Skip to main content

Posts

ჩემმა ბებომ და პაპამ(დედის მხრიდან), ჩუმად იქორწინეს,როდესაც ჩემი დიდი პაპა(ბებოს მამა)შვილის ახლადშექმნილ ოჯახში მისულა,ასე უთქვამს:პირველი გოგო გეყოლოთ,ისიც ჩუმად გაგითხოვდეთ და მერე ნახავთ,რას ნიშნავს მშობლის უპატივცემულობაო. გავიდა დრო,გაჩნდა დედა ,შეუყვარდა მამა და მათაც ჩუმად შექმნეს ოჯახი.როცა პაპაჩემი შვილის ოჯახში პირველად მივიდა,მანაც თურმე ისე,,დალოცა’’ქალ-სიძე,როგორც მისმა სიმამრმა.ცხრა თვის შემდეგ გავჩნდი, გავიზარდე და როცა ოჯახის შექმნის დრო მოვიდა,მიწია ,,საგვარეულო წყევლამ’’ და მეც ჩუმად შევქმენი ოჯახი.როდესაც ჩემი მშობლები მოვიდნენ,მამამ ასეთი რამ გვითხრა:ის,რაც ჩემს სიმამრს უთხრა თავისმა სიმამრმა და მერე მე მითხრა ჩემმა სიმამრმა,არ გეტყვით არავითარ შემთხვევაში, დაგლოცავთ და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მეტკინა გული,გეტყვით,პირველი ვაჟი გეყოლოთ,თქვენს დაუკითხავად არ შექმნას ოჯახი და არ გაჩვენოთ ღმერთმა,მშობლის უპატივცემულობაო. მართლაც ამით დაირღვა,,საგვარეულო წყევლა’’ და ვაჟი მეყოლა,რომელმაც ყვლა წესისა და რიგის დაცვით( სიყვარულით,ოჯახების გაცნობით,ნიშნობით,ჯვ...
სოფელი აბანო (ვ.სებისკვერაძე ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) სოფელი,სადაც მე დავიბადე და გავიზარდე,ქარელის რაიონშია, ფრონის ხეობაში,მდინარე ლოპანისწყლის ნაპირებზე.თუმცა,ყველა ჩემი თანასოფლელისათვის,ისევე,როგორც ჩემთვის, ის მდინარე ფრონეა და ვერაფრით გადაგვათქმევინებ. ამ   სოფელს აბანო ჰქვია და მსოფლიოში საუკეთესოა,პირველია და ჩემს სიყვარულს მისდამი ვერაფერი წაშლის. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ეს შეიძლება ვინმემ მიკერძოებაში ჩამომართვას, მაგრამ დიდად არ ვნაღვლობ,რადგან მგონია, რომ თუ შენი კუთხე-კუნჭული არ გახსოვს,არ გიყვარს და არ ეთაყვანები,სხვისას ვერასოდეს შეიყვარებ.   ან როგორ შეიძლება,არ გიყვარდეს ის ადგილები,სადაც დაიბადე,აიდგი ფეხი,ამოიდგი ენა, შეიცანი თავი შენი და მერე ამტკიცო,რომ პატრიოტი,კაცთმოყვარე და,ზოგადად,ადამიანი   ხარ.ჩემთვის აქედან დაიწყო   დანარჩენი სამყაროს შეცნობა და სიყვარული,აქ მეგულება მამა-პაპის ძვლები, დღემდე აქა მყავს ჩემი ჯიგარი,ჩემი   სისხლი და ხორცი და კიდევ მეყოლება დიდხანს,ძალიან დიდხანს. ზოგჯერ,როდესაც გ...
(ვ.სებისკვერაძე ციკლიდან ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) ჩემს პაპასა და ბებოს, უშანგი მულაძესა   და ეთერ მაჭარაშვილს,ორი შვილისგან რვა შვილიშვილი და თექვსმეტი შვილთაშვილი დავრჩით(ეს,რასაც მოესწრნენ,თორემ ახლა მეტნი ვართ   და გვამრავლოს ღმერთმა).     თავიდანვე რაღაცნაირად გაგვანაწილეს მშობლებმა,რადგან ზოგი სწავლობდა და ზოგიც მუშაობდა   და მე და ჩემი ბიძაშვილი ნინო ერთად ჩაგვიბარეს აღსაზრდელად ეთერმა და უშანგიმ.ჩემი მომდევნო და კი,მაგალითად,მეორე ბებო-პაპას ებარა და ძირითადად იქ იზრდებოდა,ისევე,როგორც ნინოს მომდევნო და-ეთერი. განა შორს ვიყავით ერთმანეთისაგან,ერთ სოფელში ვცხოვრობდით,ოღონ მე ქვემო უბანში,რომელსაც,,კალონიასაც’’უწოდებდნენ(კალონია,იგივე კოლონიაა,უბრალოდ,აბანოელებმა გაუპრანჭეს სახელი და ასე დაარქვეს, რადგან პატიმრებს აუშენებიათ იმხელა ქარხანაც და ის ორსართულიანი კორპუსებიც,რომელთაგანაც ერთ-ერთში მეც ვიზრდებოდი და რომელშიც   ძირითადად სხვადასხვა მხრიდან ჩამოსახლებულები ცხოვრობდნენ,პაპა,მაგალითად,ხაშურის რაიონიდან იყო,ტიტვინისწყაროდა...
  რა დამავიწყებს პირველი ხაჭაპური რომ გამოვაცხვე,როგორც დიასახლისმა. მახსოვს,მრგვალ ტაფაში ისეთი გაპიწკინებული ოთხკუთხედი ხაჭაპური ჩავსვი,ჩემს მეუღლეს   გაოცებისაგან შუბლზე აუვიდა თვალები,ხელები ფართოდ გაშალა და მითხრა,რა მეგონა,თუ ასეთი ხელოვანი იქნებოდი,თორემ უფრო ადრე მოგიყვანდი ცოლადო.მერე, მე რომ ტირილი დავცხე,ბევრი იცინა, მრგვალ ტაფაში გამომცხვარ ოთხკუთხედ ხაჭაპურს გემრიელად შეექცა,თან    მანუგეშა,არ იდარდო,შენ ისეთი ყოჩაღი ხარ,ცოტა ივარჯიშე და რვაკუთხედსაც გამოაცხობო. თუმცა, სულ მალე      მშვენივრად ვისწავლე მრგვალ ტაფაში,შესაბამისი სტანდარტის ხაჭაპურის ცხობა და პირველი მარცხით მიყენებულმა სირცხვილმაც ჩაილურის წყალი დალია.სხვათაშორის ახლაც მშვენივრად   ვაცხობ და ვინც სიტყვაზე არ მენდობა,შემეხმიანოს. მაგრამ სრულფასოვანი ხაჭაპურის გამოცხობამდე   იყო ბავშვობა და ტალახისგან   მოზელილი ხაჭაპურები.მე და ჩემი მეგობრები იმდენნაირი ფორმის   ხაჭაპურს ვაცხობდით,იმდენ კუთხესა და ქიმს ვუკეთებდით,რამდენიც გაგვიხარდებოდა,ვინ იყო ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...

