Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2020
ჩემმა ბებომ და პაპამ(დედის მხრიდან), ჩუმად იქორწინეს,როდესაც ჩემი დიდი პაპა(ბებოს მამა)შვილის ახლადშექმნილ ოჯახში მისულა,ასე უთქვამს:პირველი გოგო გეყოლოთ,ისიც ჩუმად გაგითხოვდეთ და მერე ნახავთ,რას ნიშნავს მშობლის უპატივცემულობაო. გავიდა დრო,გაჩნდა დედა ,შეუყვარდა მამა და მათაც ჩუმად შექმნეს ოჯახი.როცა პაპაჩემი შვილის ოჯახში პირველად მივიდა,მანაც თურმე ისე,,დალოცა’’ქალ-სიძე,როგორც მისმა სიმამრმა.ცხრა თვის შემდეგ გავჩნდი, გავიზარდე და როცა ოჯახის შექმნის დრო მოვიდა,მიწია ,,საგვარეულო წყევლამ’’ და მეც ჩუმად შევქმენი ოჯახი.როდესაც ჩემი მშობლები მოვიდნენ,მამამ ასეთი რამ გვითხრა:ის,რაც ჩემს სიმამრს უთხრა თავისმა სიმამრმა და მერე მე მითხრა ჩემმა სიმამრმა,არ გეტყვით არავითარ შემთხვევაში, დაგლოცავთ და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მეტკინა გული,გეტყვით,პირველი ვაჟი გეყოლოთ,თქვენს დაუკითხავად არ შექმნას ოჯახი და არ გაჩვენოთ ღმერთმა,მშობლის უპატივცემულობაო. მართლაც ამით დაირღვა,,საგვარეულო წყევლა’’ და ვაჟი მეყოლა,რომელმაც ყვლა წესისა და რიგის დაცვით( სიყვარულით,ოჯახების გაცნობით,ნიშნობით,ჯვ
სოფელი აბანო (ვ.სებისკვერაძე ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) სოფელი,სადაც მე დავიბადე და გავიზარდე,ქარელის რაიონშია, ფრონის ხეობაში,მდინარე ლოპანისწყლის ნაპირებზე.თუმცა,ყველა ჩემი თანასოფლელისათვის,ისევე,როგორც ჩემთვის, ის მდინარე ფრონეა და ვერაფრით გადაგვათქმევინებ. ამ   სოფელს აბანო ჰქვია და მსოფლიოში საუკეთესოა,პირველია და ჩემს სიყვარულს მისდამი ვერაფერი წაშლის. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ეს შეიძლება ვინმემ მიკერძოებაში ჩამომართვას, მაგრამ დიდად არ ვნაღვლობ,რადგან მგონია, რომ თუ შენი კუთხე-კუნჭული არ გახსოვს,არ გიყვარს და არ ეთაყვანები,სხვისას ვერასოდეს შეიყვარებ.   ან როგორ შეიძლება,არ გიყვარდეს ის ადგილები,სადაც დაიბადე,აიდგი ფეხი,ამოიდგი ენა, შეიცანი თავი შენი და მერე ამტკიცო,რომ პატრიოტი,კაცთმოყვარე და,ზოგადად,ადამიანი   ხარ.ჩემთვის აქედან დაიწყო   დანარჩენი სამყაროს შეცნობა და სიყვარული,აქ მეგულება მამა-პაპის ძვლები, დღემდე აქა მყავს ჩემი ჯიგარი,ჩემი   სისხლი და ხორცი და კიდევ მეყოლება დიდხანს,ძალიან დიდხანს. ზოგჯერ,როდესაც გავიფიქრებ,რომ შეიძლება ე
(ვ.სებისკვერაძე ციკლიდან ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) ჩემს პაპასა და ბებოს, უშანგი მულაძესა   და ეთერ მაჭარაშვილს,ორი შვილისგან რვა შვილიშვილი და თექვსმეტი შვილთაშვილი დავრჩით(ეს,რასაც მოესწრნენ,თორემ ახლა მეტნი ვართ   და გვამრავლოს ღმერთმა).     თავიდანვე რაღაცნაირად გაგვანაწილეს მშობლებმა,რადგან ზოგი სწავლობდა და ზოგიც მუშაობდა   და მე და ჩემი ბიძაშვილი ნინო ერთად ჩაგვიბარეს აღსაზრდელად ეთერმა და უშანგიმ.ჩემი მომდევნო და კი,მაგალითად,მეორე ბებო-პაპას ებარა და ძირითადად იქ იზრდებოდა,ისევე,როგორც ნინოს მომდევნო და-ეთერი. განა შორს ვიყავით ერთმანეთისაგან,ერთ სოფელში ვცხოვრობდით,ოღონ მე ქვემო უბანში,რომელსაც,,კალონიასაც’’უწოდებდნენ(კალონია,იგივე კოლონიაა,უბრალოდ,აბანოელებმა გაუპრანჭეს სახელი და ასე დაარქვეს, რადგან პატიმრებს აუშენებიათ იმხელა ქარხანაც და ის ორსართულიანი კორპუსებიც,რომელთაგანაც ერთ-ერთში მეც ვიზრდებოდი და რომელშიც   ძირითადად სხვადასხვა მხრიდან ჩამოსახლებულები ცხოვრობდნენ,პაპა,მაგალითად,ხაშურის რაიონიდან იყო,ტიტვინისწყაროდან.).ჩემი და კი ზემო აბანოში ი