Skip to main content

ჩემმა ბებომ და პაპამ(დედის მხრიდან), ჩუმად იქორწინეს,როდესაც ჩემი დიდი პაპა(ბებოს მამა)შვილის ახლადშექმნილ ოჯახში მისულა,ასე უთქვამს:პირველი გოგო გეყოლოთ,ისიც ჩუმად გაგითხოვდეთ და მერე ნახავთ,რას ნიშნავს მშობლის უპატივცემულობაო. გავიდა დრო,გაჩნდა დედა ,შეუყვარდა მამა და მათაც ჩუმად შექმნეს ოჯახი.როცა პაპაჩემი შვილის ოჯახში პირველად მივიდა,მანაც თურმე ისე,,დალოცა’’ქალ-სიძე,როგორც მისმა სიმამრმა.ცხრა თვის შემდეგ გავჩნდი, გავიზარდე და როცა ოჯახის შექმნის დრო მოვიდა,მიწია ,,საგვარეულო წყევლამ’’ და მეც ჩუმად შევქმენი ოჯახი.როდესაც ჩემი მშობლები მოვიდნენ,მამამ ასეთი რამ გვითხრა:ის,რაც ჩემს სიმამრს უთხრა თავისმა სიმამრმა და მერე მე მითხრა ჩემმა სიმამრმა,არ გეტყვით არავითარ შემთხვევაში, დაგლოცავთ და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მეტკინა გული,გეტყვით,პირველი ვაჟი გეყოლოთ,თქვენს დაუკითხავად არ შექმნას ოჯახი და არ გაჩვენოთ ღმერთმა,მშობლის უპატივცემულობაო.
მართლაც ამით დაირღვა,,საგვარეულო წყევლა’’ და ვაჟი მეყოლა,რომელმაც ყვლა წესისა და რიგის დაცვით( სიყვარულით,ოჯახების გაცნობით,ნიშნობით,ჯვრისწერით,ქორწილით)შექმნა ოჯახი და ახლა ორი უმაგრესი ბიჭის ბებო ვარ და იმედი მაქვს არც ჩემს ქალიშვილს ,,მოელანდება რამე’’.
ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე,რომ მამაზე მინდა დავწერო,ჩემს მამაზე,რომელიც ფენომენი იყო,ჩემთვის მისაბაძი და ჩემი იდეალი.გული მტკივა,მასზე წარსულ დროში რომ მიწევს საუბარი,ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდნ,არადა სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული დიდი სულისა და გულის კაცი,ხშირად ამბობდა,მე სიკვდილი ვერაფერს დამაკლებს,ვერ მომერევაო.(ეტყობა,როცა ფიქრები მოეძალებოდა ამ სოფლის ამაოებაზე,გულს იმხნევებდა,არ ვიცი,დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი).
მამა ძალიან მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იყო,მისი შიში და რიდი თანაბრად გვქონდა შვილებს ,უცბად იცოდა ხოლმე აფეთქება, თუმცა მალევე წყნარდებოდა,მის გვერდით შრომაც და გართობაც,ლხინიც და ჭირიც ზეიმი იყო,ჰქონდა სასწაული იუმორის გრძნობა, უცხო ადამიანებს ისე მალე უყვარდებოდათ,გაოცებულები ვიყავით,შეეძლო ორ სიტყვაში მოენადირებინა ადამიანის გული.თან იცოდა გადაყოლა,ყველას გასაჭირი თუ სიხარული მიჰქონდა გულთან და ითავისებდა. როცა ჩვენს სახლში პური ცხვებოდა,პირველ სამ პურს აუცილებლად მეზობლებს მიაწვდიდა(როცა დედა პურს აცხობდა,გვერდიდან არ შორდებოდა).არც ამვლელ-ჩამვლელი გამორჩებოდა,პურის სუნი მისდით,ჩვენს კარებზე გაიარეს და სირცხვილიოა,ხშირად სახლშიც შემოიპატიჟებდა,ან გზაზევე(თუ ჩქარობდა გამვლელი) გაურბენინებდა ღვინოს,ოჯახი დამილოცეო.
სტუმარი ისე ჰყვარებოდეს ვინმეს,როგორც მამას,არა მგონია.სტუმრის მიღება და გამასპინძლება მისთვის უწმინდესი რიტუალი იყო, ამიტომაც ჩვენი სახლი მუდამ სავსე იყო მიმსველ-მომსვლელით.ახლაც მიკვირს,მაინც როგორ ახერხებდა,თვითონ ზომიერად ესვა და ეჭამა,მამა მთვრალი და ფეხარეული არ გვახსოვს შვილებს.
მამა ნაღრძობს არჩენდა,თავისი მამისგან გადმოეცა მემკვიდრეობით ,(სხვათაშორის მეც გამეგება ცოტა რამ ამ საქმეში.)არა ჰქონდა მნიშვნელობა ხელი იყო,ფეხი,მხარი,კოჭი,მუხლი,მშვენივრად მკურნალობდა,ამასაც თავისი წესი და რიგი ჰქონდა,მთელი რიტუალი იყო შესასრულებელი,რომელშიც მეც ვეხმარებოდი,მევალებოდა წყლის მიტანა,მერე იმ წყალში იმის განზავება,რაც საჭირო იყო სამკურნალოდ და კიდევ მორალური მხარდაჭერა.არ გეგონოთ როდესმე ფული აეღოს ან რაიმე, ვინმესგან,მაგას ვერც შეჰბედვდნენ,ის კი არა და მკურნალობის შემდეგ აპურმარილებდა,გამოათრობდა ავადმყოფსაც და მის ჭირისუფალსაც და გაუშვებდა,ერთი ეგ იყო,ავადმყოფს ღვინოს არ დაალევინებდა,არ შეიძლება შენთვისო,მისთვის თავი არაყი ჰქონდა გადანახული.
პ.ს.მამაზე ბევრი მაქვს სათქმელი,აქამდე ვერ ვბედავდი,მეწერა მასზე,ახლა როგორღაც შევბედე და იქნებ მოვახერხო იმის მეათასედი ვთქვა,რა და როგორც იყო,მინდა მისმა შთამომავალმა იცოდეს,ვინ იყო მათი წინაპარი,ასე რომ უფლებას ვიტოვებ,გავაგრძელო.
7.08.2019წელი.

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ...