Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2021
    რამდენიმე დღის წინ,    არქივში ქექვის დროს,   გაცრეცილი ფურცლების დასტას   გადავაწყდი, მართალია,ზოგს დასაწყისი   აკლდა,ზოგს-დასასრული,მაგრამ მაინც   ადვილად ამოვიცანი ჩემი ბავშვობისდროინდელი ჟურნალები,,პიონერი’’ და ,,დილა’’.    როგორც ჩანს,მხოლოდ ის ამომიჭრია და შემინახავს,სადაც ჩემი პატარ-პატარა მოთხრობები და ჩანახატები იყო დაბეჭდილი. ახლა ნამდვილად არ ვაპირებ   მათ გამომზეურებას,თუმცა ამ სიძველისაგან   გაყვითლებულმა და სინესტეშეპარულმა ფურცლებმა უკან,შორეულ ბავშვობაში გადამტყორცნა და იმდენი რამ ამომიტივტივა გონებაში,იმდენი მოგონება გახადა ხელშესახები, რომ კარგა ხანს   ვდუმდი და გულაჩუყებული. განა იმ ძველ დროს მივტიროდი,განა ის ძველი დრო მენატრებოდა,არა,იმ სიძველესა და სინესტეში ჩაკარგულ ბავშვობას ვხედავდი და მენანებოდა,მახსოვდა და მენატრებოდა.   იმ იდეოლოგიურ   ბოროტებაზე,რომელსაც ფეხის ყოველ გადადგმაზე გადააწყდებოდი მაშინ,   არაფერი გამეგებოდა და ყველაფერს, როგორც კანონზომიერს ისე ვთვლიდი და აღვიქვამდი. ახლა, ამ გადმოსახედიდან,ვხვდები და მესმის, რას ნიშნავდა საბჭოთა
  (ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) ამ ქალს სოფელში ყველა იცნობდა,როგორც ქურდბაცაცასა და სასმლის მოყვარულს. ტანდაბალი იყო,კოჭლი,დაბადებიდან თეძოათრეული დადიოდა და ყველა დაფეხვილს ეძახდა. რომ გითხრათ,მიყვარდა-მეთქი,მოვიტყუები,თუმცა,როგორც უფროსს(ბაბოდ მეკუთვნოდა) პატივს ვცემდი და რასაც მეტყოდა, ვუგონებდი. ქმარიც თავისნაირი ჰყავდა, სახლში ხელის განძრევა ეზარებოდა, ქეიფი და მოლხენა კი, იცოცხლე, უყვარდა,ოღონდ სხვის სახლში. ქვეყნიერებას უვლიდა,არ ეზარებოდა,რომ დაჰკრავდა ფეხს გაღმა,გაადენდა ბრაგვანს გამოღმა, ცოლიც იმგვანა,ერთი სიტყვით,ორივე,ალთა-ბალთასა იყო. ეს კაცი ნაომარი იყო,ფეხის თითები წაეცლია ბომბის ნამსხვრევს,თუმცა სოფელში ჩუმ-ჩუმად იძახდნენ:ომში არა ყოფილა,რომ გაიწვიეს,შეეშინდა,ფეხის თითებზე წყალი დაისხა და მოიყინაო. ყველა სიკეთით სარგებლობდა, რაც ომის ინვალიდს ეკუთვნოდა. მანქანა აჩუქეს, ინვალიდებისა,ელემენტარულად სამართავი,ეგრე იდგა კარგა ხანს,ტარება არ იცოდა.ერთხელ გასეირნება გადაწყვიტა და მთელი სოფლის ბავშვები ჩაგვყარა,დაქოქა და ასი მეტრიც არ ექნებოდა გავლილი,ი