ჩემი შვილებისაგან განსხვავებით,მე გამიმართლა პაპებში.ის,რაც ჩემთვის ცხოვრების ნორმა იყო(ანუ პაპების არსებობა),ჩემი შვილებისათვის ფუფუნებად იქცა,რადგან ორივე პაპა ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ.
ალექსანდრე(შაშა)პაპა,მამაჩემის მამა იყო და 83 წლისა გარდაიცვალა,მანამდე კი იმდენი ''იყოჩაღა''ორი ცოლი გაისტუმრა საიქიოს და მესამესაც ''ეპოტინებოდა,''რომ დასცლოდა(მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?) ჰოდა,აი ეს ჩემი შაშა პაპა ,ძალიან გონიერი,ჭკვიანი და, ამავე დროს, ფიცხი და ცოტა უცნაური კაცი იყო.სოფელში ოჯახი რომ იყრებოდა,პაპას ეძახდნენ''მომრიგებელ–მოსამართლედ''.რაც თავი მახსოვს,პაპიროს ''პრიმას''ეწეოდა(ეტყობა ფილტრიანი წყენდა), ''პენციას,''(როგორც თავად უწოდებდა)რომ აიღებდა,მომცემდა სამ მანეთს და გამგზავნიდა სოფლის მაღაზიაში,იგივე ''კაპრატივში,''(ვსარგებლობ მისი ლექსიკონით)მაყიდინებდა პაპიროსს და მერე მთელი თვე ნეტარებდა,პენსიიდან–პენსიამდე.
ერთხელაც,მორიგი პენსიის აღების შემდეგ,გამომიძახა,დიდი რუდუნებით,''ობოლი მარგალიტივით''ჩამიდო ხელში სამმანეთიანი და ლოცვა–კურთხევით გამგზავნა მაღაზიაში(პაპიროზის გულობიზა),თან მანამდე მარიგებდა და მმოძღვრავდა,ვიდრე თვალს არ მივეფარე(თვალს მიფარება კი ვიცოდი სწრაფად,იცოცხლე).
მაღაზიასთან მისულს,დიდი აფიშა დამხვდა გამოკრული,რომელიც იტყობინებოდა,რომ იმავე დღეს,4 საათზე,ჩვენი რაიონის კულტ.სახლის მსახიობები მართავდნენ წარმოდგენას,(ფასიც ხელსაყრელი იყო ჩემთვის–სამი მანეთი ღირდა)სიმართლე გითხრათ,დიდხანს არც მიფიქრია, პაპას მოცემული სამმანეთიანით(ობოლი მარგალიტით)ვიყიდე ბილეთი და ამაყად შევაბიჯე ''სოფლის კლუბში''...
რას ვუყურე და რას არა, აღარ მახსოვს,კმაყოფილი და ბედნიერი რომ დავბრუნდი სახლში, ეს მახსოვს,თანაც სუფთა სინდისით.
მთელი ოჯახი,გაფაციცებული,გველოდა მე და ''პრიმას'',მე მივედი,''პრიმა'–ვერა(სამწუხაროდ),ჰოდა,ატყდა ერთი ''გნიასი'',რა თქმა უნდა,დავისაჯე,(ეგ არაფერი,ვიტანდი).
ყველაზე ''საწყენი'' რა იყო,იცით?უფროსები რომ ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორი ჭკვიანი ბავშვი ვიზრდებოდი თუ როგორ ვზრუნავდი, პატარაობიდანვე, ჩემს გონებრივ განვითარებაზე,ცოდნისა და ერუდიციის ამაღლებაზე და როგორ ვუფრთხილდებოდი პაპაჩემის ჯანმრთელობას,კონკრეტულად კი –მის ფილტვებს.
:)(წერილები ციკლიდან ''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''.ვერიკო სებისკვერაძე)

Comments
Post a Comment