Skip to main content

გალაკტიონის,მესაფლავის'' ასოციაციით.


ცხოვრების შუაგულში შეხვდნენ ერთმანეთს,თითქმის ტოლები იყვნენ..ტკივილიც საერთო მიეჩინა მათთვის წუთისოფელს.ქალს ქმარი მოჰკვდომოდა,შვილების მამა,ოჯახის თავი,კაცსცოლი,სანიმუშო დედა,ოჯახის ბურჯი... ორივემ იცოდა გალაკტიონის''მესაფლავე'',თუმცა მეორე ნახევრების საფლავებთან არ შეხვედრიან ერთმანეთს.მდუმარე სამყაროდან შორს,ხმაურიან სივრცეში მოიძიეს ერთურთი,უფრო სწორად კაცი ეძებდა და როდესაც საჭირო დროს,საჭირ ადგილას აღმოჩნდა,იქ დახვდა ქალიც... ცხოვრება დიდი ლაბირინთიაოაღიარა კაცმა,ცხოვრება დიდი გამოცანააოწამოსცდა ქალს.ცხოვრება სიურპრიზებით სავსეაოერთხმად თქვა ორივემ და გააგრძელეს ერთმანეთის უკეთ შეცნობა... კაცს ნამუსის ქუდი ეხურა,ქალი ტრადიციებზე იყო აღზრდილი,ამიტომაც კარგად უგებდნენ ერთმანეთს,შეავსეს და ერთმანეთით დაიწყეს ცხოვრება,სიყვარულში ორივე პირველი იყო... ემზრუნველებოდნენ,ესათუთებოდნენ ერთმანეთს...ქალი იტანჯებოდა თუ კაცს რამე წამოსტკივდებოდა,კაცი ქალის ერთ ამოოხვრაამოკვნესებაზე კარგავდა მოსვენებას...ხშირად მიდიდოდნენ იმ ადამიანების საფლავებთან,რომელთა გარდაცვალებამაც ისინი შეჰყარა ერთმანეთს.მდუმარედ, თავჩახრილები აანთებდნენ სანთლებს და შემდეგ ხელჩაკიდებულნი ბრუნდებოდნენ უკან.გულწრფელად,მთელი არსებით უყვარდათ ერთმანეთი,მათ კარგად იცოდნენ ''უსიყვარულოდ მზეც რომ არ სუფევდა ცის კამარაზე'' და ისიც,'' რომ სულ სხვა იყო სიყვარული უკანასკნელი''... დიდხანს,ღრმა სიბერემდე დადიოდნენ ასე,ერთმანეთზე ''მიწებებულები''და როდესაც მათი დროც მოვიდა ამ სოფლიდან გასვლისა,ქალს ქმრის გვერდით მიუჩინეს აქამდე შენახული ადგილი,კაცსცოლის გვერდით,მასაც იქ ელოდა თავისი წილი მიწა....სიკვდილმა შეჰყარა და ისევ სიკვდილმა დააშორა ისინი ერთმანეთს...
11.03.2016წ.



Comments