Skip to main content

 (ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)

ამ ქალს სოფელში ყველა იცნობდა,როგორც ქურდბაცაცასა და სასმლის მოყვარულს. 🙁
ტანდაბალი იყო,კოჭლი,დაბადებიდან თეძოათრეული დადიოდა და ყველა დაფეხვილს ეძახდა. 🙁
რომ გითხრათ,მიყვარდა-მეთქი,მოვიტყუები,თუმცა,როგორც უფროსს(ბაბოდ მეკუთვნოდა) პატივს ვცემდი და რასაც მეტყოდა, ვუგონებდი. ❤
ქმარიც თავისნაირი ჰყავდა, სახლში ხელის განძრევა ეზარებოდა, ქეიფი და მოლხენა კი, იცოცხლე, უყვარდა,ოღონდ სხვის სახლში. 🙂
ქვეყნიერებას უვლიდა,არ ეზარებოდა,რომ დაჰკრავდა ფეხს გაღმა,გაადენდა ბრაგვანს გამოღმა, ცოლიც იმგვანა,ერთი სიტყვით,ორივე,ალთა-ბალთასა იყო. 🙂
ეს კაცი ნაომარი იყო,ფეხის თითები წაეცლია ბომბის ნამსხვრევს,თუმცა სოფელში ჩუმ-ჩუმად იძახდნენ:ომში არა ყოფილა,რომ გაიწვიეს,შეეშინდა,ფეხის თითებზე წყალი დაისხა და მოიყინაო. 🙁
ყველა სიკეთით სარგებლობდა, რაც ომის ინვალიდს ეკუთვნოდა.
მანქანა აჩუქეს, ინვალიდებისა,ელემენტარულად სამართავი,ეგრე იდგა კარგა ხანს,ტარება არ იცოდა.ერთხელ გასეირნება გადაწყვიტა და მთელი სოფლის ბავშვები ჩაგვყარა,დაქოქა და ასი მეტრიც არ ექნებოდა გავლილი,იქვე ორღობეში,მეზობლის ბაღში რომ გადაგვყარა,ისე ჩავიჭედეთ,ძლივს ამოგვჭედეს პატრონებმა, ჩვენი დაბდურა მძღოლი კი სასტიკად გალანძღეს. 🙂
ამის შემდეგ იმ მანქანამ სხვა დანიშულება შეიძინა,დღე ჩვენ ვთამაშობდით შიგ,ღამე ქათმებს აბუდებდა მისი ცოლი. 🙂
ხოო,ტელევიზორიც აჩუქეს,აი,ისეთი,წკაპ,წკაპ,წკაპით რომ უნდა გადაგერთო.ვინ ასწავლა,იმ ჩვენი ცოდვით სავსემ,არ ვიცი,რომ დაგვსხამდა ტელევიზორის საყურებლად, ათ წუთში ერთხელ გვირთავდა და ხუთი წუთით ასვენებდა,ასე უნდა,თორემ გადაიწვებაო,გვიმტკიცებდა. 🙂
წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა ჰქონდა და ეს პირდაფჩენილი ბავშვები,ველოდებოდით როდის გავიდოდა ხუთი წუთი,რომ გაგვეგრძელებინა ყურება. 🙂 უმეტესად,საბოლოოდ,აზრი ვერც კი გამოგვქონდა,რა ვნახეთ,რა მოვისმინეთ და ვიყავით ასე,დაღავებულები. 🙂
დიდი გადაწკეპილი ულვაშები ჰქონდა და გაიძახოდა,ბუდიონი ვარო,მაშინ ბუდიონი ვინ იყო,საერთოდ არ ვიცოდი,მაგრამ,ამ კაცს რომ ვუყურებდი,ვფიქრობდი,რა მახინჯი ყოფილა ის ვიღაც ბუდიონი-მეთქი. 🙂
ერთხელ გაბრიყვდა და სტუმარი მიიღო სახლში, მიიღო,რაა,ჰქონდა მცდელობა,მაგრამ ისიც გაექცა. 🙂
მე და მისმა ცოლმა გავუქციეთ 🙂
ღვნო მარანში,ქვევრიდან იყო ამოსაღები და ცოლს დააკისრა ეს დიდებული მისია,მე თქვენ გეტყვით,დაეზარებოდა,ქალი მაგ საქმისთვის იყო მოწოდებული 🙂
მან მე გამიმძღვარა წინ,მომეხმარეო,ჰოდა,ქვევრს თავი რომ მოხადა,ისეთი შხეფები ამოცვივდა იქიდან და ისეთი სუნი დატრიალდა,მეც კი დავიბნიდე და წარმოიდგინეთ,რა დაემართებოდა ამ ლოთბაზარა ქალს.
