ის თაობა ვარ,გაგანია კომუნიზმში რომ
მოუწია ცხოვრებამ.მაშინ,მახსოვს,ჩვენი ყველაზე დიდი
და დაუძინებელი მტერი ამერიკა იყო,რუსეთი კი– მამა,ძმა და მეგობარი,ამიტომ იყო,მათ გარეშე ლუკმას რომ
არ ვიდებდით პირში. J მთელი ბავშვობა მეშინოდა რკინის ფარდის მიღმა არსებული სამყაროსი,რაღაც უშველებელი ურჩხული მეგონა და
სულ იმის შიშში ვიყავი,თავს
არ დამსხმოდა,როცა მეძინა(გაღვიძებულს რას
დამაკლებდა,ან როგორ გამიბედავდა?!) J მაგრამ მაინც იმედიანად ვიძინებდი,აქ არ იყო ჩემი რუსეთი?!იმის იმედი მქონდა,მას ეღვიძა და ის კი ჩემი მამა და მარჩენალი იყო,არავის დააჩაგვრინებდა ჩემს თავს და ვაი,ამერიკის ბრალი თუ რამეს გაბედავდა... :(
ბრეჟნევის'' ხანის''(ხნის არ გეგონოთ) ბავშვი ვარ,მერე დაარქვეს ''უძრაობის წლები'',თორემ მაშინ გვეგონა,ისე მივქროდით,კოსმოსსაც დავლაშქრავდით ფეხით.ასე იყო თუ ისე,ვცხოვრობდი და ვიყავი უბედნიერესი,რომ არ დავიბადე იქ,იმ უბადრუკ და საშინელ ამერიკაში(რა მომაფიქრებდა მაშინ თუ მობრუნდებოდა დრო და ყველაფერი პირიქით აღმოჩნდებოდა). J ერთი ,რაც მტანჯავდა და მიშრობდა სისხლს,ჩვენი დიდი კომპარტიის,ასევე დიდი ლიდერის,ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის ''გენიალური ნაწარმოებების ''კითხვა–შესწავლა იყო.(მაშინ მეგონა ნაწარმოებები,თორემ ახლა კი ვიცი,რა მთხლეიც არის). J ჩემი ქართულის მასწავლებელი,ისე მონდომებით აკონსპექტებდა გაზეთ ''კომუნისტიდან''და მერე ჩვენ გვაწერინებდა, დიდი ლეონიდის ''ყამირს'',''მცირე მიწასა'' და ''აღორძინებას'',რომ ბრეჟნევის ხათრისა რა გითხრათ და მისი რიდითა და კრძალვით უფრო ვსწავლობდით. J ის კი არა და საკონტროლოებშიც გულმოდგინედ გამოგვყავდა და ვბეჭდავდით ასო–ასო. J ილიასა და აკაკის,ვაჟასა და გალაკტიონის პატრონი ბრეჟნევს რომ ჩათვლის დიდ შემოქმედად,კია გასალახი,დღეში სამჯერ,მეტი რომ არ ვთქვა,მაგრამ,რას ვიზამთ?!ეპოქა იყო ასეთი,დრომ მოიტანა. J ბოლოს ისე მოგვაძულა თავი ბრეჟნევმა თავისი ''უკვდავი ქმნილებებით'',რომ ბავშები ერთმანეთსღა ვწყევლიდით: ''შენ დაგმარხე ყამირზე,დაგაყარე მცირე მიწა და არ გეღირსა აღორძინებაო''. J (ისე, ბრეჟნევს რას ვემდური?ვინც დაწერა სინამდვილეში,ის იყო მოსაკლავი,მაგის დაბრალება–მიწერებაღა იქნებოდა?ისედაც იმოდენა მედლების თრევით იყო წელში გაღუნულ–გამწყდარი). J
რა დამავიწყებს ბრეჟნევის გარდაცვალების'' უმძიმეს წუთებს''.ჩვენმა დირექტორმა შეგვკრიბა ეზოში და სამგლოვიარო ვითარებაში გვაუწყა ეს ამბავი.მაშინ მართლა მეგონა,დავიღუპეთ და ბრეჟნევის გარეშე როგორღა უნდა გვეცხოვრა,არ ვიცოდი.ამიტომ იყო, როცა სამგლოვიარო სიტყვის დაწერა დამავალეს,ისეთი გრძნობითა და განცდით დავწერე,ყველა ქვითინებდა,ჩემი ქართულის მასწავლებლის გარდა(ეტყობა, ისე ჰყავდა ამოსული ყელში ბრეჟნევი და მისი ნაწერები,რომ შვებით ამისუნთქა და გულში ფიქრობდა,მეშველაო). J კარგად კი ''გაჭრა'' ჩემმა სამგლოვიარო სიტყვამ,სულ რაღაც წელიწად– ნახევარში კომპარტიის კიდევ ორი ლიდერი ''გავაცილე'' და ''მივაბარე''მიწას.(ჩერნენკო და ანდროპოვი). J
ახლა რამ გამახსენა და დამაწერინა ეს ყველაფერი.რამ და ამ წუთისოფლის ამაოებამ და დროთა ჩარხის მართლაც რომ წაღმა –უკუღმა ტრიალმა,ღირებულებების გადაფასებამ და ბევრ შემთხვევაში გაუფასურებამ,თვალთახედვის არეალის შეცვლამ და მბრუნავი დედამიწის, მარჯვნივ თუ მარცხნივ, რამდენიმე გრადუსით გადახრამ თუ გადაბრეცამ.
P.S.მაშინ ჩემი სამაგიდო წიგნი იყო ''სტუმრად ლენინთან''.....
ვ.სებისკვერაძე
11.03.1017წ.
Comments
Post a Comment