ჩემი ერთ – ერთი საყვარელი გამოთქმაა :'' ჩვენი აბრამას ტოლი '' :) ამ გამოთქმას თავისი ისტორია აქვს და მინდა , თქვენც გიამბოთ :) ჩვენთან , სოფელში , ერთი კაცი ცხოვრობდა , სიმონა , მშრომელი , მაგრამ უტყვი კაცი იყო , ადვილად ხმას არ ამოიღებდა , ჰოდა , ეს ჩვენი სიმონა , გამოიძახეს კომისარიატში , ჯარში უნდა წასულიყო ( მაშინ მოგეხსენებათ , საბჭოთა კავშირი იყო და საქართველოდან შორს უწევდათ წასვლა ) ჯერ ძლივს შეასმინეს , რომ კომისარიატში გამოცხადებულიყო , ხოლო როდესაც შეასმინეს , გაივსო ჯიბეები '' კირკაჟი '' ლობიოს მარცვლებით და ჭამა – ჭამით გამოეცხადა კომისარს . კომისარმა , თურმე , ახედ – დახედა და ჰკითხა , რამდენი წლის ხარო , სიმონა არ დაბნეულა და ყოჩაღად გაუცია პასუხი : ჩვენი აბრამას ტოლი ვარო , თან ლობიოს მარცვლებით გამოუტენია პირი :) აბრამა ვინააო – დაინტერესებულა ცნობისმოყვარე კომისარი :) ჩემი მეზობელი ...