Skip to main content

 ...შუაღამე გადასული იქნებოდა, გვერდით საკანში ვიღაც კაცი შემოიყვანეს,აჟიტირებული და აფორიაქებული,ისე ხმაურობდა,ვეღარ აჩერებდნენ, მღეროდა, იცინოდა,ტიროდა,იგინებოდა –მისამართით თუ უმისამართოდ..ბოლოს ცუდად ვარო თქვა და ექიმი მომიყვანეთო,აღრიალდა..ექიმებმა დამამშვიდებელი დაალევინეს ...კაცი მალე ჩამშვიდდა...იქ კი,მეხუთე საკანში,კანკალს აეტანა ნარზე მიგდებული შემთხვევითი პატიმარი...ყველა ხმაური აკრთობდა,ყველა ნაბიჯი აშფოთებდა და თავში ათასი ფიქრი ირეოდა ერთბაშად,ყველაზე მეტად კი,იქ გარედან გადაკეტილ კარს მიღმა დარჩენილი მცირეწლოვანი გოგონა ადარდებდა,თუმცა დარწმნებული იყო,უკვე მარტო არ იქნებოდა და რომ მას არაფერი უჭირდა...იქ სადღაც მაღლა,ლამის ჭერამდე,სარკმელი იყო,გისოსებიანი,პატარა,მაგრამ მაინც სარკმელი,საიდანაც შეეძლო,დაენახა თავისი წილი ცის ნაკუწი,გათენება დაენახა,ალიონი,მზის პირველი სხივის შემოსვლა ნაცრისფერ სივრცეში,ამიტომაც მისჩერებოდა იმ ერთ წერტილს ჯიუტად,დაჟინებით,მაგრამ დიდხანს,დიდხანს,ვიდრე არ ირიჟრაჟა...ძლივს გათენდა მტანჯველი ღამე და დაიწყო უუფლებობის უფრო მტანჯველი პირველი დღე... საიდანღაც საგალობლის ხმა გაისმა:''მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა''...გულშიჩამწვდომი იყო ეს ხმა და სულის შემძვრელი,ამავე დროს იმედის მომცემი ...ღმერთო,მიშველეო და მუხლმოყრილი დაემხო პირქვე,საკნის ცივ ფილაქანზე...დიდხანს იყო ასე,მანამ,ვიდრე... (ვ.სებისკვერაძე. ნაწყვეტი მომავალი წიგნიდან''...)

Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...