Skip to main content

ჩემი ბავშვობის ერთი ნაკუწი ამბავი.

ჩემი ბავშვობა ფერადი იყო,ცისარტყელასავით, სრულყოფილი ყველა ფერით და ყველაფრით,ისეთი ფერადი,რომ მისი ნოსტალგია მკლავს დღემდე და ასე იქნება,ალბათ,ვიდრე ვარ ცოცხალი...ვიცი,ვერაფერს გავაწყობთ დროსთან და წლებთან, ამიტომაც ვეგუებით განაჩენივით ყველაფერს,თუმცა ვერ ვივიწყებთ .ვისაც უნდა ვკითხო,ყველა იტყვის,რომ ბავშვობის წლები ყველაზე ღირშესანიშნავი და დასამახსოვრებელია,რადგან ხარ უდარდელი,ლაღი,გვერდით გყავს შენთვის ძვირფასი ადამიანები და არ გისკდება თავი იმაზე ფიქრით,რა ანდა როგორ .საბავშვო ბაღის წლებიდან სულით ულამაზესი ადამიანები მომდევენ,ჩემი პედაგოგებისა თუ მეგობრების სახით .თუმცა თავი მიკვდებოდა იქ წასასვლელად,რადგან ყოველდღიური რეჟიმი მაგიჟებდა:ადექი,დაჯექი,ჭამე,თქვი, გაიხადე,დაიძინე,ჩაიცვი,არ წაართვა,არ ჩაარტყა,იმღერე,იცეკვე. როცა ამ დროს შემეძლო,ქარივით ლაღსა და თავისუფალს, მერბინა აღმა –დაღმა,მებანავა მდინარეზე,შურდულით,რომელშიც კენჭების მაგივრად მეზობლის ალუბლისა თუ შინდის კერკს ვდებდი, ან ცოცხალ ხილს.(გააჩნდა სეზონს) გამიზნულად თუ უნებურად ჩამემსხვრია მინები.
მახსოვს,როგორ ვტიროდი ყოველ დილით ბაღში წაყვანის გამო,როგორ მიყოლიებდა ბებო და რამდენი ძალისხმევა სჭირდებოდა ჩემს დასათანხმებლად,ათას რამეს მპირდებოდა,რომლის ნახევარი მაინც უნდა შეესრულებინა,რომ მეორე დღეს ისევ წავყოლოდი ,არადა ბაღში სიარული აუცილებელი იყო,რადგან ჩემი სახლში გაჩერება არ შეიძლებოდა,ნერვების ფასად დაუჯდებოდათ,იცოდნენ .
ბებოზე ბევრჯერ მითქვამს,როგორი მშვიდი და გაწონასწორებული იყო,ეს მე ვიყავი ცეტი და აუტანელი ,მახსოვს,როგორ უნდოდა ზოგჯერ დაეყვირა,დავესაჯე,მაგრამ არ გამოსდიოდა და რა ექნა .აი,პაპა კი იყო ჩემი დამსჯელი რაზმის თავმჯდომარე,ოღონდ მაინც იმაზე მეტს მითმენდა,ვიდრე საჭირო იყო.მართლა ძალიან უნდა გამებრაზებინა,რომ სადამსჯელო ოპერაცია ჩაეტარებინა.მახსოვს,ერთხელ სამსახურიდან შესვენებაზე მოსულ პაპას ბებო ოთახში ჩაკეტილი დავახვედრე ,რა მექნა,კარი რომ გადავუკეტე,მერე ვეღარ გავაღე. (ეს რატომ გავაკეთე,არ მკითხოთ, რადგან მეც არ ვიცი.) არა და ცეცხლზე ხახვს წვავდა ლობიოსთვის ,იმ დამწვარმა ტაფამ მაიძულა,დავნებებულიყავი და გამეღო კარი,მაგრამ ვეღარ მოვასწარი,პაპა მოვიდა და აბოლებული სახლი,ცეცხლზე მდგარი გასაქცევად გამზადებული ქვაბი და დახრაკული ტაფა რომ დაინახა,მართლა გადამერია კაცი. ვიდრე მან დატუსაღებული ბებო გამოუშვა, მოვასწარი და გავიქეცი გარეთ.საღამომდე მოვირბინე მთა და ბარი, განა უზაროდ დავრბოდი მართლა,ზემო სოფელში ავედი და ახლა იმ პაპას დავახვიე თავბრუ(ბებო არ მყავდა) საღამოს უკან დავბრუნდი და სუფთა სინდისით მივედი სახლში.ჩემს ბედად მათთვის ბრაზს გადაევლო და მხოლოდ სიტყვიერი შეგონებებით დამმოძღვრეს,რომელიც,რა თქმა უნდა,ლოგინამდე არც მიმყოლია,სამაგიეროდ, მეორე დილით, პირველი ვიყავი საბავშვო ბაღის კარს მიმდგარი,თანაც ჩუმად,ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, ხმა აღარ ამომეღებოდა .
პ.ს.დამწვარი ხახვისა და ლობიოს სუნი ახლაც მძულს,რადგან მთელი კვირა მახსენებდა დანაშაულს და მაიძულებდა, მევლო საბავშვო ბაღში 
20.04.2019წ.

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ...