ტრადიციად მაქვს,ყოველი სასწავლო წლის ბოლოს,აბიტურიენტებთან ერთად მოვინახულო საქართველოს რომელიმე კუთხე და მოვილოცო ტაძრები.არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი.მოვიარეთ
და მოვილოცეთ შიომღვიმე,სამთავროს დედათა მონასტერი(მუხლი მოვიყარეთ იქ განსვენებული
ჩვენი სახელოვანი წინაპრების საფლავებთან),ვიყავით სვეტიცხოველში(ყოველთვის განსაკუთრებულ
კრძალვას ვგრძნობ აქ) ,ავედით ჯვარზე და იქიდან დანახული მცხეთა კიდევ ერთხელ გავითავისეთ.ანანურსაც
ვეწვიეთ,(შავი და თეთრი არაგვის გვერდიგვერდ სრბოლამ კიდევ ერთხელ აღგვაფრთოვანა).ერთი
სიტყვით უზომოდ კმაყოფილებმა და ბედნიერებმა, მწვანე ჩრდილიან მდელოზე სუფრაც გავაწყეთ
და მოვილხინეთ,იყო სითბო,სიყვარული,სამშობლოს,ამ ლამაზი ცისა და მიწის,ჩვენი ურთიერთ
გაცნობის სადღეგრძელოები და მხიარულება.
ალბათ,იტყვით,რა არის აქ უცხო,ყველას
გვინახავს და განცდაც მეტი თუ არა, ნაკლებიც
არ გვქონიაო.გეთანხმებით,ოღონდ ნაწილობრივ,რადგან შეიძლება უკეთესიც გინახავთ,უფრო ბევრიც და საინტერესოც,მაგრამ,აი,ჩვენ
რომ მძღოლი გვყავდა,ეგეთი ან იშვიათად ეყოლებოდა რომელიმე თქვენგანს,ან საერთოდ არ
ეყოლებოდა,არადა,მოგეხსენებათ,მძღოლის როლი ამ საქმეში(ექსკურსიას ვგულისხმობ )საკმაოდ დიდია,გადამწყვეტიც კი,რაღაც მომენტში.ჰოდა,მეც მინდა, ჩვენს
მძღოლზე გიამბოთ .
სამარშრუტო ტაქსის (მარშუტკის) მძღოლის
ძებნა ორი კვირით ადრე დავიწყეთ,მოვნახე კიდეც,მოვილაპარაკეთ დღეზე,ფულზე და მარშრუტზე,მაგრამ,რად
გინდა?! წინა საღამოს რომ დავურეკე, საათის დასადგენად,აღმოჩნდა,რომ ჩვენ საერთოდ დავვიწყებივართ
და სხვებთან შეთანხმებულა და მეორე დილით სულ სხვა მარშრუტით,სხვები მიჰყავდა,(რა ვიცი,თქვენ
მეგონეთო დააა–ასე მითხრა) ერთი სიტყვით,გამზადებულ–დაწკეპილები დავრჩით უტრანსპორტოთ.მაშინვე
გადავრეკ–გადმოვრეკე და ერთმა ჩემმა ახლობელმა
აღმომიჩინა დახმარება,მე არ მცალია,მაგრამ ბიძაჩემს ვეტყვი და ის წაგიყვანთ, გამოცდილი
მძღოლია,ხშირად დადის ექსკურსიებზეო.მართლაც დილით,უთენია,ეს მარშრუტკა უკვე ჩემს სახლთან
იდგა,მოვთავსდით,დავბინავდით და დავადექით გზას.
მძღოლი იყო,მძღოლის უნახავს გაგხდიდა,ბუნჩულა,დიდულვაშა,გადაბმულწარბებიანი,თავზე
კეპით.უფრო ბურტყუნებდა,ვიდრე ლაპარაკობდა,ერთი სიტყვით კარგი ტიპი.
მარშრუტი გვქონდა:შიომღვიმე,დედათა
მონასტერი,სვეტიცხოველი,ჯვარი(შემდეგ დვამატეთ ანანური).ვიდრე გორს გავცდებოდით,ყველაფერი
კარგად მიდიოდა,გავცდით შავშვებს და მძღლომაც დაიწყო წუწუნი:არ ვიცი როგორ,საიდან უნდა
წავიდე შიომღვიმეში,არასოდეს ვყოფილვარ იქო,ჩემი ბიჭები არ დაიბნენ,დაუსხდნენ გვერდზე
და მშვიდობით მივედით ადგილამდე.აუჰ,რა სილამაზე ყოფილა,რა მაგარიაო,დაიძახა მძღოლმა
და ჩვენ შეგვასწრო ტაძარში(ღმერთმა შეუწიროს).
