Skip to main content
ერთხელ,მახსოვს,ისტორიის გაკვეთილს ვატარებდი მეხუთე კლასში,ვახტან მეხუთის ეპოქა გვქონდა, მის ბოლო ბრძოლას განვიხილავდით ირანელ დამპყრობლებთან,ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ვახტანგი და მალევე გარდაიცვალა,თავისსავე აშენებულ უჯარმის ციხეში..ჰოდა,მიყვება ბავშვი,როცა მივიდა იმ ეპიზოდზე, სადაც უნდა მითხრას თუ სად წაიყვანეს ბრძოლის ველიდან, დაჭრილი მეფე,გაჩერდა,ჩავეძიე,ვკითხე,სად წაიყვანეს მეთქი,რადგან ვფიქრობდი,რომ ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა,არ იცოდა.ახლა დავინტერესდი იმით,იცოდნენ თუ არა დანარჩენებმა,ამიტომ ფანჯრისკენ წავედი და თან გაფაციცებით ველოდებოდი,იქნებ ეკარნახათ..აღმოჩნდა,რომ არავინ იცოდა.მეწყინა,მაგრამ მშვიდად მოვბრუნდი,მივედი ბავშვთან და ვუთხარი:დაჭრილი ვახტანგ გორგასალი წაიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში მეთქი.მან სიტყვასიტყვით გაიმეორა,მეც თავს ვუქნევდი.მერე ვკითხე:კი მაგრამ,რატომ გორის ჰოსპიტალში არ მოიყვანეს,სამხედრო პირი იყო მეთქი და ამაზე სრულიად სერიოზულად მიპასუხა,(თუმცა არც მანამდე გვაკლდა ''სერიოზულობა'' არც მასწავლებელს და არ მოსწავლეს)მაშინ გორის ჰოსპიტალი არ იყო აშენებულიო.აი,აქ უკვე ვეღარ შევიკავე თავი და ხმამაღლა ავხარხარდი,გული რომ ვიჯერე,მერე ვუთხარი:ღუდუშაურის საავადმყოფოში ხომ, რას ამბობ, ჯერ კიდევ ფარნავაზ მეფე მკურნალობდა მეთქი...(ზოგჯერ ასეც ხდება )(ვერიკო სებისკვერაძე)++

Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...