გინდა გოიმი დამიძახეთ, გინდა–სოფლელი,გამოუსვლელი,ტეტია,არ მაინტერესებს,მაინც მოვყვები,რადგან მარტო ჩემთვის მენანება გუშინ პირველად ვიყავი ,,მაკდონალდსში’’(მგონი სახელწოდება სწორად დავწერე ხანგრძლივი ფინალური კონკურსის დამთავრების შემდეგ,(დილის 10 საათიდან თითქმის 5 საათამდე გრძელდებოდა)გალასლასებულმა მშივრებმა გადავწყვიტეთ, სადმე გვესადილა,მე ლაღიძეში მინდოდა შესვლა,მაგრამ ერთმა კოლეგამ დაიჩემა, გინდა თუ არა,,მაკდონალდსში’’წავიდეთ,ბავშვებს ასე უნდათო(არადა,როგორც მერე მივხვდი, თვითონ უფრო უნდოდა შევედით და დაიწყო... უნდა ვთქვა,რომ აქ ჩემი დისშვილები მუშაობენ უკვე წლებია,ვიდრე მივდიოდი,ვფიქრობდი,რომელიმეს ვნახავდი და მიმიხაროდა. ავედით და ერთი ბიჭი,მომსახურე პერსონალიდან,შემომეგება,მომესალმა,გამიღი ვიბოდიალე და ადგილი რომ ვერ ვნახე, დავბრუნდი პირველ სართულზე და მკაცრად გადავწყვიტე,ჯერ საჭმელი ამეღო,მერე მეპოვა დასაჯდომი ადგილი.(დანარჩენებიდან ზოგი დარბოდა,ზოგი რიგში იდგა და ზოგი იჯდა).დავდექი რიგში,აზრზე არა ვარ,რა მინდა,რა ვიყიდო, ვაკვირდები ჩემ წინ მდგომებს და რასაც ყიდულობენ,ისეთი სახელები ჰქვია,ვერ ვიმახსოვრებ და რა შევუკვეთო?!დავიწყე თვალიერება და მაღლა დავინახე სხვადასხვა წარწერა,ვაიმე,რა ეწერა ახლაც არ ვიცი,ვერცერთი ვიცანი,ერთადერთი რაც მეცნო იყო,,ჰამბურგერი’’ და შვებით ამოვისუნთქე. პ.ს.ბოლოს ისევ იმერულმა ხაჭაპურმა გადაგვარჩინა და დაგვაბრუნა რეალობაში, ოღონდ მაკდონალდსის გარეთ😍😍
03.03.2019წ.
|
ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...
Comments
Post a Comment