ჩემი სიცელქისა და სიცეტის ამბავი არახალია,ძველია.ახლა,ნახევარსაუკუნოვანი გადასახედიდან რომ ვფიქრობ,მიკვირს,საიდან,რატომ ან როგორ მომდიოდა თავში ამდენი მაკვარანცხული და ხიფათიანი აზრი.ან როგორ მოვაღწიე აქამდე ისე,რომ სერიოზულად არაფერი დავიზიანე,ან ფიზიკურად,ან გონებრივად.
:)
ჩემი პაპა და მე(მამაჩემის მამა,ალექსანდრე,იგივე შაშა პაპა) ადრეც მითქვამს,ვერ ,,ვძოვდით’’ერთად
:) ის წესრიგის მოყვარული ,მკაცრი კაცი იყო, მიუკერძოებელი ,სოფელში მართალი კაცის სახელით იცნობდნენ,ამიტომ იყო,რომ ოჯახის გაყრის დროს ეძახდნენ და მის სიტყვას ფასი ედო,როგორც ის გადაწყვეტდა,გაანაწილებდა,წყალი არ გაუვიდოდა,თუმცა პედაგოგიზმის ნატამალი არ გააჩნდა და არ იცოდა,როგორ ეურთიერთა ბავშვებთან, მით უფრო ჩემნაირ ცეტებთან.შეეძლო, ყველაფერზე წამჩხუბებოდა,მეც მუდამ ვაძლევდი საბაბს,რადგან ერთი ახირებული, უწესრიგო,უდისციპლინო და ყველაფერს რომ ყირამალა აყენებს,ეგეთი ვიყავი და ახლა თქვენ მითხარით,ერთად როგორ მოვრიგდებოდით?!
:)
მართალია,ძირითადად დედის მშობლებთან ვიზრდებოდი,იმავე სოფელში(დედა და მამა თანასოფლელები იყვნენ)მაგრამ შაშა პაპასთანაც მიწევდა ყოფნა,განასაკუთრებით,მაშინ,როცა არდადეგები მქონდა და ჯერ საბავშვო ბაღში,მერე კი სკოლაში არ დავდიოდი. სამწუხაროდ,მშობლებს ჩვენთვის ნაკლებად ეცალათ, სახლს აშენებდნენ,სამსახური ჰქონდათ და თითქმის მთელი დღე გასულები იყვნენ.არავინ იფიქროს,არ ვედარდებოდით და არხეინად იყვნენ,მამა დღეში რამდენჯერმე შემოირბენდა და დაგვხედავდა ,ასევე დედაც,მაგრამ ძირითად დროს მაინც ,,ლაღად’’ვატარებდით.
ერთხელ წითელა ბატონები შემეყარა(ახლა ვეძახით ინფექციურ დაავადებას,თორემ მაშინ ბატონები თუ გქონდა,მართლა ბატონი იყავი,წითელ სამოსში გამოგაწყობდნენ და შენი სიტყვა იყო კანონი,რასაც ბრძანებდი,უსიტყვოდ გისრულებდნენ)
:) ჰოდა,ეს რომ გავიგე (შემთხვევით დედას წამოსცდა) ვინ დამიჭერდა,მთელი ათი დღე ,,ვიბატონე’’,განსაკუთრებით პაპაჩემ შაშას გავუმწარე სიცოცხლე,ყველაფერს მისრულებდა საწყალი,დავტანჯე,მაინც უკმაყოფილო ვიყავი.ერთხელ, მახსოვს,იჯდა კაცი თავისთვის,დანით თლიდა ვაშლს და მიირთმევდა,მივეპარე და ერთი მუჭა ქვიშა ჩავაყარე კისერში,წამოხტა,უნდა გაველახე,მაგრამ მოვასწარი და მივაძახე,არ მომეკარო ,ბატონები მაქვს-მეთქი.