იქიდან ჩამოვედით,მაგრამ მცხეთამდე მისულს ისევ
აერია თავგზა,ვაიმე,როგორ მივიდე დედათა მონასტრამდე,არ ვიციო,ისევ ჩემმა ბიჭებმა დააკვალიანეს.უკვე
მანქანიდან გადმოსულს,მკითხა,ეს ხომ ის ადგილია,სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები
ინახეობაო,თავის დაქნევაღა მოვასწარი,ვიდრე ხმა ამოვიღე,უკვე ტაძარში იდგა და ლოცულობდა,იქიდან
გამოსულმა ალალად მითხრა,უჰ,მაგარი იყოოო.ახლა სვეტიცხოვლამდე ვეღარ იკვლევდა გზას,იქაც
ჩვენ დავეხმარეთ,მაგრამ რომ ვუთხარი,ფეხით გვაქვს სასიარულოო,დაეზარა,იყოს,აქ დავრჩები,აქედანაც
მშვენივრად ჩანს ყველაფერიო.
ვიდრე ჯვარზე ავედით,სამჯერ გვაცვა ჯვარს,არც იქ
გადმოსულა მანქანიდან,(აღმართის ავლა დაეზარა ეტყობა)იყოს,აქედანაც ვხედავ,აქ დაგელოდებითო.
ანანური რომ ვუხსენეთ,გვითხრა,ეს თავიდან
არ იყო მარშრუტში და ფული უნდა დამიმატოთო,არ გვითქვამს უარი,მაგრამ,რამდენი უნდა დაგვემატებინა,ეგ
ვერ მოიფიქრა და მთელი საათი რეკავდა ნაცნობ მძღოლებთან, არკვევდა რამდენი კილომეტრი
იყო მცხეთიდან ანანურამდე და რამდენი უნდა დაგვემატებინა ფული,როგორც იქნა დაადგინა
და დავიძარით.
გადავუხვიეთ ნატახტართან და მთლად
გაშტერდა,( პირველად იყო,რა ექნა?!) მივდივართ და უმატებს წუწუნს:რა არის,რამხელა გზა
გამოვიარე და აბა სადაა ანანურიო(წარმოიდგინეთ როგორ ბურტყუნებდა ამ ყველაფერს ულვაშებში
J )ერთმა ჩემმა მოსწავლემ,ლექსომ, მითხრა–ხომ ხედავთ, არაფრის გაგებაში
არაა,გეხვეწებით,ანანურის მაგივრად ყაზბეგში წავიყვანოთ და ვუთხრათ ანანურში ვართ,მაინც
ვერ მიხვდება, სადააო. ვიუარე,გადავაფიქრებინე.
იქიდან წამოსულებმა,გზიდან გადავუხვიეთ,მდელოზე სუფრა გავშალეთ და მოვილხინეთ,რა
თქმა უნდა,მძღოლი საპატიო ადგილზე დავსვით(თავისი სკამით იყო).საღამომდე ხმა აღარ ამოუღია,მაგრამ
შეეპარა თუ არა არემარეს ბინდი,აწრიალდა,დროზე წავიდეთ,ღამდება და ღამე სიარული არ
მიყვარსო,ვინ უსმენდა მის ლაპარაკს,ბავშვები მხიარულობდნენ,მღეროდნენ,ცეკვავდნენ,რომ
შემეჩერებინა,მოვუჯექი და ათას სისულელეზე ველაპარაკე,ვართობდი,ჩემი ჭკუით ).ერთი სიტყვით,მშვიდობით დაგვაბრუნა უკან,ფულის გადაცემის დროს,ნახევრად
ხუმრობით ვუთხარი: თუ სამართალია,თქვენ ფული არ გეკუთვნით ჩვენგან,იმდენი გზა გასწავლეთ
და იმდენი ტაძარი დაგათვალიერებინეთ,იქით გაქვთ ფული დასადები–მეთქი.არ სწყენია,ბევრი
იცინა.
ბოლოს შემომეხვეწა,უჩემოდ არსად წახვიდეთ,მუდამ
მზად ვარ გემსახუროთ,უფრო ნაკლებ ფასადაც წაგიყვანთო
(ტყობა მთელი საქართველო აქვს
მოსავლელი ) მას კი აწყობს,მაგრამ მე ნამდვილად არა და არც გამამტყუნოთ,რა ვქნა,ექსკურსიის
დაგეგმვაზე ვიზრუნო,ჩემს იმედად მყოფ ბავშვებზე ვიდარდო თუ მძღოლზე,არიქა,გზა არ იცის
და ვასწავლო–მეთქი.
P.S.არა,რა,ბატონო ჩემო,შენი ფეხი და შენი ,,მარშუტკის’’ბორბლები’’ აღარ იქნება ჩემ მიერ
დაგეგმილ არცერთ ექსკურსიაზე.
P.S.(2) ისე,რატომ არ გამახსენდა მაშინ
და არ ვკითხე,რომელი მარშრუტი იცოდა,ვნანობ
20.07. 2016წ.
Comments
Post a Comment