ქუზა პაპა. სტუმარი რომ ღვთისაა,ბავშვობიდანვე ჩამაგონეს და დღემდე ასე მჯერა. ვერაფერს ისე ვერ დაგამახსოვრებინებენ და ვერც გაგაკეთებინებენ,თუ თავად არ მოგცეს მაგალითი. რამდენიც უნდა ეძახათ უფროსებს,სტუმარი გიყვარდეთ,მიიღეთ და პატივი ეცითო,თუ თავდ არ იქნებოდნენ მაგალითის მიმცემნი,მათი შეგონება ჩაივლიდა, ვითარცა წყალი ჩაილურისა. ჩემს მამულეთსა თუ დედულეთში,სტუმარი მუდამ სასურველი იყო,მაგალითად, დედაჩემის მამა,უშანგი მულაძე,თუ დღე ისე დაღამდებოდა, კარს არავინ შემოაღებდა,ვერ იყო ხასიათზე.წუხდა,აშკარად რაღაც აკლდა. რა უნდა მომხდარიყო, თუნდაც შუადღით, სამსახურიდან შესვენებაზე მოსულს,ერთი კაცი მაინც არ შემოეყოლებინა.მისი ეს ხსიათი კარგად იცოდა ბებომ და ამიტომაც,როცა სუფრას შლიდა,მუდამ იჭერდა თადარიგს.მერწმუნეთ, პაპაჩემის მარტო დანახვა უფრო საკვირველი იქნებოდა,ვიდრე სტუმართან ერთად. ასე იყო მამაჩემიც,მეორე პაპა,ალექსანდრე სებისკვერაძეც,ერთი სიტყვით, ვინც ნებით გვსტუმრობდა,ხომ კარგი და ვინც არა-ძალით მოჰყავდათ. გზის პირას ვცხოვრობთ და მამამ,თუ ეცალა და სახ...