ერთხელ,მახსოვს,ისტორიის გაკვეთილს ვატარებდი მეხუთე კლასში,ვახტან მეხუთის ეპოქა გვქონდა, მის ბოლო ბრძოლას განვიხილავდით ირანელ დამპყრობლებთან,ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ვახტანგი და მალევე გარდაიცვალა,თავისსავე აშენებულ უჯარმის ციხეში..ჰოდა,მიყვება ბავშვი,როცა მივიდა იმ ეპიზოდზე, სადაც უნდა მითხრას თუ სად წაიყვანეს ბრძოლის ველიდან, დაჭრილი მეფე,გაჩერდა,ჩავეძიე,ვკითხე,სად წაიყვანეს მეთქი,რადგან ვფიქრობდი,რომ ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა,არ იცოდა.ახლა დავინტერესდი იმით,იცოდნენ თუ არა დანარჩენებმა,ამიტომ ფანჯრისკენ წავედი და თან გაფაციცებით ველოდებოდი,იქნებ ეკარნახათ..აღმოჩნდა,რომ არავინ იცოდა.მეწყინა,მაგრამ მშვიდად მოვბრუნდი,მივედი ბავშვთან და ვუთხარი:დაჭრილი ვახტანგ გორგასალი წაიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში მეთქი.მან სიტყვასიტყვით გაიმეორა,მეც თავს ვუქნევდი.მერე ვკითხე:კი მაგრამ,რატომ გორის ჰოსპიტალში არ მოიყვანეს,სამხედრო პირი იყო მეთქი და ამაზე სრულიად სერიოზულად მიპასუხა,(თუმცა არც მანამდე გვაკლდა ''სერიოზულობა'' არც მასწავლებელს და არ მოსწავლეს)მაშინ გორის ჰოსპი...