ერთი დაჭეჭყილი ყვითელი ჩაიდანი ჰქონდა ჩამოტანილი,იმაში უნდა ჩაესხა ღვინო,ორლიტრიანი იქნებოდა,მაგრამ ერთი საათი მოვუნდით მის ავსებას,რადგან ერთ ამოღებაზე რომ იქ ასხამდა,სამს თვითონ სვამდა და დრო და დრო მეც გადამაკვრევინებდა ხოლმე,ისე გამოვბრუჟდით,ვიღას ახსოვდა ქმარი და სტუმარი. 🙂
ისე ქმრის ყვირილი კი გვესმოდა ზოგჯერ,მაგრამ პასუხს არ ვცემდით,არ გვეცალა. 🙂
ბოლოს სადღეგრძელოებიც წამოიწყო და მგონი,ვიმღერეთ კიდეც. 🙂
მამაჩემი საიდან გაჩნდა,არ ვიცი,ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა,ლამის მოკლა მასპინძელი,მე კი ზურგზე ამიკიდა და წამომიღო სახლში. 🙂
ისე ცუდად გავხდი,არ მეგონა თუ გადავრჩებოდი,მაგრამ ფაქტია,გადავრჩი. 🙂
ერთი კია,სასმელს არ ვსვამ და თუ მაინც მომიწია,ან ვიპარავ,ან ოფიციალურად ვაცხადებ,რომ ვერ დავლევ,რადგან წამლებს ვიღებ. 🙂 (ისე,არც ერთხელ დაინტერესებულან,ჩემი ახლობლები და არ შემკითხვიან,თუ რა წამლებს ვსვამ მთელი ცხოვრება 🙂 )
რა ვქნა,მომდევს ბავშვობისდროინდელი სტრესი.
მამაჩემმა დიდხანს მიკითხა მორალი,ხოლო მეზობლის ლოთბაზარა ქალი,ისეთ დღეში ჩააგდო,ჩვენს სახლთან გავლასაც ვეღარ ბედავდა,არა თუ,მარანში ჩავეპატიჟებინე. 🙂
ქურდბაცაც იყო მეთქი,ხომ ვთქვი,ჰოდა,ერთხელ მეც წამიყვანა საქურდლად. 🙁 🙂
უნდა ვიქურდოო,არ უთქვამს, უბრალოდ,მთხოვა,პომიდორი მაქვს ამოსატანი და წამომყევიო და მეც როგორ ვეტყოდი უარს.
