Skip to main content

 ..არ ახსოვს,რამდენ ხანს იყო ასე,მუხლმოყრილი,გარინდებიდან გუშაგის ხმამ გამოაფხიზლა,რომელიც კარში დატანებული სათვალთვალო სარკმლიდან უძახდა,როდესაც გამოერკვა და თავი ასწია,გუშაგის გაფართოებული და შეშფოთებული თალები დაინახა, ორგვარი შეშფოთება ამოიკითხა მის თვალებში შემთხვევითმა პატმარმა:ადამიანური და პასუხისმგებლობითი... მან უფრო ადამიანურ შეშფოთებას მიაქცია ყურადღება,რადგან ასე სჭირდებოდა თავად...გუშაგმა რა ამოიკითხა მის თვალებში,ძნელი სათქმელია,თუმცა მიხვდა,რომ უჭირდა, ძალიან უჭირდა ქალს,ამიტომ ნებართვა ითხოვა ცვლის უფროსისგან და საკნის კარი შეაღო,დაეხმარა,წამომდგარიყო და როდესაც მის გაყინულ ხელს შეეხო,უნებურად მასშიც გადავიდა პატიმრის განცდა და ხმააკანკალებულმა დაუწყო დამშვიდება,დაეხმარა,ჩამომჯდარიყო ნარზე,შემდეგ კი წყალი მიაწოდა...წვეთიც ვერ გადაყლაპა ქალმა,თითქოს რაღაც ბურთივით ჰქონდა დაცობილი ყელში და აღრჩობდა...შენ ხომ იცი,რომ მართალი ხარ,ამას სხვებიც მალე გაიგებენ და დაუბრუნდები შენს ოჯახს,შენს საქმეს–შორიდან ჩაესმოდა გუშაგის ხმა...ქალმა მადლობა გადაუხადა თანაგრძნობისთვის,როგორღაც მოახერხა და აიძულა თავი,დამშვიდებულიყო...გუშაგი გავიდა,როდესაც რკინის კარი მის თვალწინ მძიმედ მიიხურა,ისევ აიტანა ღელვამ და შიშმა...ახლა ყველაზე მეტად ადვოკატთან შეხვედრა უნდოდა,რადგან ფიქრობდა,მასთან საუბარი მიახვედრებდა,რა იქნებოდა მერე,რა ელოდა წინ...არადა ნელა მიდიდოდა დრო,ზანტად,აუჩქარებლად და უფრო მოემატა მტანჯველი ფიქრი იმისა,რომ აქ,ამ სინაცრისფერეში ყველა და ყველაფერი ერთს ემორჩილებოდა უ მ ო ძ რ ა ო ბ ა ს ...(ვ.სებისკვერაძე ნაწყვეტი მომავალი წიგნიდან''...........'')

Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...