(მოგონებები ციკლიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების'') ხშირად ვამბობ,წლების მატებასთან ერთად,უკან მოხედვაც დამჩემდა–მეთქი,ალბათ, იმიტომ,რომ როცა უკან ვიყურები,ვხედავ ყველაზე ლამაზს,საოცარს,დაუვიწყარს_ჩემს ბავშვობას,რომელიც ღრმადაა გამჯდარი ჩემს სულსა და გულში,იმდენად ღრმად,რომ მინდა,მასზე ვწერო.ახლაც ერთი ამბავი ამომიტივტივდა მეხსიერების სკივრის იმ კუნჭულიდან,ბავშვობა რომ ჰქვია.
ჩვენთან,სოფელში,დოლომიტის ქვის უზარმაზარი საბადოა...იყო დრო,მოიპოვებდნენ ამ ქვას და ამისთვის მუშაობდა უზარმაზარი სისტემა...სამი ქარხანა, ერთმანეთის მიყოლებით,ამუშავებდა დოლომიტს და უკვე გასუფთავებულს,ხრეშის სახით,აწვდიდა რუსთავის მეტალურგიას.შეიძლება,ითქვას,დუღდა ცხოვრება,არა მარტო ჩემს სოფელში,მთლიანად ფრონის ხეობაში,(ახლა ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული,რაც უდიდეს ტკივილს მაყენებს).
ამ დიდ ქარხანას მუშახელიც ბევრი სჭირდებოდა და განკარგულებები რომ გაეცათ,ისინიც.ერთი ასეთი''განმკარგულებელი'' იყო, მთავარი ინჟინერი იოსებ კაციაშვილი.
ჩემმა ბავშვობამ მის თვალწინ გაირბინა, საოცარი ადამიანი იყო,უწყინარი,მშვიდი,უპრეტენზიო,მორიდებული.როგორც მახსოვს,კასპის რაიონიდან იყო,იქ ჰყავდა ოჯახი.თვითონ ორშაბათს დილით მოდიოდა და შაბათ–კვირას ბრუნდებოდა სახლში.ეს ყველაფერი ასე კარგად იმიტომ ვიცი,რომ ჩვენთან(ჩემს ბებო–პაპასთან) ცხოვრობდა მდგმურად.ერთი ოთახი ეკავა,რომელიც იზოლირებული იყო დანარჩენი ოთახებისაგან,საერთო მხოლოდ საპირფარეშო გვქონდა,იმითაც იშვიათად სარგებლობდა,(მთელი დღე სამსახურში იყო)თუმცა,იშვიათად იქ შესვლაც, ძვირი დაუჯდა ერთ დღეს.
სადაც მე ვიყავი,იქ ფათერაკს,რა დალევდა?!ამიტომ იყო,რომ ვინც ჩემი ამბავი იცოდა,მერიდებოდა,ვინც არა და ''ამიტეხდნენ ხოლმე შარს''(აბა ჩემს თავს ხომ არ დავაბრალებ?)ბევრს აღარ გავაგრძელებ და გიამბობთ,იმ ''ატეხილი შარიდან''ერთ–ერთს,საცოდავ კაცს რომ დავმართე.
საღამოს ეზოში ვთამაშობდით გოგო–ბიჭები.ჩემი წივილ–კივილი ცას სწვდებოდა(ესეც თამაშის აუცილებელი ატრიბუტი იყო,ეტყობა) და ასე თამაშში გართულმა აღმოვაჩინე,რომ ტუალეტით სარგებლობა მჭირდებოდა.კარგა ხანს ვითმინე,მეზარებოდა(მერე ვინ იღრიანცელებდა?!)და როცა კულიმინაციას მივაღწიე,გავიქეცი ეზოში მდგარი საპირფარეშოსკენ,მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა(ჩემზე გაჭირებულს შეესწრო),სხვა გზა აღარ იყო და ინერციით სახლისკენ გავქანდი,მაგრამ(''ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა'')სახლის კარი შევაღე თუ არა,დავინახე,ტუალეტში იოსება შევიდა(ის იშვიათი დრო მაშინ დასდგომოდა ),გადავირიე,მეტი რომ ვეღარაფერი ვაწამე, მექანიკურად,(ვიმეორებ,მექანიკურად)გადმოვუკეტე კარი და გამოვიქეცი უკან.ეზოს ''ფეხისალაგი''უკვე თავისუფალი დამხვდა და იქიდან გამოსულს,ბედნიერი სახით,აღარც კი გამხსენებია საწყალი იოსება.ამასობაში გავიდა რამდენიმე საათი,დაღამდა.ბებო–პაპამაც ჩააბინავა საქონელი და ავედით სახლში.სახლის კარი პაპამ შეაღო,შევიდა და იქვე გაშეშდა,ისეთი არაადამიანური ხმები ისმოდა,მეც კი შემეშინდა,ხმა ტუალეტიდან მოდიოდა.პაპა მაშინვე ეცა კარს,გამოაღო და იქიდან ნახევრად გულშეღონებული,ფერდაკარგული,იოსება გამოიყვანა,რომელსაც შიშით და სიმწრით თმაც კი ყალყზე დასდგომოდა.(ეტყობა დახურული სივრცის შიში ჰქონდა,თორემ რა იყო ასეთი გასაგიჟებელი?!დიდი ამბავი სამი საათი უნიტაზზე თუ იჯდა).
იოსებას დიდი დრო და ''კაპლი''დასჭირდა,აზრზე რომ მოსულიყო,საცოდავმა ისიც არ იცოდა,ვინ დამართა ეს ამბავი.(კარგად არ მიცნობდა ეტყობა მაშინ),სამაგიეროდ,იცოდა ბებო–პაპამ,ან რა ცოდნა უნდოდა?!... ახლა აღარ გავაგრძელებ,რა მეთოდითა და ხერხით დავისაჯე,ერთი ფაქტია,ინკვიზიცია, ეშაფოტი,ელექტრო სკამი არ შემხებია,ცოცხალი გადავრჩი,გავიზარდე, ვზივარ და გწერთ ამ ამბავს..(ვ.სებისკვერაძე)

Comments
Post a Comment