აბრამას ტოლი

ჩემი ერთ – ერთი საყვარელი გამოთქმაა :'' ჩვენი აბრამას ტოლი ''   :)   ამ გამოთქმას თავისი ისტორია აქვს და მინდა , თქვენც გიამბოთ   :)   ჩვენთან , სოფელში , ერთი კაცი ცხოვრობდა , სიმონა , მშრომელი , მაგრამ უტყვი კაცი იყო , ადვილად ხმას არ ამოიღებდა , ჰოდა , ეს ჩვენი სიმონა , გამოიძახეს კომისარიატში , ჯარში უნდა წასულიყო ( მაშინ მოგეხსენებათ , საბჭოთა კავშირი იყო და საქართველოდან შორს უწევდათ წასვლა ) ჯერ ძლივს შეასმინეს , რომ კომისარიატში   გამოცხადებულიყო , ხოლო როდესაც შეასმინეს , გაივსო ჯიბეები '' კირკაჟი '' ლობიოს მარცვლებით და ჭამა – ჭამით გამოეცხადა კომისარს . კომისარმა , თურმე , ახედ – დახედა და ჰკითხა , რამდენი წლის ხარო , სიმონა არ დაბნეულა და ყოჩაღად გაუცია პასუხი : ჩვენი აბრამას ტოლი ვარო , თან ლობიოს მარცვლებით გამოუტენია პირი   :)   აბრამა ვინააო – დაინტერესებულა ცნობისმოყვარე კომისარი   :) ჩემი მეზობელი ...