Skip to main content
დამეთანხმებით,ალბათ,რომ ყველაზე საოცარი,ლამაზი და სანუკვარი,ბავშვობის მოგონებებია,ყველა წუთი,საათი თუ დღე გვაშორებს მას,მაგრამ მაინც ისეთი ახლობელია და ხელშესახები,იფიქრებ,აგერ სულ ახლახანს იყო,ერთი ხელის გაწვდენაზეო...მივდივართ წინ და ვიყურებით უკან,იქ,სადაც დაგვრჩა ყველაზე დაუვიწყარი,ყველაზე მშობლიური,სათუთი–ბავშვობა ჩვენი...მახსოვს,ჩემი ეთერი ბებო იტყოდა ხოლმე:გუშინ რა ვჭამე,აღარ მახსოვს,მაგრამ მახსოვს ყველაფერი,რაც ჩემს ბავშვობაში გადამხდენიაო და მოყვებოდა,ერთხელ,შაბათ დღეს(მაშინ შაბათსაც სწავლობდნენ) სკოლიდან რომ მოსულა,უსადილია,(რა ჭამა,ისიც ახსოვდა),ასულა სახლის ბანზე და იქ ხმამაღლა დაუწყია გალაკტიონის ''მთაწმინდის მთვარის''კითხვა,გამოუვლია მეზობლის კაცს,დათას და უთქვამს,შენს გამზრდელს ვენაცვალე, შვილოო.მერე იმ ლექსსაც ჩამოაჭიკჭიკებდა ხოლმე,ლამაზად...ახლა,მეც,როცა უკვე გავიარე რამდენიმე ათეული წელი, ვატყობ,უკან მოხედვა ''დამჩემდა'',ეს თავისთავად,არაა ცუდი,პირიქით,კარგიცაა,რადგან, რაც უფრო ხშირად მოვიხედებით უკან,უფრო სამართლიანად გავიხედებით წინ...მთავარია,უკან მოხედვისას,არ შეგვრცხვეს საკუთარი თავისა,ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, და კიდევ უფრო მეტად არ შერცხვეს ჩვენს შთამომავალს...ყველას გისურვებთ,ჩემთან ერთად,რა თქმა უნდა,წინ წაგვძღოლოდეს ჭეშმარიტება უკან კი დაგვრჩენოდეს კვალი განათებული..(მაპატიოს დიდმა ილიამ მისი სტრიქონების,ჩემეული ინტერპრეტაციისათვის)(ვერიკო სებისკვერაძე)

Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...