ბოლო წუთამდე მეგონა მის ბაღში ვკრეფდი ბოსტნეულს,სიმართლე რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე,როცა პაპაჩემთან ერთად გავიარე იმ ბაღთან და ვიკითხე,ვისია-მეთქი.პაპამ სულ სხვა სახელი მითხრა და მაშინ მივხვდი,მომაპარინეს და ჩემდა უნებურად მაქციეს ქურდად. 🙂
ჩვენ,ბავშვები,ხილს რომ ვიპარავდით,ამას ქურდობად არ მივიჩნევდით და არას ვნაღვლობდი,აი,ამხელა ქალმა შეგნებულად რომ შემიყვანა სხვის ბოსტანში, გამაცეცხლა და პროტესტის გრძნობა გამიჩინა. პირდაპირ ვერაფერი შევბედე,მაგრამ ერთხელაც მთვრალი დავიჭირე და აივნიდან კარტოფილი და ხახვი ვაყარე თავზე და გგონიათ ძალიან შეწუხდა?! აიკალთავა კაბის ბოლო და ბრაცა-ბრუცით წამოკრიფა ხახვიც და კრატოფილიც, რომელიც იმდენი იყო ერთ თავ საჭმელს მაინც გააკეთებდა, არც კი გაჰკვირვებია,მგონი ფიქრობდა, ღმერთმა გამოიმეტა და ზეციური მანანა მეყრება თავზე,ოღონდ ხახვისა და კარტოფილის სახითო. 🙂
მე ჩუმად ვადევნებდი თვალს და როცა აკრეფას მორჩა,ჩავედი და ყველაფერი უკან წავართვი,ხომ ცუდად ვიქცეოდი,მაგრამ,მე მაინც ფრიად კმაყოფილი ვიყავი,რადგან შური ვიძიე. 🙂
როგორ უცნაურადაც იცხოვრა,ისე უცნაურად გარდაიცვალა.მე იქ არ ვყოფილვარ,მაგრამ როცა მიამბეს,შევწუხდი, თურმე მეზობლის ქელეხში იმდენი ჭამა და სვა,ვერ გაუძლო სასიცოცხლო ორგანოებმა,სკამიდან გადავარდა და ადგილზე დალია სული. 🙂
ცოლის სიკვდილის შემდეგ კი იცოცხლა ქმარმა,მაგრამ რაღაცნაირი ძაღლმანდური სიცოცხლე ჰქონდა,მერე გაუხსენა ძველმა იარამ და ტანჯვაში ამოხდა სული. 🙁
ალბათ,იკითხავთ,თუ ასე არ მოგწონდნენ,რაღას უჯექი თავთითო. 🙂
ხეხილით სავსე ბაღი იყო მათ სიახლოვეს,არც მათი,არც სხვისა-ყველასი,ჰოდა,იქ ვისხედით,ხეებზე შემოპოწოლიკებულები,სეზონის მიხედვით და იქიდან ვადევნებდი უმეტესად თვალს,ხოლო როცა იქ არ ვისხედით,თავად გვსტუმრობდნენ ოჯახში. 🙂
და კიდევ,სახლი,სადაც ისინი ცხოვრობდნენ,სკოლას ეკუთვნოდა ადრე და იმდენი ოთახი იყო,მშვენივრად ვთამაშობდით დაჭერობანა-დახუჭობანას,თვითონ ერთ ფრთაში ცხოვრობდნენ და იქ არ ვეხებოდით,მაგარმ ერთხელ,ისე მონდომებით ვიმალებოდი,ამერია და იმათ ოთახში საწოლის ქვეშ ამოვყავი თავი, ბევრი მეძახა ქალმა,გამოდი გარეთ,შენ გაგიხმა ეგ უტვინო თავიო,მაგრამ არ გამოვდიოდი,მერე ადგა,თვითონ გავიდა და დამაბეზღა. 😉 🙂
ერთი სიტყვით,მე და ჩემი მეგობრები მათ კი არ ვსტუმრობდით,ყოფილი სკოლის ეზოსა,ხეხილით სავსე ბაღსა და,ზოგადად,შემოგარენში,ვატარებდით დროს. 🙂
პ.ს.ხომ ამბობენ ადამიანს ორი სახელი უნდა ჰქონდეს:ერთი თან წასაღები და მეორე აქ დასატოვებელიო.
