ჩემმა ბებომ და პაპამ(დედის მხრიდან), ჩუმად იქორწინეს,როდესაც ჩემი დიდი პაპა(ბებოს მამა)შვილის ახლადშექმნილ ოჯახში მისულა,ასე უთქვამს:პირველი გოგო გეყოლოთ,ისიც ჩუმად გაგითხოვდეთ და მერე ნახავთ,რას ნიშნავს მშობლის უპატივცემულობაო. გავიდა დრო,გაჩნდა დედა ,შეუყვარდა მამა და მათაც ჩუმად შექმნეს ოჯახი.როცა პაპაჩემი შვილის ოჯახში პირველად მივიდა,მანაც თურმე ისე,,დალოცა’’ქალ-სიძე,როგორც მისმა სიმამრმა.ცხრა თვის შემდეგ გავჩნდი, გავიზარდე და როცა ოჯახის შექმნის დრო მოვიდა,მიწია ,,საგვარეულო წყევლამ’’ და მეც ჩუმად შევქმენი ოჯახი.როდესაც ჩემი მშობლები მოვიდნენ,მამამ ასეთი რამ გვითხრა:ის,რაც ჩემს სიმამრს უთხრა თავისმა სიმამრმა და მერე მე მითხრა ჩემმა სიმამრმა,არ გეტყვით არავითარ შემთხვევაში, დაგლოცავთ და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მეტკინა გული,გეტყვით,პირველი ვაჟი გეყოლოთ,თქვენს დაუკითხავად არ შექმნას ოჯახი და არ გაჩვენოთ ღმერთმა,მშობლის უპატივცემულობაო. მართლაც ამით დაირღვა,,საგვარეულო წყევლა’’ და ვაჟი მეყოლა,რომელმაც ყვლა წესისა და რიგის დაცვით( სიყვარულით,ოჯახების გაცნობით,ნიშნობით,ჯვ...