''სასწაული''რუსული მაქვს ნასწავლი სკოლაში,მთელი რვა წელი ეროვნებით ოსი ქალბატონი მასწავლიდა და გვიან მივხვდი,არც ოსური იცოდა წესიერად,არც რუსული და არც ქართული.ჰოდა,იყო შავ დღეში და გვასწავლიდა ამ სამი ენის ნაზავს,ბოლოში კი გამოვიდა აჯაფსანდალი.წარმოიდგინეთ,მე ვეხმარებიდი ტექსტის თარგმნაში,რომ ''გაიჭედებოდა''და დაიწყებდა ისა,ისას ძახილს,მერხიდან წამოვიძახებდი რაიმე მიმსგავსებულ სიტყვას ინტუიციით(მას შემდეგ განმივითარდა ინტუიცია კარგად)და ყოველთვის ''ვარტყამდი'',(ან ვარტყამდი ან არა,ახლა ვხვდები ამას თორემ,მაშინ ჩემი ბადალი ''თარჯიმანი''არავინ მეგონა დედამიწის ზურგზე თუ არა, საქართველოში მაინც)...საუბარიც ''საინტერესო'' იცოდა,ან ვერ გაიგებდი,რას ამბობდა ან ბევრი უნდა გეცინა.ერთხელ,დიდთოვლობისას,დააგვიანდა გაკვეთილზე,შემოვიდა კლასში და გვითხრა: ფანჯარა გამოაღეთ,ახურებული ვარ,მცხელაო,სინამდვილეში უნდა ეთქვა,გახურებული ვარო.სიცილი რომ აგვიტყდა,წყევლა დაგვიწყო,რა სიკვდილი გაცინებთო.მე,როგორც მისმა პირადმა თარჯიმანმა,განვუმარტე ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა და ცოტა არ იყოს დაირცხვინა...ახლა გაკვეთილს როგორ ვყვებოდით,არ იკითხავთ?ყველგან ''შპარგალკა''გვქონდა გამოკრული თუ მიწერილი,სადაც მოვახერხებდით თუ მოიფიქრებდა ჩვენი ბავშვური გონება...ასე ''წარჩინებით''გადავდიოდი კლასიდან კლასში და რუსულში მეწერა ''მყარი,'' დაუმადლებელი ხუთიანი...სხვა სკოლაში რომ გადავედი სასწავლებლად,არც იქ გვადგა კარგი დღე,მაგრამ შედარებაც არ შეიძლებოდა,ეს იმასთან შედარებით ''პროფესორი''იყო.თავიდან კი გამიჭირდა,მაგრამ მერე ავუღე ალღო,'' მოვერგე ''სიტუაციას და არაერთხელ ''აღმიფრთოვანებია'' ჩემი ''კლასიკური''რუსულით მასწავლებელი. მისმა ''აღფრთოვანებამ'' კულიმინაციას გამოცდაზე მიაღწია,როცა ბილეთში ერთ–ერთ საკითხად პავკა კორჩაგინის დედის დახასიათება შემხვდა და მე პაველ ვლასოვის დედაზე დავიწყე ბაასი.თქვენ წარმოიდგინეთ,''მიხვდა'' და მითხრა,შეგეშალაო,მე ანგელოზის სახე მივიღე და ვუპასუხე:დედა დედაა, პატივცემულო,კორჩაგინისა იქნება, ჩემი თუ პაველ ვლასოვისა,რა მნიშვნელობა აქვს– მეთქი,გაეცინა, მოხერხებული პასუხისთვის კი დამიწერა ოთხი.აი,ასე აღმოჩნდა ჩემს სიმწიფის ატესტატში ''დამსახურებულად დამსახურებული'' ოთხიანი..(მოგონებები ციკლიდან ''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების'').ვ.სებისკვერაძე.
ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...
Comments
Post a Comment