რა დამავიწყებს პირველი ხაჭაპური რომ გამოვაცხვე,როგორც დიასახლისმა. მახსოვს,მრგვალ ტაფაში ისეთი გაპიწკინებული ოთხკუთხედი ხაჭაპური ჩავსვი,ჩემს მეუღლეს გაოცებისაგან შუბლზე აუვიდა თვალები,ხელები ფართოდ გაშალა და მითხრა,რა მეგონა,თუ ასეთი ხელოვანი იქნებოდი,თორემ უფრო ადრე მოგიყვანდი ცოლადო.მერე, მე რომ ტირილი დავცხე,ბევრი იცინა, მრგვალ ტაფაში გამომცხვარ ოთხკუთხედ ხაჭაპურს გემრიელად შეექცა,თან მანუგეშა,არ იდარდო,შენ ისეთი ყოჩაღი ხარ,ცოტა ივარჯიშე და რვაკუთხედსაც გამოაცხობო. თუმცა, სულ მალე მშვენივრად ვისწავლე მრგვალ ტაფაში,შესაბამისი სტანდარტის ხაჭაპურის ცხობა და პირველი მარცხით მიყენებულმა სირცხვილმაც ჩაილურის წყალი დალია.სხვათაშორის ახლაც მშვენივრად ვაცხობ და ვინც სიტყვაზე არ მენდობა,შემეხმიანოს. მაგრამ სრულფასოვანი ხაჭაპურის გამოცხობამდე იყო ბავშვობა და ტალახისგან მოზელილი ხაჭაპურები.მე და ჩემი მეგობრები იმდენნაირი ფორმის ხაჭაპურს ვაცხობდით,იმდენ კუთხესა და ქიმს ვუკეთებდით,რამდენიც გაგვიხარდებოდა,ვინ იყო ...