დღეს სამარშრუტო ტაქსით მომიხდა მგზავრობა,ერთ-ერთ გაჩერებაზე ალგაზრდა ქალი ამოვიდა ყურთან მიდებული ტელეფონით,როგორც ჩანს,გაჩერებაზევე ესაუბრებოდა ვიღაცას და მარშრუტკაშიც გააგრძელა.
სიმართლე გითხრათ,საუბარი არ ერქვა იმას, რასაც ვხედავდი და მესმოდა,სხვა მგზავრებთან ერთად.ისეთ ხმაზე გაჰყვიროდა და დროდადრო იცინოდა კიდეც,რომ უხერხულობისგან დანარჩენები ერთმანეთს ვარიდებდით თვალს .აშკარად ყველა წუხდა,მაგრამ ხმას ვინ ამოიღებდა,მისი ლაპარაკის მანერიდან და ტექსტიდან უტაქტო და უზრდელი ადამიანი იკითხებოდა,რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს ,,მოსვამდა ადგილზე,’’ანუ წამის მეასედში ჩააწყვეტინებდა ხმას.
:)
მისი საუბრის,უკაცრავად,კივილ-ყვირილის ,შინაარსი ისეთი იყო,რომ სადღაც თხუთმეთ წუთში ყველამ ვიცოდით,,ვინ,ვის,რა უქნა,სად და როდის’’.სიცილი ჰქონდა ანტიკვარული, რაღაც სასწაულ ხმებს უშვბდა სახმო სიმებიდან,მაგალითად ასეთს:ხრრრრრ,ბრრრრრ,ჭრრრრრ,რამდენჯერმე ფხხხხც იყო
:)
თავდაპირველად მეც,,ამეშალა ნერვები’’,მაგრამ მერე რომ დავუკვირდი სიტუაციას და გადავხედე დამსწრე საზოგადოებას,კარგ ხასიათზე დავდექი და ამ ქალის კაკაფონიის ფონზე დავიწყე დანარჩენებზე დაკვირვება.ჩემს გადასწვრივ მსხდომ ორ მამაკაცზე გეტყვით,მართლა ძალიან შეწუხდნენ,ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ მალმალე,კარგად მესმოდა,რასაც ამბობდნენ: არა ჰყავს პატრონი,ფუ ამისი,ნეტა ჩემი ქნა ცოტახანი,მე მოვუვლიდი,ეს ახლა ქალია?!და პასუხსაც თავადვე სცემდნენ,ქალის გარდა ყველაფერია,მერე,როდესაც ქალმა ერთი-ორი უწმაწური სიტყვაც ჩააკვეხა,სულ გადაირივნენ და თავების კანტურით დაიხოცნენ.
ამ დაკვირვება -ექსპერიმენტში ვარ და დარეკა ჩემმა ტელეფონმაც,ვაი,შენს ვერიკოს,(მეც კარგი როხროხა ვარ),ჯერ გავთიშე,იქნებ მიხვდეს,ვინც რეკავდა,რომ არ მცალია(დაკვირვებას ვაწარმოებ)
:) მაგრამ,რომ არ მომეშვა,ვუპასუხე,სხვა რა გზა იყო,ოღონდ ისეთი ნაზი ხმა და ბგერები ამოვუშვი პირიდან,თავადვე დამრჩა პირი ღია
:) ვაა,ვერიკოჯან,ეს რა ფაქიზი და ნარნარა გოგო ყოფილხარ მეთქი-გავიფიქრე
:) და ისე აღვფრთოვანდი საკუთარი თავით,ლამის ხიბლში ჩავვარდი
:) იმ ქალის გადამკიდე,მალევე დავუმთავრე საუბარი,არ მცალია,მერე შეგეხმიანები-მეთქი.
ყველაფერი ამით როდი დამთავრდა,ჩემს გადასწვრივ მსხდომ კაცებს არ გამოპარვიათ ჩემი ნაზი,ნარნარა საუბარი,ერთმანეთს გადახედეს და დაასკვნეს:აი,ძმაო,ესაა ქალი,ხედავ?!
