა და მეც დავეშვი ეზოში,ბავშვებთან სათამაშოდ.შევკრიბე ჩემი ჭკუისანი და გავუძეხი მდინარისაკენ.იმ დღეს ახალთახალი თეთრი წინდები მეცვა,ამიტომ დავიხადე და მდინარის ნაპირას, ერთ დიდ ქვაზე, დავალაგე ფეხსაცმელებთან ერთად.მე კი ბედნიერი სახით,ვალმოხდილი,შევჭყაპუნდი მუხლამდე წყალში.ზაფხული იყო და ''ფრონე''პატარა მოდიოდა,თუმცა დინება მაინც სწრაფი იყო და თუ მარჯვედ არ იქნებოდი,გალიპულ ქვაზე ფეხდაცურებული, შიგ მოადენდი ტყაპანს,ამიტომ განსაკუთრებით ვფრთხილობდი და რა ხდებოდა იქ ნაპირზე,რას ''განიცდიდნენ''ჩემ მიერ უპატრონოდ მიტოვებული ნივთები,არ ვიცი,ჰოდა,კარგა ხნის შემდეგ,როცა მომწყინდა,ჭყაპუნი,წივილი და კივილი(ეს თანმდევი მოვლენებია ამ პროცესის,არ შეშინდეთ)და ამოვედი ნაპირზე,აღმოვაჩინე,რომ ერთი წინდა,თავისი ნებით,სადღაც გამქრალიყო(რა ეწყინა,ვერ გეტყვით),აქეთ ვეცი,იქით ვეცი ,მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ,ვერსად აღმოვაჩინე(არადა,გეფიცებით,გულმოდგინედ ვეძებე,ბავშვებიც მეხმარებოდნენ)რა მექნა? ცალი წინდით სახლში მისულს,ვიცოდი, მომხვდებოდა,(სიმართლე გითხრათ,კი ვიყავი საცემი ხუთ წუთში ერთხელ მაინც) ვიფიქრე,ვიფიქრე და ბევრიც არ მიფიქრია,დარჩენილი წინდაც მოვისროლე წყალში,თან ქვა გავახვიე შიგ,უფრო შორს რომ გადავარდნილიყო.მოვბრუნდი და აი,საოცრება,(პირველი წინდა,თვალს ნებით მიფარებულმიმალული) აღმოვაჩინე,გადავირიე,შევვარდი ისევ წყალში,ვეძებე ''ქვაგახვეული'' პირველი წინდა,მაგრამ ნურას უკაცრავად,რა დაგიკარგავს,რას ეძებ?! ჰოდა,უფრო გამწარებულმა,დარჩენილი წინდაც გავაყოლე უკვე ''გაქცეულს'' საიქიოში...მერე კი,''სუფთა სინდისით'',ვითომც აქ არაფერი,მივედი სახლში(არ ვიმჩნევდი,მაგრამ გული აჩქარებული მქონდა,სიცელქით თუ დიდი ტყუილი რომ მქონდა სათქმელი,მის გამო,ვერ გეტყვით,ალბათ,ერთიც და მეორეც)..რა თქმა უნდა,ბებომ მაშინვე შეამჩნია წინდები რომ აღარ მეცვა და შეიცხადა თავისებურად(არ გეგონოთ,იკივლებდა,იწივლებდა,დაგწყევლიდა ან რამეს იზამდა ისეთს)წყნარად,შეწუხებული სახით მკითხა,თან იქვე ჩამოჯდა (უფრო მყარად რომ ყოფილიყო,რადგან ჩემგან მიჩვეული იყო ფათერაკებს) და მკითხა:შვილო,რა უყავი წინდები,დილას რომ ჩაგაცვიო.მე, რაც შეიძლებოდა,გავიოცე,რა წინდები,რის წინდები,არაფერი ჩაგიცმევია დილას,ეტყობა დაგავიწყდა,მე რა ვიცი მეთქი.დიდხანს მეხვეწა,სიმართლე მითხარი,არაფერს გეტყვიო,ვერ გამტეხა(არ იყო ადვილი) და დაიწყო ტირილი,რატომ იცით? ეჭვი შეეპარა თავის ჯანმრთელობაში,იფიქრა,მართლა არ ჩამიცმევია და მომეჩვენაო.შემეცოდა ატირებული ბებო(განა მართლა ქვის გული მქონდა) და გამოვუტყდი,ვუამბე,რაც მოხდა.ახლა,თქვენ როგორ გგონიათ,დამსაჯა? არააა,პირიქით,უფრო გულამოსკვნილი ატირდა,ვაიმე, შვილო,როგორ გიწვალია,იმ წინდების გულისთვისო...ღმერთო,გამინათლე მისი ლამაზი სული,ნეტა იცოდეთ,როგორ მენატრება.

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ...