Skip to main content

Posts

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...
ვენარა და ბატები ვ.სებისკვერაძე ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) იმ წელს მერვე კლასი დავამთავრე,სხვათაშორის,წარმატებით და არხეინად დავიწყე ზაფხულის დღეების ათვლა. სოფლის ბავშვებს საქმეს რა გამოგვილევდა.სახლის საქმეც უნდა მოგვესწრო,ბაღ-ვენახებშიც უნდა გავყოლოდით უფროსებს და ჩვენთვისაც მოგვეტოვებინა დრო გასართობად. გარდა ამისა,წიგნებიც უნდა გვეკითხა,თქვენ წარმოიდგინეთ,ყველაფერს ვასწრებდით და, ალბათ, იმიტომ,რომ ჩვენ მაშინ არც ტელეფონი გვქონდა ,არც აიფონი,არც კომპიუტერი და არც არაფერი მაგვარი.მავანი იტყვის:,,რა საცოდავი და მძიმე ბავშვობა გქონიათო,’’მაგრამ ასე არ ვფიქრობ, უფრო პირიქით მგონია.რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგი არა ვარ,თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო და გადამეტებული არაფერი ვარგა. ერთი სიტყვით,იმ ზაფხულის ერთ მშვნიერ დღეს მე და ჩემმა სამი წლით უფროსმა მეგობარმა,რომელსაც ოჯახში უამრავი ბატი ჰყავდა,მოვიცალეთ და ბატები მდინარის პირას ჩავიყვანეთ.ბატები თავისთვის განაპირდნენ და გრილდებოდნენ მდინარეში,ჩვენ ჩვენთვის,თუმცა წყალი ისეთი პატარა ი...
ერთხელ,მახსოვს,ისტორიის გაკვეთილს ვატარებდი მეხუთე კლასში,ვახტან მეხუთის ეპოქა გვქონდა, მის ბოლო ბრძოლას განვიხილავდით ირანელ დამპყრობლებთან,ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ვახტანგი და მალევე გარდაიცვალა,თავისსავე აშენებულ უჯარმის ციხეში..ჰოდა,მიყვება ბავშვი,როცა მივიდა იმ ეპიზოდზე, სადაც უნდა მითხრას თუ სად წაიყვანეს ბრძოლის ველიდან, დაჭრილი მეფე,გაჩერდა,ჩავეძიე,ვკითხე,სად წაიყვანეს მეთქი,რადგან ვფიქრობდი,რომ ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა,არ იცოდა.ახლა დავინტერესდი იმით,იცოდნენ თუ არა დანარჩენებმა,ამიტომ ფანჯრისკენ წავედი და თან გაფაციცებით ველოდებოდი,იქნებ ეკარნახათ..აღმოჩნდა,რომ არავინ იცოდა.მეწყინა,მაგრამ მშვიდად მოვბრუნდი,მივედი ბავშვთან და ვუთხარი:დაჭრილი ვახტანგ გორგასალი წაიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში მეთქი.მან სიტყვასიტყვით გაიმეორა,მეც თავს ვუქნევდი.მერე ვკითხე:კი მაგრამ,რატომ გორის ჰოსპიტალში არ მოიყვანეს,სამხედრო პირი იყო მეთქი და ამაზე სრულიად სერიოზულად მიპასუხა,(თუმცა არც მანამდე გვაკლდა ''სერიოზულობა'' არც მასწავლებელს და არ მოსწავლეს)მაშინ გორის ჰოსპი...
დამეთანხმებით,ალბათ,რომ ყველაზე საოცარი,ლამაზი და სანუკვარი,ბავშვობის მოგონებებია,ყველა წუთი,საათი თუ დღე გვაშორებს მას,მაგრამ მაინც ისეთი ახლობელია და ხელშესახები,იფიქრებ,აგერ სულ ახლახანს იყო,ერთი ხელის გაწვდენაზეო...მივდივართ წინ და ვიყურებით უკან,იქ,სადაც დაგვრჩა ყველაზე დაუვიწყარი,ყველაზე მშობლიური,სათუთი–ბავშვობა ჩვენი...მახსოვს,ჩემი ეთერი ბებო იტყოდა ხოლმე:გუშინ რა ვჭამე,აღარ მახსოვს,მაგრამ მახსოვს ყველაფერი,რაც ჩემს ბავშვობაში გადამხდენიაო და მოყვებოდა,ერთხელ,შაბათ დღეს(მაშინ შაბათსაც სწავლობდნენ) სკოლიდან რომ მოსულა,უსადილია,(რა ჭამა,ისიც ახსოვდა),ასულა სახლის ბანზე და იქ ხმამაღლა დაუწყია გალაკტიონის ''მთაწმინდის მთვარის''კითხვა,გამოუვლია მეზობლის კაცს,დათას და უთქვამს,შენს გამზრდელს ვენაცვალე, შვილოო.მერე იმ ლექსსაც ჩამოაჭიკჭიკებდა ხოლმე,ლამაზად...ახლა,მეც,როცა უკვე გავიარე რამდენიმე ათეული წელი, ვატყობ,უკან მოხედვა ''დამჩემდა'',ეს თავისთავად,არაა ცუდი,პირიქით,კარგიცაა,რადგან, რაც უფრო ხშირად მოვიხედებით უკან,უფრო სამართლიანად გავ...