:)
აგროვა პაპაჩემმა რისხვა და ბოღმა მთელი ათი დღე,რომელიც,სავარაუდოდ,საუკუნეს უდრიდა მისთვის და ოფიციალურად,(გავაცილეთ ბატონები და გვქონდა დიდი ზარ-ზეიმი
:) ) გამოვჯანმრთელდი თუ არა,გადაწყვიტა,ეძია შური,ჩემი ხანმოკლე ,,ათდღიანი’’ბატონობის გამო(ასეთი მოკლე ხანა, ბატონობისა, მსოფლიოს ისტორიასაც არ ახსოვს
:) )
სოფლებში,მოგეხსენებათ,ძირითადად ჭები აქვთ, იმას მოიხმარენ დასალევად და სარწყავადაც,ჩვენც გვქონდა და ახლაც გვაქვს ჭა,რომლის სიღრმე 20 მეტრია,ეს ჭა სანახევროდ გვქონდა ჩვენ და ბიძაჩემს,მამაჩემის ძმას.ორი სახელური ჰქოდა,ისინი თავიანთი მხრიდან იღებდნენ წყალს,ჩვენ ჩვენი მხირდან,ჭა ბაღში იყო და რკინის ბადით იყოფოდა,ჩვენი მხირდან ფიცრულიც ემატებოდა,რომ ქათმები არ გადაფრენილ-გადმოფრენილიყვნენ და ბოსტანში დათესილი თუ დარგული არ გაენადგურებინათ.
ახლა რომ ვფიქრობ,ამ ჭიდან წყლის ამოღება არ იყო სახუმარო,დიდ საშიშროებას შეიცავდა,განსაკუთრებით კი ბავშვისთვის,ერთი ზედმეტი მოძრაობა,მკვეთრი გადახრა და ჭაში იყავი თავდაყირა,ან თუ მყარად არ მოჰკიდებდი ხელს სახელურს და ამოღების დროს გაგექცეოდა,თავ-პირი დამტვრეული გქონდა
:) ერთი სიტყვით,ასე იყო თუ ისე,იშვიათად,მაგრამ მაინც გვიწევდა ჭიდან წყლის ამოღება,ჰოდა, ერთხელაც,პაპაჩემმაც იხელთა დრო და დამინახა თუ არა ჭასთან,გადაწყვიტა,ეძია შური
:) იმ დროს მოვიდა,ვედრო(სათლი)ნახევრამდე რომ მქონდა ამოწეული წყლიდან.აზარტში შესულმა მიყვირა,ახლა სად წამიხვალ,შავი დღე უნდა დაგაყენოო
:) თვალწინ გამირბინა ჩემი ,,მეფობის’’ხანაში ჩადენილმა ყველა ცოდვამ და მივხვდი,არ მადგა კარგი დღე,ამიტომ წამის მეასედში მივიღე გადაწყვეტილება,გავუშვი სახელურს ხელი და ახდილ ჭას გადავევლე თავზე,ბიძაჩემის მხარეს გადავხტი,რადგან ჩემს მხარეს კარში პაპაჩემი იდგა და გასვლის შანსი არ მქონდა.
ჩემი უპირველესი ამოცანა იყო,დავსხლტომოდი ხელიდან და არ მიფიქრია,რა მოხდებოდა შემდეგ ,როცა სახელურს ხელს გავუშვებდი და ის უკან დატრიალდეობდა.შედეგმაც არ დააყოვნა და უკან, მთელი ძალით დატრიალებული სახელური პაპაჩემს მოხვდა ნიკაპში,ისე გამწარდა საწყალი,ყვირილი ატეხა,მიშველეთო.მეც შევცბუნდი,შემეშინდა,იქვე გავშეშდი.როცა პაპას პირველადი დახმარება ჩაუტარეს,მერე მომდგნენ და ვისაც არ ეზარებოდა,ყველამ გამლანძღა,თან მეუბნებოდნენ,ერთი მამაშენი მოვიდეს,ნახავ შენს სეირსო(ეს კი,სიმართლე გითხრათ,ყველაზე მეტად მაშინებდა).