:)
გულში გამეცინა,ცოტა მეამა კიდეც და ჩემს თავს შევფიცე,აღარასოდეს ვილაპარაკო საზოგადოებრივ ტრანსპორტში არც ხმამაღლა და არც ხმადაბლა
:)
ამ ამბავს სატრაბახოდ არ ვწერ,ვაუუუ,რა მაგარი ვარ-მეთქი,რომ იცოდეთ,მეც კარგი როხროხა ვარ(ოღონდ არა უზრდელი და უტაქტო) ზოგჯერ ხმამაღლა ვიცი საუბარი,რადგან ძნელია საუბრის დროს ყოველთვის აკონტროლო ხმის ტემბრიც და ლექსიკონიც.
დასკვნა :ჭკუას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსხდომნი გასწავლიანო
სიმართლე გითხრათ,საუბარი არ ერქვა იმას, რასაც ვხედავდი და მესმოდა,სხვა მგზავრებთან ერთად.ისეთ ხმაზე გაჰყვიროდა და დროდადრო იცინოდა კიდეც,რომ უხერხულობისგან დანარჩენები ერთმანეთს ვარიდებდით თვალს .აშკარად ყველა წუხდა,მაგრამ ხმას ვინ ამოიღებდა,მისი ლაპარაკის მანერიდან და ტექსტიდან უტაქტო და უზრდელი ადამიანი იკითხებოდა,რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს ,,მოსვამდა ადგილზე,’’ანუ წამის მეასედში ჩააწყვეტინებდა ხმას.
მისი საუბრის,უკაცრავად,კივილ-ყვირილის ,შინაარსი ისეთი იყო,რომ სადღაც თხუთმეთ წუთში ყველამ ვიცოდით,,ვინ,ვის,რა უქნა,სად და როდის’’.სიცილი ჰქონდა ანტიკვარული, რაღაც სასწაულ ხმებს უშვბდა სახმო სიმებიდან,მაგალითად ასეთს:ხრრრრრ,ბრრრრრ,ჭრრრრრ,რამდენჯერმე ფხხხხც იყო
თავდაპირველად მეც,,ამეშალა ნერვები’’,მაგრამ მერე რომ დავუკვირდი სიტუაციას და გადავხედე დამსწრე საზოგადოებას,კარგ ხასიათზე დავდექი და ამ ქალის კაკაფონიის ფონზე დავიწყე დანარჩენებზე დაკვირვება.ჩემს გადასწვრივ მსხდომ ორ მამაკაცზე გეტყვით,მართლა ძალიან შეწუხდნენ,ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ მალმალე,კარგად მესმოდა,რასაც ამბობდნენ: არა ჰყავს პატრონი,ფუ ამისი,ნეტა ჩემი ქნა ცოტახანი,მე მოვუვლიდი,ეს ახლა ქალია?!და პასუხსაც თავადვე სცემდნენ,ქალის გარდა ყველაფერია,მერე,როდესაც ქალმა ერთი-ორი უწმაწური სიტყვაც ჩააკვეხა,სულ გადაირივნენ და თავების კანტურით დაიხოცნენ.
ამ დაკვირვება -ექსპერიმენტში ვარ და დარეკა ჩემმა ტელეფონმაც,ვაი,შენს ვერიკოს,(მეც კარგი როხროხა ვარ),ჯერ გავთიშე,იქნებ მიხვდეს,ვინც რეკავდა,რომ არ მცალია(დაკვირვებას ვაწარმოებ)
ყველაფერი ამით როდი დამთავრდა,ჩემს გადასწვრივ მსხდომ კაცებს არ გამოპარვიათ ჩემი ნაზი,ნარნარა საუბარი,ერთმანეთს გადახედეს და დაასკვნეს:აი,ძმაო,ესაა ქალი,ხედავ?!
გულში გამეცინა,ცოტა მეამა კიდეც და ჩემს თავს შევფიცე,აღარასოდეს ვილაპარაკო საზოგადოებრივ ტრანსპორტში არც ხმამაღლა და არც ხმადაბლა
ამ ამბავს სატრაბახოდ არ ვწერ,ვაუუუ,რა მაგარი ვარ-მეთქი,რომ იცოდეთ,მეც კარგი როხროხა ვარ(ოღონდ არა უზრდელი და უტაქტო) ზოგჯერ ხმამაღლა ვიცი საუბარი,რადგან ძნელია საუბრის დროს ყოველთვის აკონტროლო ხმის ტემბრიც და ლექსიკონიც.
დასკვნა :ჭკუას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსხდომნი გასწავლიანო
Comments
Post a Comment