Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2021
ქუზა პაპა. სტუმარი რომ ღვთისაა,ბავშვობიდანვე ჩამაგონეს და დღემდე ასე მჯერა. ვერაფერს ისე ვერ დაგამახსოვრებინებენ და ვერც გაგაკეთებინებენ,თუ თავად არ მოგცეს მაგალითი.   რამდენიც უნდა ეძახათ უფროსებს,სტუმარი გიყვარდეთ,მიიღეთ და პატივი ეცითო,თუ თავდ არ იქნებოდნენ მაგალითის მიმცემნი,მათი შეგონება ჩაივლიდა, ვითარცა წყალი ჩაილურისა.    ჩემს მამულეთსა თუ დედულეთში,სტუმარი მუდამ სასურველი იყო,მაგალითად, დედაჩემის მამა,უშანგი მულაძე,თუ დღე ისე დაღამდებოდა, კარს არავინ შემოაღებდა,ვერ იყო ხასიათზე.წუხდა,აშკარად რაღაც აკლდა. რა უნდა მომხდარიყო, თუნდაც შუადღით, სამსახურიდან შესვენებაზე მოსულს,ერთი კაცი მაინც არ შემოეყოლებინა.მისი ეს ხსიათი კარგად იცოდა ბებომ და ამიტომაც,როცა სუფრას შლიდა,მუდამ იჭერდა თადარიგს.მერწმუნეთ, პაპაჩემის მარტო დანახვა უფრო საკვირველი იქნებოდა,ვიდრე სტუმართან ერთად. ასე იყო მამაჩემიც,მეორე პაპა,ალექსანდრე სებისკვერაძეც,ერთი სიტყვით, ვინც ნებით გვსტუმრობდა,ხომ კარგი და ვინც არა-ძალით მოჰყავდათ. გზის პირას ვცხოვრობთ და მამამ,თუ   ეცალა და სახლში იყო, ჭიშკარში ი
  ძალიან მიყვარდა ზაფხულის არდადეგები,რადგან სკოლიდან გვითხოვდნენ და მთელი სამი თვე ლაღად დავქროდით აღმა-დაღმა.სოფელიც ივსებოდა ქალაქიდან ჩამოსული ბავშვებით,ვისთანაც ერთად ხან მდინარეზე ვიყავით საბანაოდ,ხან ყანაში ვკრეფდით გვირილებსა და ყაყაჩოებს, ვწნავდით გვირგვინებად და თავს ვიწონებდით,მერე ხან დედოფლები ვიყავით,ხანაც პრინცესები და იქვე ყანაში ვაწყობდით საზეიმო მიღებას.პერსონაჟების განსახიერება არ გვიჭირდა,რადგან საკმაოდ ბევრ წიგნს კითხულობდა ჩემი თაობა. სამწყემსურშიც ხშირად დავდევდით უფროსებს, საოჯახო საქმეებშიც ვეხმარებოდით დედას, თუმცა ხილის მოსაპარი დროც გვქონდა,, ,,ვაზგენას კინოშიც’’ დავდიოდით, დიდი ხვეწნისა და დელეგაციის ჩარევის შემდეგ. სოფელშიც ყოველ საღამოს ვიყრიდით თავს,ჩვენთვის გამოყოფილ ადგილას და გვქონდა დიდი მხიარულება. ვთამაშობდით სხვადასხვა თამაშს, ვმღეროდით და ვცეკვავდით,რადგან, ჩვენდა საბედნიეროდ,მაშინ ძალიან,,ჩამორჩენილები’’ვიყავით,არც ტელეფონები გვქონდა,არც ინტერნეტი,ვერც ვმესიჯობდით,ვერც,, ვაჰაჰავებდით’’ და ვიყავით,ასე,სრულ ,,სიბნელეში’’.თუ რამის თქმა გვ
  ..არ ახსოვს,რამდენ ხანს იყო ასე,მუხლმოყრილი,გარინდებიდან გუშაგის ხმამ გამოაფხიზლა,რომელიც კარში დატანებული სათვალთვალო სარკმლიდან უძახდა,როდესაც გამოერკვა და თავი ასწია,გუშაგის გაფართოებული და შეშფოთებული თალები დაინახა, ორგვარი შეშფოთება ამოიკითხა მის თვალებში შემთხვევითმა პატმარმა:ადამიანური და პასუხისმგებლობითი... მან უფრო ადამიანურ შეშფოთებას მიაქცია ყურადღება,რადგან ასე სჭირდებოდა თავად...