ამასობაში მოსაღამოვდა და მამა დაბრუნდა სამსახურიდან,ყბააკრული პაპაჩემი რომ დაინახა,შეშინებულმა იკითხა ამბავი,დედაჩემმა უამბო (თან მლანძღავდა)რაც მოხდა,(პაპას სადღა ჰქონდა ხმის ამოღების თავი,ერთი კვირა ფაფასაც ვერ ჭამდა საწყალი,ისე ჰქონდა ნიკაპი მონგრეული
:) ) მეც იქვე ვიდექი და ველოდებოდი,როდის დამატყდებოდა თავზე მისი რისხვა.მამამ ბოლომდე მოისმინა დედას ნაამბობი,(პაპა მხოლოდ თავს უქნევდა დიდი გაჭირვებით) ვხედავდი,როგორ ეცვლებოდა სახე,მერე მიუბრუნდა მამამისს და შეკავებული ბრაზით უთხრა: შე კაი კაცო,ამისი ჭკუისა როგორ გახდი,ან რამ მოგაფიქრა,მიგემწყვდია ჭასთან და იქ დაგესაჯა, გადახტომის დროს,შიგ რომ ჩავარდნილიყო,მერე სად მიდიოდი,რა უნდა გექნა,მღუპავდი და იღუპავდი თავსაცო.დედაჩემსაც დიდი საყვედური უთხრა ,მერე მომიბრუნდა,ხელში ამიყვანა,ჩამიხუტა,ოთახიდან გამიყვანა,დაბლა,სოფლის წყაროზე ჩამიყვანა,დამბანა ხელ-პირი,დამსვა და დიდხანს მელაპარაკა.თან მიხსნიდა,რაში ვიყავი დამნაშავე,თან მარიგებდა,თან მებოდიშებოდა.
ამ დღემ დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდეგ ცხოვრებაზე,დამოკიდებულებაზე და ურთიერთობაზე პაპასთან და, ზოგადად,უფროსებთან.მას შემდეგ მე და პაპას აღარანაირი ინციდენტი არ გვქონია.მესამე კლასში ვიყავი,როცა გარდაიცვალა და ისე ვტიროდი,თავს ვაკლავდი,რა თქმა უნდა, მიყვარდა და მისმა გარდაცვალებამ ძალიან დამწყვიტა გული.
პ.ს. ხომ გითხარით,საოცარი მამა მყავდა მეთქი
<3 კაცი,რომელიც ჩემი იდელი იყო,არის და იქნება,ვიდრე ვარ ცოცხალი.
<3
ვ.სებისკვერაძე
22.08.2019წ.
ჩემი პაპა და მე(მამაჩემის მამა,ალექსანდრე,იგივე შაშა პაპა) ადრეც მითქვამს,ვერ ,,ვძოვდით’’ერთად
მართალია,ძირითადად დედის მშობლებთან ვიზრდებოდი,იმავე სოფელში(დედა და მამა თანასოფლელები იყვნენ)მაგრამ შაშა პაპასთანაც მიწევდა ყოფნა,განასაკუთრებით,მაშინ,როცა არდადეგები მქონდა და ჯერ საბავშვო ბაღში,მერე კი სკოლაში არ დავდიოდი. სამწუხაროდ,მშობლებს ჩვენთვის ნაკლებად ეცალათ, სახლს აშენებდნენ,სამსახური ჰქონდათ და თითქმის მთელი დღე გასულები იყვნენ.არავინ იფიქროს,არ ვედარდებოდით და არხეინად იყვნენ,მამა დღეში რამდენჯერმე შემოირბენდა და დაგვხედავდა ,ასევე დედაც,მაგრამ ძირითად დროს მაინც ,,ლაღად’’ვატარებდით.