არ ვიცი,ჩემმა პერსონაჟებმა იქ რა წაიღეს,მაგრამ აქ დიდი რომ ვერფერი სახელი დატოვეს,ფაქტია.ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და არ ვიცი,შეიძლება ვცდები,ვერ დავიჟინებ. 🙂 ❤
კიდევ პ.ს.ვისურვებდი, ეს ყოფილიყოს ჩემი ყველაზე აგრესიული მონათხრობი,რადგან თავადვე მიმძიმებს გულს,სხვა ადამიანებზე,მით უფრო წასულებზე,ასე საუბარი,თუმცა,არაფერი მომიმატებია,რაც არ დავაკელი. ❤
ვ.სებისკვერაძე
23.10.2020წ


Comments

Popular posts from this blog

ქუზა პაპა. სტუმარი რომ ღვთისაა,ბავშვობიდანვე ჩამაგონეს და დღემდე ასე მჯერა. ვერაფერს ისე ვერ დაგამახსოვრებინებენ და ვერც გაგაკეთებინებენ,თუ თავად არ მოგცეს მაგალითი.   რამდენიც უნდა ეძახათ უფროსებს,სტუმარი გიყვარდეთ,მიიღეთ და პატივი ეცითო,თუ თავდ არ იქნებოდნენ მაგალითის მიმცემნი,მათი შეგონება ჩაივლიდა, ვითარცა წყალი ჩაილურისა.    ჩემს მამულეთსა თუ დედულეთში,სტუმარი მუდამ სასურველი იყო,მაგალითად, დედაჩემის მამა,უშანგი მულაძე,თუ დღე ისე დაღამდებოდა, კარს არავინ შემოაღებდა,ვერ იყო ხასიათზე.წუხდა,აშკარად რაღაც აკლდა. რა უნდა მომხდარიყო, თუნდაც შუადღით, სამსახურიდან შესვენებაზე მოსულს,ერთი კაცი მაინც არ შემოეყოლებინა.მისი ეს ხსიათი კარგად იცოდა ბებომ და ამიტომაც,როცა სუფრას შლიდა,მუდამ იჭერდა თადარიგს.მერწმუნეთ, პაპაჩემის მარტო დანახვა უფრო საკვირველი იქნებოდა,ვიდრე სტუმართან ერთად. ასე იყო მამაჩემიც,მეორე პაპა,ალექსანდრე სებისკვერაძეც,ერთი სიტყვით, ვინც ნებით გვსტუმრობდა,ხომ კარგი და ვინც არა-ძალით მოჰყავდათ. გზის პირას ვცხოვრობთ და მამამ,თუ   ეცალა და სახლში იყო, ჭიშკარში ი
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ
 იდეოლოგია,როგორც ასეთი. (ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   რამდენიმე დღის წინ,    არქივში ქექვის დროს,   გაცრეცილი ფურცლების დასტას   გადავაწყდი, მართალია,ზოგს დასაწყისი   აკლდა,ზოგს-დასასრული,მაგრამ მაინც   ადვილად ამოვიცანი ჩემი ბავშვობისდროინდელი ჟურნალები,,პიონერი’’ და ,,დილა’’.    როგორც ჩანს,მხოლოდ ის ამომიჭრია და შემინახავს,სადაც ჩემი პატარ-პატარა მოთხრობები და ჩანახატები იყო დაბეჭდილი. ახლა ნამდვილად არ ვაპირებ   მათ გამომზეურებას,თუმცა ამ სიძველისაგან   გაყვითლებულმა და სინესტეშეპარულმა ფურცლებმა უკან,შორეულ ბავშვობაში გადამტყორცნა და იმდენი რამ ამომიტივტივა გონებაში,იმდენი მოგონება გახადა ხელშესახები, რომ კარგა ხანს   ვდუმდი და გულაჩუყებული. განა იმ ძველ დროს მივტიროდი,განა ის ძველი დრო მენატრებოდა,არა,იმ სიძველესა და სინესტეში ჩაკარგულ ბავშვობას ვხედავდი და მენანებოდა,მახსოვდა და მენატრებოდა.   იმ იდეოლოგიურ   ბოროტებაზე,რომელსაც ფეხის ყოველ გადადგმაზე გადააწყდებოდი მაშინ,   არაფერი გამეგებოდა და ყველაფერს, როგორც კანონზომიერს ისე ვთვლიდი და აღვიქვ