გუშაგმა რა ამოიკითხა მის თვალებში,ძნელი სათქმელია,თუმცა მიხვდა,რომ უჭირდა, ძალიან უჭირდა ქალს,ამიტომ ნებართვა ითხოვა ცვლის უფროსისგან და საკნის კარი შეაღო,დაეხმარა,წამომდგარიყო და როდესაც მის გაყინულ ხელს შეეხო,უნებურად მასშიც გადავიდა პატიმრის განცდა და ხმააკანკალებულმა დაუწყო დამშვიდება,დაეხმარა,ჩამომჯდარიყო ნარზე,შემდეგ კი წყალი მიაწოდა...წვეთიც ვერ გადაყლაპა ქალმა,თითქოს რაღაც ბურთივით ჰქონდა დაცობილი ყელში და აღრჩობდა...შენ ხომ იცი,რომ მართალი ხარ,ამას სხვებიც მალე გაიგებენ და დაუბრუნდები შენს ოჯახს,შენს საქმეს–შორიდან ჩაესმოდა გუშაგის ხმა...ქალმა მადლობა გადაუხადა თანაგრძნობისთვის,როგ
 იდეოლოგია,როგორც ასეთი. (ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   რამდენიმე დღის წინ,    არქივში ქექვის დროს,   გაცრეცილი ფურცლების დასტას   გადავაწყდი, მართალია,ზოგს დასაწყისი   აკლდა,ზოგს-დასასრული,მაგრამ მაინც   ადვილად ამოვიცანი ჩემი ბავშვობისდროინდელი ჟურნალები,,პიონერი’’ და ,,დილა’’.    როგორც ჩანს,მხოლოდ ის ამომიჭრია და შემინახავს,სადაც ჩემი პატარ-პატარა მოთხრობები და ჩანახატები იყო დაბეჭდილი. ახლა ნამდვილად არ ვაპირებ   მათ გამომზეურებას,თუმცა ამ სიძველისაგან   გაყვითლებულმა და სინესტეშეპარულმა ფურცლებმა უკან,შორეულ ბავშვობაში გადამტყორცნა და იმდენი რამ ამომიტივტივა გონებაში,იმდენი მოგონება გახადა ხელშესახები, რომ კარგა ხანს   ვდუმდი და გულაჩუყებული. განა იმ ძველ დროს მივტიროდი,განა ის ძველი დრო მენატრებოდა,არა,იმ სიძველესა და სინესტეში ჩაკარგულ ბავშვობას ვხედავდი და მენანებოდა,მახსოვდა და მენატრებოდა.   იმ იდეოლოგიურ   ბოროტებაზე,რომელსაც ფეხის ყოველ გადადგმაზე გადააწყდებოდი მაშინ,   არაფერი გამეგებოდა და ყველაფერს, როგორც კანონზომიერს ისე ვთვლიდი და აღვიქვ
  ...შუაღამე გადასული იქნებოდა, გვერდით საკანში ვიღაც კაცი შემოიყვანეს,აჟიტირებული და აფორიაქებული,ისე ხმაურობდა,ვეღარ აჩერებდნენ, მღეროდა, იცინოდა,ტიროდა,იგინებოდა –მისამართით თუ უმისამართოდ..ბოლოს ცუდად ვარო თქვა და ექიმი მომიყვანეთო,აღრიალდა..ექიმებმა დამამშვიდებელი დაალევინეს ...კაცი მალე ჩამშვიდდა...იქ კი,მეხუთე საკანში,კანკალს აეტანა ნარზე მიგდებული შემთხვევითი პატიმარი...ყველა ხმაური აკრთობდა,ყველა ნაბიჯი აშფოთებდა და თავში ათასი ფიქრი ირეოდა ერთბაშად,ყველაზე მეტად კი,იქ გარედან გადაკეტილ კარს მიღმა დარჩენილი მცირეწლოვანი გოგონა ადარდებდა,თუმცა დარწმნებული იყო,უკვე მარტო არ იქნებოდა და რომ მას არაფერი უჭირდა...იქ სადღაც მაღლა,ლამის ჭერამდე,სარკმელი იყო,გისოსებიანი,პატარა,მაგრამ მაინც სარკმელი,საიდანაც შეეძლო,დაენახა თავისი წილი ცის ნაკუწი,გათენება დაენახა,ალიონი,მზის პირველი სხივის შემოსვლა ნაცრისფერ სივრცეში,ამიტომაც მისჩერებოდა იმ ერთ წერტილს ჯიუტად,დაჟინებით,მაგრამ დიდხანს,დიდხანს,ვიდრე არ ირიჟრაჟა...ძლივს გათენდა მტანჯველი ღამე და დაიწყო უუფლებობის უფრო მტანჯველი პირველი
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუხო კ