ერთხელ წითელა ბატონები შემეყარა(ახლა ვეძახით ინფექციურ დაავადებას,თორემ მაშინ ბატონები თუ გქონდა,მართლა ბატონი იყავი,წითელ სამოსში გამოგაწყობდნენ და შენი სიტყვა იყო კანონი,რასაც ბრძანებდი,უსიტყვოდ გისრულებდნენ)
აგროვა პაპაჩემმა რისხვა და ბოღმა მთელი ათი დღე,რომელიც,სავარაუდოდ,საუკუნეს უდრიდა მისთვის და ოფიციალურად,(გავაცილეთ ბატონები და გვქონდა დიდი ზარ-ზეიმი
სოფლებში,მოგეხსენებათ,ძირითადად ჭები აქვთ, იმას მოიხმარენ დასალევად და სარწყავადაც,ჩვენც გვქონდა და ახლაც გვაქვს ჭა,რომლის სიღრმე 20 მეტრია,ეს ჭა სანახევროდ გვქონდა ჩვენ და ბიძაჩემს,მამაჩემის ძმას.ორი სახელური ჰქოდა,ისინი თავიანთი მხრიდან იღებდნენ წყალს,ჩვენ ჩვენი მხირდან,ჭა ბაღში იყო და რკინის ბადით იყოფოდა,ჩვენი მხირდან ფიცრულიც ემატებოდა,რომ ქათმები არ გადაფრენილ-გადმოფრენილიყვნენ და ბოსტანში დათესილი თუ დარგული არ გაენადგურებინათ.
ახლა რომ ვფიქრობ,ამ ჭიდან წყლის ამოღება არ იყო სახუმარო,დიდ საშიშროებას შეიცავდა,განსაკუთრებით კი ბავშვისთვის,ერთი ზედმეტი მოძრაობა,მკვეთრი გადახრა და ჭაში იყავი თავდაყირა,ან თუ მყარად არ მოჰკიდებდი ხელს სახელურს და ამოღების დროს გაგექცეოდა,თავ-პირი დამტვრეული გქონდა
ჩემი უპირველესი ამოცანა იყო,დავსხლტომოდი ხელიდან და არ მიფიქრია,რა მოხდებოდა შემდეგ ,როცა სახელურს ხელს გავუშვებდი და ის უკან დატრიალდეობდა.შედეგმაც არ დააყოვნა და უკან, მთელი ძალით დატრიალებული სახელური პაპაჩემს მოხვდა ნიკაპში,ისე გამწარდა საწყალი,ყვირილი ატეხა,მიშველეთო.მეც შევცბუნდი,შემეშინდა,იქვე გავშეშდი.როცა პაპას პირველადი დახმარება ჩაუტარეს,მერე მომდგნენ და ვისაც არ ეზარებოდა,ყველამ გამლანძღა,თან მეუბნებოდნენ,ერთი მამაშენი მოვიდეს,ნახავ შენს სეირსო(ეს კი,სიმართლე გითხრათ,ყველაზე მეტად მაშინებდა).
ამასობაში მოსაღამოვდა და მამა დაბრუნდა სამსახურიდან,ყბააკრული პაპაჩემი რომ დაინახა,შეშინებულმა იკითხა ამბავი,დედაჩემმა უამბო (თან მლანძღავდა)რაც მოხდა,(პაპას სადღა ჰქონდა ხმის ამოღების თავი,ერთი კვირა ფაფასაც ვერ ჭამდა საწყალი,ისე ჰქონდა ნიკაპი მონგრეული
ამ დღემ დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდეგ ცხოვრებაზე,დამოკიდებულებაზე და ურთიერთობაზე პაპასთან და, ზოგადად,უფროსებთან.მას შემდეგ მე და პაპას აღარანაირი ინციდენტი არ გვქონია.მესამე კლასში ვიყავი,როცა გარდაიცვალა და ისე ვტიროდი,თავს ვაკლავდი,რა თქმა უნდა, მიყვარდა და მისმა გარდაცვალებამ ძალიან დამწყვიტა გული.
პ.ს. ხომ გითხარით,საოცარი მამა მყავდა მეთქი
ვ.სებისკვერაძე
22.08.2019წ.
Comments
Post a Comment