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ...
ჩემმა ბებომ და პაპამ(დედის მხრიდან), ჩუმად იქორწინეს,როდესაც ჩემი დიდი პაპა(ბებოს მამა)შვილის ახლადშექმნილ ოჯახში მისულა,ასე უთქვამს:პირველი გოგო გეყოლოთ,ისიც ჩუმად გაგითხოვდეთ და მერე ნახავთ,რას ნიშნავს მშობლის უპატივცემულობაო. გავიდა დრო,გაჩნდა დედა ,შეუყვარდა მამა და მათაც ჩუმად შექმნეს ოჯახი.როცა პაპაჩემი შვილის ოჯახში პირველად მივიდა,მანაც თურმე ისე,,დალოცა’’ქალ-სიძე,როგორც მისმა სიმამრმა.ცხრა თვის შემდეგ გავჩნდი, გავიზარდე და როცა ოჯახის შექმნის დრო მოვიდა,მიწია ,,საგვარეულო წყევლამ’’ და მეც ჩუმად შევქმენი ოჯახი.როდესაც ჩემი მშობლები მოვიდნენ,მამამ ასეთი რამ გვითხრა:ის,რაც ჩემს სიმამრს უთხრა თავისმა სიმამრმა და მერე მე მითხრა ჩემმა სიმამრმა,არ გეტყვით არავითარ შემთხვევაში, დაგლოცავთ და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მეტკინა გული,გეტყვით,პირველი ვაჟი გეყოლოთ,თქვენს დაუკითხავად არ შექმნას ოჯახი და არ გაჩვენოთ ღმერთმა,მშობლის უპატივცემულობაო. მართლაც ამით დაირღვა,,საგვარეულო წყევლა’’ და ვაჟი მეყოლა,რომელმაც ყვლა წესისა და რიგის დაცვით( სიყვარულით,ოჯახების გაცნობით,ნიშნობით,ჯვ...
სოფელი აბანო (ვ.სებისკვერაძე ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) სოფელი,სადაც მე დავიბადე და გავიზარდე,ქარელის რაიონშია, ფრონის ხეობაში,მდინარე ლოპანისწყლის ნაპირებზე.თუმცა,ყველა ჩემი თანასოფლელისათვის,ისევე,როგორც ჩემთვის, ის მდინარე ფრონეა და ვერაფრით გადაგვათქმევინებ. ამ   სოფელს აბანო ჰქვია და მსოფლიოში საუკეთესოა,პირველია და ჩემს სიყვარულს მისდამი ვერაფერი წაშლის. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ეს შეიძლება ვინმემ მიკერძოებაში ჩამომართვას, მაგრამ დიდად არ ვნაღვლობ,რადგან მგონია, რომ თუ შენი კუთხე-კუნჭული არ გახსოვს,არ გიყვარს და არ ეთაყვანები,სხვისას ვერასოდეს შეიყვარებ.   ან როგორ შეიძლება,არ გიყვარდეს ის ადგილები,სადაც დაიბადე,აიდგი ფეხი,ამოიდგი ენა, შეიცანი თავი შენი და მერე ამტკიცო,რომ პატრიოტი,კაცთმოყვარე და,ზოგადად,ადამიანი   ხარ.ჩემთვის აქედან დაიწყო   დანარჩენი სამყაროს შეცნობა და სიყვარული,აქ მეგულება მამა-პაპის ძვლები, დღემდე აქა მყავს ჩემი ჯიგარი,ჩემი   სისხლი და ხორცი და კიდევ მეყოლება დიდხანს,ძალიან დიდხანს. ზოგჯერ,როდესაც გ...