Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2020
  რა დამავიწყებს პირველი ხაჭაპური რომ გამოვაცხვე,როგორც დიასახლისმა. მახსოვს,მრგვალ ტაფაში ისეთი გაპიწკინებული ოთხკუთხედი ხაჭაპური ჩავსვი,ჩემს მეუღლეს   გაოცებისაგან შუბლზე აუვიდა თვალები,ხელები ფართოდ გაშალა და მითხრა,რა მეგონა,თუ ასეთი ხელოვანი იქნებოდი,თორემ უფრო ადრე მოგიყვანდი ცოლადო.მერე, მე რომ ტირილი დავცხე,ბევრი იცინა, მრგვალ ტაფაში გამომცხვარ ოთხკუთხედ ხაჭაპურს გემრიელად შეექცა,თან    მანუგეშა,არ იდარდო,შენ ისეთი ყოჩაღი ხარ,ცოტა ივარჯიშე და რვაკუთხედსაც გამოაცხობო. თუმცა, სულ მალე      მშვენივრად ვისწავლე მრგვალ ტაფაში,შესაბამისი სტანდარტის ხაჭაპურის ცხობა და პირველი მარცხით მიყენებულმა სირცხვილმაც ჩაილურის წყალი დალია.სხვათაშორის ახლაც მშვენივრად   ვაცხობ და ვინც სიტყვაზე არ მენდობა,შემეხმიანოს. მაგრამ სრულფასოვანი ხაჭაპურის გამოცხობამდე   იყო ბავშვობა და ტალახისგან   მოზელილი ხაჭაპურები.მე და ჩემი მეგობრები იმდენნაირი ფორმის   ხაჭაპურს ვაცხობდით,იმდენ კუთხესა და ქიმს ვუკეთებდით,რამდენიც გაგვიხარდებოდა,ვინ იყო დამშლელი. მახსოვს   ერთხელ   ეს ჩვენი სიმწრით გამომცხვ

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს(სად იყო მაშინ სანტა?! )