Skip to main content

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.


ჩემი თაობის ბავშვებს,გვქონდა ბედნიერება,გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე(ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის ''არსენა მარაბდელს'').ისე გულიანად მაქვს ნასწავლი,დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი,ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა,რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა,ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო,გახსოვთ,ალბათ,ბრეჟნევის ''ყამირი'',''მცირე მიწა'' და ''აღორძინება''დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს ''გამოგვატოვებინებდა''?ასე,რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ,არსენაზე ფიქრით ვათენვაღამებდი(მე ასე ვიყავი,ყოველშემთხვევაში).გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი,თუმცა მე არ გამიგია,რატომ,ვერ გეტყვით,არ ვიცი.მეორე დღეს,გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით.აბა,დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა,ცოტა არ იყოს,დამცხა,ვიცოდი,დავისჯებოდი და შეშინებულმა წინ მჯდომ თნანაკლასელს ვკითხე,რა უნდა დაგვეწერამეთქი,ჩვენი გადალაპარაკება შეუმჩნეველი არ დარჩენია მასწავლებელს(მახვილი თვალი და ყური ჰქონდა,ჩემმა მზემ) და მითხრა,ადექი, დავალება წაიკითხეო(იმ დროში დავალების წასაკითხად ფეხზე ვდგებოდით,სხვათაშორის,დღევანდელისაგან განსხვავებით,დღეს ოღონდ დავალება ჰქონდეს ბავშვს და თუ გინდა წამოწოლილმა წაიკითხოს,არაა პრობლემა),წამოვდექი ზლაზვნით,შეშინებული და ვაპირებ,ვუთხრა,რომ არა მაქვს დავალება,მაგრამ ვიდრე წელში გავიმართე და დავაღე პირი სიმართლის სათქმელად,მის სახეს შევხედე და მივხვდი,სიამოვნებით ამახევდა ყურებს(ერთს მაინც) და დამაგლეჯდა თმებს(ერთ ნაწნავს მაინც დაიხვევდა)(მაშინ ეს ''მოსული ამბავი'' იყო,მოსული კი არა,იმდროინდელი სწავლაგანათლების აუცილებელი ატრიბუტი),ამიტომ ვეღარ გავბედე,მეთქვა სიმართლე,გადავშალე რვეული და დავიწყე ''კითხვა'',დავიწყე და გავედი ბოლოში წაუბორძიკებლად(არც მაშინ ''მგვალავდა ენა''),ისე დინჯად და გამართულად წავიკითხე,მასწავლებელი ვერაფერს მიხვდა(ან რას უნდა მიმხვდარიყო,მე თვითონაც მერე კარგა ხანს ვათვალიერებდი ცარიელ რვეულს,მართლა ხომ არ მეწერა და უბრალოდ არ ჩანდა მეთქი) და იმ ''დავალებაში'' მივიღე ხუთიანი,თანაც შექების თანხლებით,მახსოვს,მიუბრუნდა ბავშვებს და უთხრა:აი,ასე უნდა დაგეწერათ,ამას ჰქვია ხარისხიანი დავალებაო.ჩემმა თანაკლასელმა,რომელმაც სიმართლე იცოდა,დააპირა სიმართლის თქმა(განა ''მართლის თქმის'' პრინციპები აწუხებდა,გურამიშვილისეული,უბრალოდ,ვერ აიტანა ჩემი შექება და ხუთიანი),მაგრამ ზურგში და ნეკნებში რომ მოხვდა მუშტი,იცოცხლე,ჩაიგდო ენა.
     P.S.სხვათაშორის, ერთი შეცდომა მაშინ მეც დავუშვი,ზეპირად კითხვისას,ვერ ვსაზღვრავდი და მალმალე ვფურცლავდი რვეულს,ისე,რომ ძლივს მეყო 18 ფურცელი,როცა სინამდვილეში,დაწერილი რომ მქონოდა,ალბათ,სამი ფურცლის მეტი არ გამოვიდოდა.
     წლების შემდეგ იმავე სკოლაში დავიწყე მუშაობა, მე და ჩემი ქართულის მასწავლებელი კოლეგები გავხდით.ერთხელ საუბარმა მოიტანა და ''გამოვუტყდი''წლებისდროინდელ ცუღლუტობაში,ვუამბე,მეოთხე კლასში მომხდარი ამბავი,მახსოვს,პირისპირ ვისხედით და კარგად ვხედავდი,როგორ უფითრდებოდა სახე,გავასრულე ამბავი და დაველოდე მის უკვე სიტყვიერ რეაქციას.არ ვიცი, რას ეტყოდით თქვენ თქვენს მოსწავლეებს,(თუნდაც ყოფილებს,უკვე კოლეგებს),მე გეტყვით იმას,რაც მან მითხრა:ეგ როგორ გამიბედე,ნეტა გამეგო,შავი დღე დამეყენებინა შენთვისო,მივხვდი,ამას გულწრფელად ამბობდა.მივხვდი და მის პირისპირ მჯდომს,უკვე ზრდასრულ ადამიანს, უფრო მეტად შემეშინდა,ვიდრე მაშინ 9–10 წლის ბავშვს.რისა შემეშინდა იცით?–მისი ასეთი აზროვნებისა,მისი მიდგომისა მოზარდის სულთან,მისი პედაგოგიური ''აზროვნების'' სიმწირისა.(მომიტევოს მისმა სულმა).ბოლოს მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი:მასწავლებელო,მე რომ ჩემმა მოსწავლემ ისე'' კარგად მომატყუოს'',როგორც მე მოგატყუეთ თქვენ და მე ეს გავიგო,ორ ხუთიანს დავუწერ,მოხერხებულობისთვის,სიყოჩაღისთვის,დავალების ''საუკეთესოდ შესრულებისათვის'',ცარიელ რვეულში უშეცდომოდ წაკითხული ''დავალებისთვის''_მეთქი.ხმა აღარ ამოუღია,აღარც არასოდეს გვისაუბრია ამ თემაზე,თუმცა ვიცოდი, ვატყობდი,მთელი სიცოცხლე,არ მაპატია ეს ამბავი... 


Comments

Popular posts from this blog

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...