Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2020
ვენარა და ბატები ვ.სებისკვერაძე ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) იმ წელს მერვე კლასი დავამთავრე,სხვათაშორის,წარმატებით და არხეინად დავიწყე ზაფხულის დღეების ათვლა. სოფლის ბავშვებს საქმეს რა გამოგვილევდა.სახლის საქმეც უნდა მოგვესწრო,ბაღ-ვენახებშიც უნდა გავყოლოდით უფროსებს და ჩვენთვისაც მოგვეტოვებინა დრო გასართობად. გარდა ამისა,წიგნებიც უნდა გვეკითხა,თქვენ წარმოიდგინეთ,ყველაფერს ვასწრებდით და, ალბათ, იმიტომ,რომ ჩვენ მაშინ არც ტელეფონი გვქონდა ,არც აიფონი,არც კომპიუტერი და არც არაფერი მაგვარი.მავანი იტყვის:,,რა საცოდავი და მძიმე ბავშვობა გქონიათო,’’მაგრამ ასე არ ვფიქრობ, უფრო პირიქით მგონია.რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგი არა ვარ,თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო და გადამეტებული არაფერი ვარგა. ერთი სიტყვით,იმ ზაფხულის ერთ მშვნიერ დღეს მე და ჩემმა სამი წლით უფროსმა მეგობარმა,რომელსაც ოჯახში უამრავი ბატი ჰყავდა,მოვიცალეთ და ბატები მდინარის პირას ჩავიყვანეთ.ბატები თავისთვის განაპირდნენ და გრილდებოდნენ მდინარეში,ჩვენ ჩვენთვის,თუმცა წყალი ისეთი პატარა ი