ჩემი ერთ–ერთი საყვარელი გამოთქმაა:''ჩვენი აბრამას ტოლი''
:) ამ გამოთქმას თავისი ისტორია აქვს და მინდა,თქვენც გიამბოთ
:) ჩვენთან,სოფელში,ერთი კაცი ცხოვრობდა,სიმონა,მშრომელი,მაგრამ უტყვი კაცი იყო,ადვილად ხმას არ ამოიღებდა,ჰოდა,ეს ჩვენი სიმონა,გამოიძახეს კომისარიატში,ჯარში უნდა წასულიყო (მაშინ მოგეხსენებათ,საბჭოთა კავშირი იყო და საქართველოდან შორს უწევდათ წასვლა) ჯერ ძლივს შეასმინეს,რომ კომისარიატში გამოცხადებულიყო,ხოლო როდესაც შეასმინეს,გაივსო ჯიბეები ''კირკაჟი''ლობიოს მარცვლებით და ჭამა–ჭამით გამოეცხადა კომისარს.კომისარმა,თურმე,ახედ–დახედა და ჰკითხა,რამდენი წლის ხარო,სიმონა არ დაბნეულა და ყოჩაღად გაუცია პასუხი:ჩვენი აბრამას ტოლი ვარო,თან ლობიოს მარცვლებით გამოუტენია პირი
:) აბრამა ვინააო–დაინტერესებულა ცნობისმოყვარე კომისარი
:)ჩემი მეზობელი და ჩემი ბიძაშვილიაო,სხარტად გაუცია პასუხი წვევამდელს
:) აი,აქ კი გაწყვეტია მოთმინების ძაფი კომისარს(ეტყობა მანამდე ბევრი უთმინა
:) ) და ერთი მაგრისა შეუგინებია: აქ შენი დედა და იქ კიდევ აბრამასიო
:) P.S. ვერ ვამტყუნებ კომისარს,საიდან უნდა სცოდნოდა აბრამას ასაკი?!
:) არადა სიმონა გულმშვიდად იყო,ფიქრობდა აბრამაზე ზუსტი ''მეტრიკა''არ არსებობსო
:) ერთი სიტყვით,მიხვდნენ,რომ ეს ჩვენი ''ტანტრუცა'' უვარგისი იყო სამხედრო სამსახურისთვის და დააბრუნეს სახლში,მას მერე აღარავის შეუწუხებია,წადი სამშობლო დაიცავიო
:) P.S.( უფრო პოსკრიპტუმ:) ) ეს ამბავი როცა გავიგე,ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი და მას შემდეგ,რომ შემეკითხებიან,რამდენი წლის ხარო,არხეინად ვპასუხობ: ჩვენი აბრამას ტოლი ვარ–მეთქი..
:) სიმონა მაჯობებს?!
:)
ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...
Comments
Post a Comment