Skip to main content

თანმდევი ფათერაკები.


საერთოდ,უნდა ვაღიარო,რომ ფეხით მოსიარულეთა იმ რიგს ვეკუთვნი,ქუჩაში გასაშვები რომ არაა და ,მით უფრო,არ უნდა გადააკვეთინო ქუჩა.მაგრამ რას ვიზამთ,სადაა პატრონი,ხელით მატაროს(უკეთესია მანქანით,ან სულაც თვითმფრინავით) ვისა აქვს ჩემი დარდი,ხალხს თავისი გასაჭირი და საზრუნავი აქვს,ამიტომ დავდივარ ფეხით და ჩემდაუნებურად ხშირად ვქმნი ავარიულ სიტუაციას.
გარდა იმისა,რომ იქ გადავდივარ,სადაც ყველაზე ბევრი მანქანა მოძრაობს და ვარღვევ წესებს,ამ ბოლო დროს წამოწოლაც დამჩემდა,ხო,არ გაიკვირვოთ,ეს ისე უცაბედად ხდება,ვერც ვიაზრებ,მაგალითად,შარშან ბარათაშვილის ძეგლთან ვკვეთდი ქუჩას და შუა გზაზე გავიშხლართე, ვიდრე წამოვდექი,ორმა მანქანამ ამიარა გვერდი,მესამეს კი თავად ავუწიე ხელი,მაცადე,ავდგე,არაფერი მავნო მეთქი.
ერთხელ იყო და ავტოსადგურში მეგობართან ერთად მოვდიოდი,ის რაღაცას მიყვებოდა,მოიხედა და მის გვერდით აღარ ვარ,დაიხედა და წამოწოლილი ვარ ასფალტზე,თავი კი, არც მეტი და არც ნაკლები, პირდაპირ გორის მარშრუტკის საბურავზე მიდევს.
ერთხელ იყო და ცენტრალურ ქუჩაზე გადასვლის დროს ქარმა მოხუცი კაცისგან იმ წუთას ნაყიდი ხის  დიდი კოვზი გამიფრიალა,ისე გამოვეკიდე იმ კოვზს,არც მიფიქრია,მოძრაობას თუ შევაფერხებდი,რამდენიმე მანქანამ ისეთი კივილით ამიარა ,ვიფიქრე,რას კივიან,ხომ არ გადარეულან მეთქი.
სახლში ჩემი შვილები სიმწრით ხუმრობენ,გაუშვით ვერიკო ქუჩაში,თუ გინდათ მოძრაობა არიოსო.ამის წინ ჩემს ვაჟს ვთხოვდი,საჭესთან დამსვი მეთქი და გადამერია,რას მელაპარაკები,შენ ფეხით ურევ მოძრაობას და მანქანით რას იზამო.
ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე,ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა ჭკუის სასწავლებელი გამოგიხტება და  თუ არ დაფიქრდები და დაუკვირდები,მართლა მოიტეხ მარტო ფეხს კი არა,კისერსაც.
ჰოდა,ამის წინ მართლაც მივიღე ისეთი გაკვეთილი,გეფიცებით ზებრაზეც კი ზედმიწევნით ფრთხილად გადავდივარ.
ყველაფერი ასე დაიწყო,ერთ დილას მე და ჩემი ქალიშვილი სკოლაში ფეხით მივდიოდით(უმეტესად ასე დავდივართ) ჰოდა,იქ გადავჭერი ქუჩა,სადაც არ მეკუთვნოდა,ერთმა მანქანამ გადაგვატარა, მეორემაც გადაგვატარა,მესამემ კი ძლივს მოასწრო და პირდაპირ ჩემი შვილის ფეხებთან დაამუხრუჭა,ამით არ დამთავრებულა ეს ამბავი,დამუხრუჭებულ მანქანას უკან სხვა მანქანა მოაწყდა და რომ არ დასჯახებოდა,საჭე მკვეთრად მოატრიალა და  ლამის მეორე რიგში მიმავალ მანქანას შეასკდა,სასწაულით გადავრჩით .ერთი სიტყვით,წამებში  ავრიე მოძრაობა და შევქმენი საშიში სიტუაცია.და,რაც ყველაზე მთავარია,ჩემი შვილის სიცოცხლე  ჩავაგდე საფრთხეში.დღემდე რომ მახსენდება მბურძგლავს.:(
ამ დღის შემდეგ დიდი სიფრთხილით და დაკვირვებით გადავდივარ და ისეთი შიში მაქვს ნაჭამი, აღარა მგონია,  გადამიაროს და თუ რამე მაინც დამემართა ქუჩაში, მთლიანად  თუ არა ნახევარი ცეტი მძღოლის ბრალი იქნება.
ნუ დამიწყებთ ახლა მორალის კითხვას,ნურც საპატრულო სამსახურები გაფაციცდებით და დამიწყებთ დევნას, დაგაგვიანდათ,უკვე გამოვსწორდი J თქვენი ვ.სებისკვერაძე.


Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...