Skip to main content

Posts

Showing posts from 2022
  ამ სურათზე ჩემი ბავშვობაა განფენილი,რომელიც აქამდე მომყვა და მიმყვება სამარის კარამდე ამ სურათზე ის სოფელი ჩანს,მე რომ სამშობლო აღმომაჩენინა და ყველა ის ადამიანი,დღემდე რომ მომდევს,ან ვერ მომდევს და აქ,გულის კუნჭულში,ვინახავ ამ სოფელში ყველა სახლი მიყვარს და იმ სახლიდან ამოსული კვამლი მაბედნიერებს,თუმცა განსაკუთრებით ერთი სახლი მეძვირფასება-ჩემი ყრმობის სახლი ეს სოფელი ჩემი მუზა და სიყვარულია,მასზე ლამაზი არ მეგულება არცერთი სხვა სოფელი სამყაროში ამ სოფელში ჩემი წინაპრების საძვალეა და ჯერ კიდევ ხარობენ და შრიალებენ მათ მიერ დარგული ხეები და მინდა,აქ ცხოვრება გაგრძელდეს უსასრულოდ,დაუსაბამოდ,ლამაზად,ხალხმრავლობითა და ჟრიამულით ერთმანეთის გატანითა და სიყვარულით ამ სოფელს აბანო ჰქვია და მისი სიყვარული უკვდავების ტოლფასია, უსიყვარულობა კი კლავს 4 Mzia Sebiskveradze, Tsinari Khutsishvili და 2 სხვა 2 მომწონს კომენტარის დატოვება