Skip to main content

დედის მონატრებაა ადამიანობა.


ერთ დღეს, გაკვეთილიდან სამასწავლებლოში შვედი,''ფანჯარა'' მქონდა და მივუჯექი ჩემს მაგიდას,ტესტების გასასწორებლად....უეცრად,საოცარი მონატრება ვიგრძენი,მონატრება დედის,ამ გრძნობამ მომიცვა მთლიანად,გაიარა გულში,სულში და ხმამაღლა მათქმევინა:დედა მინდა,დედა მენატრება... ეს იყო დაუძლეველი სურვილი დედის ნახვისა,მასთან ჩახუტებისა,მისი სურნელის შეგრძნებისა...დედა მინდოდა,დედააა,მხოლოდ დედააა...კოლეგები გაოცებულები შემომცქეროდნენ,მე კი დაჟინებით ვიმეორებდი:დედა მინდა,ხალხო,მიშველეთ რამე-მეთქ.როგორც იქნა,ჩაიარა იმ დღემ,საღამოს დავურეკე დედას,მოვიკითხე,მოვეფერე და უცებ დედა მეუბნება:დღეს იცი რა დამემართა,შვილოო,შუადღით ეზოში ვიჯექი,სიმინდს ვარჩევდი და უცებ გარკვევით გავიგონე შენი ხმა,მეძახდი,დედაო,ისე გარკვევით მესმოდა,წამოვდექი და გაგეპასუხე,აქეთ ვარ,ვერიკო,მოდი,შვილოოო,რომ არ გამოჩნდი,გამოვაღე ჭიშკარი და არავინ იყოო,წუხდა,ისე მესმოდა შენი ხმა,მეგონა იქვე იყავიო...დედას ვკითხე,რომელი საათი იქნებოდა მეთქი და მითხრა ზუსტად ის დრო,როცა მე რამდნეიმე ათეული კილომეტრით დაშორებული დედისაგან,დედას ვნატრობდი,დედა მინდოდა..ეს ამბავი ოთარ ჭილაძის სიტყვებმა გამახსენა:''თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა...''და,იცით,რაა? რაც დრო გადის და დედა ბერდება, უფრო მეტად მეკრობა გულზე და მესათუთება,დედის დაკარგვის შიში ჯერ კიდევ იქიდან მდევს თან,როცა ცნობიერება მომეცა და ''ვიცანი''დედა..დედაზე ლამაზი,დედაზე ძვირფასი არ არსებობს არავინ ქვეყნად,დედაა ის ერთადერთი სასწაული,რომელიც ჩვენ,შვილებმა უნდა ვიწამოთ...და, მაინც,რა მოხდა მაშინ,შემოდგომის იმ თბილ დღეს,რატომ გახდა გაუსაძლისი ჩემთვის დედის მონატრება ან როგორ იგრძნო დედამ, რომ მენატრებოდა,რატომ გაიგონა ჩემი ხმა ასე''კანთიელად'',რა უხილავი ძაფია გაბმული დედასა და შვილს შორის ასეთი?ამაზე ფიქრი და მსჯელობა თქვენთვის მომინდვია,მეგობრებო!!!ვისაც დედა გყავთ,მოეფერეთ,გაუხანგრძლივეთ და გაულამაზეთ სიცოცხლის წლები,ხოლო ვისაც აღარ გყავთ,სანთელსაკმეველი არ მოჰკლებოდეს თქვენგან.მჯერა, ''იმიერიდანაც''ილოცებენ თქვენთვის,რადგან ჩვენ,შვილები, ხომ მათი მარადიული ზრუნვის,დარდისა და ფიქრის სათავენი ვართ..
25.09.2014წ.

Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...