Skip to main content

სიყვარულის მასწავლებელი.

ჩემს მეხუთე კლასელ რეზიკოს,მეოთხე კლასელი მარიამი შეუყვარდა,ყოველ შემთხვევაში,როცა გამენდო,ასე მითხა და უფლება არ მქონდა,მის ნათქვამში ეჭვი შემპარვოდა,ისეთი ალალი,სუფთა თვალებით მიყურებდა.მარიამმა ეს ამბავი არ იცოდა,ან იცოდა,მაგრამ არ იმჩნევდა..
ერთ დილით,სკოლაში მისულს,რეზიკო შემეგება,ხელში გადაკეცილი რვეულის ფურცელი ეჭირა, რომელიც ჩუმად მომაჩეჩა და იდუმალი ხმით მთხოვა,წამეკითხა... სასიყვარულო ბარათი იყო,როგორც ფურცლის გადაშლამდეც ვვარაუდობდი,მარიამს სიყვარულში უტყდებოდა,ეფიცებოდა და მისგანაც მოელოდა პასუხს.ბევრი არ მიფიქრია,გრამატიკული შეცდომები შევუსწორე,აზრიც უფრო მეტად დავხვეწე და დავუბრუნე, ვთხოვე,გადაეწერა ლამაზად და ისე გადაეცა მარიამისთვის,შემდეგ კი მშვიდად დალოდებოდა პასუხს,ხოლო გოგოს პასუხის შემდეგ,გადაეწყვიტა,როგორ მოქცეულიყო.შუადღისკენ რეზიკომ მახარა ,რომ წერილი ადრესატთან იყო.ვატყობდი,განიცდიდა,შინაგანი ფორიაქი ჰქონდა,როგორც შემეძლო,დავამშვიდე და გავუშვი სახლში.
მეორე დღეს რეზიკოს კლასში გაკვეთილზე შესულს,ისეთი სურათი დამხვდა,შევცბუნდი,მარიამის მასწავლებელი,(მოგეხსენებათ დაწყებით კლასებში ძირითად საგნებს ერთი მასწავლებელი ასწავლის,რომელიც,ამავე დროს,დამრიგებელიცაა) ხელში ჩავარდნოდა წერილი,რეზიკოს ლანძღავდა და თან ყურებს უგრეხდა,უყვიროდა ,როგორ გაბედე,მისი შეყვარება და წერილის მიწერაო.რეზიკო ტიროდა,რა უნდა ეთქვა.სწრაფად გავერკვიე საქმის ვითარებაში,ან რა გარკვევა მინდოდა,ხელი გავაშვებინე ბავშვისთვის,გამოვიყვანე კლასიდან და ვკითხე,ასე რამ გადაგრია,რომ ხელით შეეხემეთქი,დამიწყო ახსნა,რომ გოგოს ოჯახი სჯობდა ბიჭისას და ვინ მისცემდა მარიამის შეყვარების უფლებას.ბევრი ვუხსენი და ვუმტკიცე მაგრამ ამაოდ,ბოლოს ვუთხარი,რომ ვიცოდი წერილის შესახებ,ის კი არა და მე ჩავუსწორემეთქი.გაშრა,ხმა ვეღარ ამოიღო,შებრუნდა და წავიდა.
გაკვეთილზე დავბრუნდი და რეზიკო დავაწყნარე,რომელიც ისევ იცრემლებოდა,ალბათ,უფრო და სირცხვილისგან,ვიდრე ტკივილისგან.
გაკვეთილიდან გამოსულს დორექტორმა კაბინეტში მიხმო და მთელი სერიოზულობით მკითხა,მართლა მე დავაწერინე წერილი თუ არა,რა თქმა უნდა, ,,ვაღიარე დანაშაული’’,დირექტორმა დამმოძღვრა,ამიხსნა,რომ ჩემი მოვალეობა იყო,ბავშვებისთვის ქართული მესწავლებინა და არა სასიყვარულო ბარათების კორექტირებარედაქტირება.წყნარად ვუსმენდი, როცა დაამთავრა და გაჩუმდა,უხომდ გამოვედი კაბინეტიდან,შევედი სამასწავლებლოში,ავიღე მეხუთე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნი,შევუტანე,გადავუშალე მესამე გვერდზე და ხმამაღლა წავუკითხე ამონარიდი მათეს სახარებიდან,’’სიყვარული მარადიულია,სიყვარული არასოდეს კვდება’’,მერე ვაჟაფშაველას კლდის ნათქვამი,,,გიყვარდეთ, კაცნო,ერთმანეთი’’.ბოლოს კი ვუთხარი,რა ვქნა ქალბატონოდირექტორო,ვასწავლო ბავშვებს სიყვარული,ჩემი პირდაპირი მოვალეობაა,რომელსაც გვერდს ვერ ავუვლიმეთქი.
არ ვიცი,დამიჯერა თუ არა,ხელი კი ჩაიქნია,გაიცინა და მითხრა,წადი,შენ აღარაფერი გეშველებაო.
P.S.
ახლა ისინი უკვე დიდები არიან,რეზიკოს თავისი გზა აქვს მოძებნილი და იმ გზაზე მიდის,მარიამს კითავისი.არ ვიცი,დღემდე იმ სიყვარულისა შერჩა თუ არა რამე,მაგრამ,ვგონებ, სადღაც გულის კუნჭულში კიდეც ეყვარება და ეს ამბავიც ემახსოვრება.
ორგზის პოსკრიპტუმ: ეს ამბავი იმიტომ არ დამიწერია,ვიღაცამ თავის ქებაში ჩამომართვას,მეც ბევრი მეშლება,როგორც ადამიანს და როგორც მასწავლებელს,ვერ გეტყვით,შეიძლება,მაშინაც შევცდი და არ უნდა ,,დავხმარებოდი’’ რეზიკოს,მაგრამ,რა ვქნა,დღემდე ვგიჟდები სიყვარულზე(თვით ცნებაზე) და შეყვარებულ ადამიანებზე,ვგიჟდები სიყვარულით ანთებულ თვალებზე და ჩუმ ,სიყვარულით სავსე იდუმალ გამოხედვაზე,ასაკს მნიშვნელობა არა აქვს,სიყვარულმა ხომ ასაკი არ იცის,,,დაუნდობელია’’,ისე მოვა და ჩაგისახლდება,არაფერს გკითხავს.
პოსკრიპტუმის მაგიერ: მავანი ამბობს,სიყვარული პათოლოგიური გამოვლინების ერთერთი სახეობააო.ნეტა ყველა,ამ დედამიწის ზურგზე, სიყვარულით იყოს ავად და სიძულვილს ადგილი არ ჰქონდეს.რადგან უსიყვარულობა და სიძულვილი უფრო დიდი და საშიში პათოლოგია მგონია.ასე,რომ შეიყვარეთ და დაავადდით,შეაყვარეთ და დააავადეთ.მერე ნამდვილად გვეშველება.(თქვენი ვერიკო სებისკვერაძე)





Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...