Skip to main content

გააზრებულად დახარჯული პაპის პენსია


ჩემი შვილებისაგან განსხვავებით,მე გამიმართლა პაპებში.ის,რაც ჩემთვის ცხოვრების ნორმა იყო(ანუ პაპების არსებობა),ჩემი შვილებისათვის ფუფუნებად იქცა,რადგან ორივე პაპა ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ.
ალექსანდრე(შაშა)პაპა,მამაჩემის მამა იყო და 83 წლისა გარდაიცვალა,მანამდე კი იმდენი ''იყოჩაღა''ორი ცოლი გაისტუმრა საიქიოს და მესამესაც ''ეპოტინებოდა,''რომ დასცლოდა(მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?) ჰოდა,აი ეს ჩემი შაშა პაპა ,ძალიან გონიერი,ჭკვიანი და, ამავე დროს, ფიცხი და ცოტა უცნაური კაცი იყო.სოფელში ოჯახი რომ იყრებოდა,პაპას ეძახდნენ''მომრიგებელმოსამართლედ''.რაც თავი მახსოვს,პაპიროს ''პრიმას''ეწეოდა(ეტყობა ფილტრიანი წყენდა), ''პენციას,''(როგორც თავად უწოდებდა)რომ აიღებდა,მომცემდა სამ მანეთს და გამგზავნიდა სოფლის მაღაზიაში,იგივე ''კაპრატივში,''(ვსარგებლობ მისი ლექსიკონით)მაყიდინებდა პაპიროსს და მერე მთელი თვე ნეტარებდა,პენსიიდანპენსიამდე.
ერთხელაც,მორიგი პენსიის აღების შემდეგ,გამომიძახა,დიდი რუდუნებით,''ობოლი მარგალიტივით''ჩამიდო ხელში სამმანეთიანი და ლოცვაკურთხევით გამგზავნა მაღაზიაში(პაპიროზის გულობიზა),თან მანამდე მარიგებდა და მმოძღვრავდა,ვიდრე თვალს არ მივეფარე(თვალს მიფარება კი ვიცოდი სწრაფად,იცოცხლე).
მაღაზიასთან მისულს,დიდი აფიშა დამხვდა გამოკრული,რომელიც იტყობინებოდა,რომ იმავე დღეს,4 საათზე,ჩვენი რაიონის კულტ.სახლის მსახიობები მართავდნენ წარმოდგენას,(ფასიც ხელსაყრელი იყო ჩემთვისსამი მანეთი ღირდა)სიმართლე გითხრათ,დიდხანს არც მიფიქრია, პაპას მოცემული სამმანეთიანით(ობოლი მარგალიტით)ვიყიდე ბილეთი და ამაყად შევაბიჯე ''სოფლის კლუბში''...
რას ვუყურე და რას არა, აღარ მახსოვს,კმაყოფილი და ბედნიერი რომ დავბრუნდი სახლში, ეს მახსოვს,თანაც სუფთა სინდისით.
მთელი ოჯახი,გაფაციცებული,გველოდა მე და ''პრიმას'',მე მივედი,''პრიმა'–ვერა(სამწუხაროდ),ჰოდა,ატყდა ერთი ''გნიასი'',რა თქმა უნდა,დავისაჯე,(ეგ არაფერი,ვიტანდი).
ყველაზე ''საწყენი'' რა იყო,იცით?უფროსები რომ ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორი ჭკვიანი ბავშვი ვიზრდებოდი თუ როგორ ვზრუნავდი, პატარაობიდანვე, ჩემს გონებრივ განვითარებაზე,ცოდნისა და ერუდიციის ამაღლებაზე და როგორ ვუფრთხილდებოდი პაპაჩემის ჯანმრთელობას,კონკრეტულად კიმის ფილტვებს.  
ვ.სებისკვერაძე
22.12.2015წ.



Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...