Skip to main content

ავტობუსი-საგიჟეთი

 ჩემი სოფლიდან პირდაპირი მარშრუტით ავტობუსი დადიოდა რუსთავში.მძღოლიც ჩვენებური კაცი იყო,ყოველ დილით გავიდოდა სოფლიდან და საღამოს ისევ ბრუნდებოდა უკან.ბევრი ჩვენებური ცხოვრობს რუსთავსა თუ თბილისში ასე,რომ მგზავრები არასოდეს აკლდა.შაბათკვირასა და დღესასწაულებში ხომ გადაჭედილი იყო ტრანსპორტი.
ეს ამბავიც დღესასწაულის წინა დღეს მოხდა.ჩვენთან 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას ზეიმობენ და წინა დღესაც ამ დღეობის დასწრების მსურველებმა რუსთავშივე შეავსეს ავტობუსი,დიდუბეში მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი შევუერთდით და გავუდექით გზას.გარემო მშობლიური იყო,ყველა ერთმანეთს იცნობდა და მიდიოდა გადაძახილგადმოძახილი,წარსულის გახსენება,ხუმრობა და სიცილკისკისი.ცოტა მოგვიანებით შევამჩნიე,ჩემს გადასწვრივ,მეზობელი სოფლის სკოლის დირექტორის გვერდით მჯდომი უცხო კაცი,რომელიც გაფაციცებით გვიგდებდა ყურს და გვადევნებდა თვალს.სახეზე ეწერა,ეს სად მოვხვდი,სად შეიყარა ერთად ამდენი ერთნაირიო.დირექტორი,რომლის გვერდითაც იჯდა,ფრიად სერიოზული სახით კითხულობდა გაზეთს და არ ერეოდა ჩვენს საუბარში,შევატყე,ეს უცნობი,მასზე იყო მინდობილი,ფიქრობდა,ამდენ გადარეულში ეს ერთია ნორმალურიო(დირექტორს დირექტორულად ეჭირა თავი,ეცვა კოსტიუმი,თეთრი პერანგი და ზედაც ეკეთა ჰალსტუხი, ყელში ბოლომდე წაჭერილი).ჩემს გვერდით ჩვენი სოფლელი ახლაგაზრდა კაცი იჯდა,რომელმაც შემომჩივლა,ტუჩები მაქვს დამსკდარი და ''მაზი''ხომ არაფერი გექნებაო,ვუთხარი,პომადა მაქვს,მხოლოდ წითელი და შენ არ გამოგადგებამეთქი.არა უშავსო,მითხრა,სულ შინაურები ვართ და ვინ დამძრახავსო.რაღას ვიზამდი, მივეცი პომადა, სარკესთან ერთად, და კარგად სქლად დაიდო ტუჩებზე ეს წითლად მოკვასკვასე პომადა.გადავხედე იმ უცნობ კაცს,რომელსაც კიდევ უფრო დაეჭყიტა თვალები და დაძაბულიყო,წითელპომადიანი კაცის დანახვაზე.ჰოო,მართლა,ავტობუსში,ბოლო სკამზე,კიდევ ერთი კაცი იჯდა,რომელიც ადრე ბიზნესმენობდა,დააყაჩაღეს და ისე სცემეს,რაღაც დაუზიანდა თავში და გაგიჟდა,თუმცა როცა ჩუმად იყო,ამას ადვილად ვერ შეატყობდი,ხოლო როცა დაილაპარაკებდა,მერე იყო საშინელება,ყვირილი იცოდა(იცოდა,რა,ახლაც ცოცხალია),თუ არ იცნობდი და არ ელოდი,შიშისაგან შეიძლება გული გაგხეთქოდა,ჩვენ ყველამ ვიცოდით მისი ამბავი და არ ვაქცევდით ყურადღებას,მაგრამ წარმოიდგინეთ ის უცხო კაცი,რომელმაც არაფერი იცოდა ამის შესახებ,ჰოდა,უცებ რომ დასჭყივლა მალხაზმა:დაგხოცავთ,თქვენი დედა,თქვენი მამა,ასე გიზამთ და ისეო,გაფითრდა,ის საცოდავი, ჩვენთან შემთხვევით მოხვედრილი უცნობი და გვერდით მჯდომ დირექტორს ჰკითხა აკანკალებულმა,რა ხდებაო,მანაც ისე,რომ არც აუწევია თავი გაზეთიდან,უპასუხა:ნუ გეშინია,ჩვენებური გიჟია და ასე იცისო.უცნობის სახეს რომ დავაკვირდი,მივხვდი, ყველას გიჟად გვთვლიდა,დირექტორის გარდა და გადაწყვიტა,მას გამოლაპარაკებოდა,ჰკითხა,რომელი საათიაო,დირექტორმა(ერთადერთმა ნორმალურმა,იმ საგიჟეთში) დახედა საათს და უპასუხა:რა ვიცი,რომელი საათია,ეს ოხერი,ხან წინ გარბის,ხან უკან რჩებაო,მერე უფრო დააშტერდა საათს და გაოცებულმა იკითხა:ეს პატარა ისარი სადღა ჯანდაბაში წავიდაო და თითით დაიწყო საათის მინაზე კაკუნი.გადაირია ჩვენი უცნობი,ვაიმე,ესეც ვერ ყოფილა საღადო და უკვე დაფეთებული, იმასღა ფიქრობდა,მალე მისულიყო დანიშნულების ადგილზე,მაგრამ არ დასცალდა საცოდავს,ამ ჩვენმა მახომ ერთიც დაიძახა:დაგხოცავთ,თქვენი დედა,ჩამოდით ძირს,ვისაც ''ბასანოშკები''გაცვიათ, უნდა დაგხვრიტოთო.უცნობმა ერთი კი დაიხედა ფეხებზე,საცოდავს მართლა ''ბასანოშკები''სცმია და იფიქრა,მოვიდა ჩემი აღსასრულიცო და იღრიალა განწირული ხმით:გააჩერეთ ავტობუსიო.თუმცა გაჩერებასაც აღარ დაელოდა,ჯერ კიდევ მიმავალი ავტობუსიდან გადახტა,გაიქცა და თან უკან იხედებოდა,ხომ არ მომდევენო.დღემდე არ ვიცი,ვინ იყო,ან სად მიდიოდა,ის კი ვიცი,იმ ადგილზე რომ არ უნდა ჩასულიყო,რადგან ყრუ,დაუსახლებელი ადგილი იყო და თანაც ღამდებოდა.ჩვენ კი მივედით მშვიდობით სახლებში,მაგრამ ჩვენი მალხაზიც ჩაგვიხტა ავტობუსიდან სამი სოფლის აქეთ,მოეჩვენა,რომ ნელა მიდიოდა ავტობუსი და გამოგვიცხადა,მე მეჩქარება და ფეხით უნდა წავიდეო.იმ კაცისა არა ვიცი,რა,მალხაზი კი ნამდვილად მოვიდა დანიშნულების ადგილზე,რადგან დღემდე იქაა და ''აბირჟავებს'' მუხებში...
23.05.2015





Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...