ამ სურათზე ჩემი ბავშვობაა განფენილი,რომელიც აქამდე მომყვა და მიმყვება სამარის კარამდე ამ სურათზე ის სოფელი ჩანს,მე რომ სამშობლო აღმომაჩენინა და ყველა ის ადამიანი,დღემდე რომ მომდევს,ან ვერ მომდევს და აქ,გულის კუნჭულში,ვინახავ ამ სოფელში ყველა სახლი მიყვარს და იმ სახლიდან ამოსული კვამლი მაბედნიერებს,თუმცა განსაკუთრებით ერთი სახლი მეძვირფასება-ჩემი ყრმობის სახლი ეს სოფელი ჩემი მუზა და სიყვარულია,მასზე ლამაზი არ მეგულება არცერთი სხვა სოფელი სამყაროში ამ სოფელში ჩემი წინაპრების საძვალეა და ჯერ კიდევ ხარობენ და შრიალებენ მათ მიერ დარგული ხეები და მინდა,აქ ცხოვრება გაგრძელდეს უსასრულოდ,დაუსაბამოდ,ლამაზად,ხალხმრავლობითა და ჟრიამულით ერთმანეთის გატანითა და სიყვარულით ამ სოფელს აბანო ჰქვია და მისი სიყვარული უკვდავების ტოლფასია, უსიყვარულობა კი კლავს 4 Mzia Sebiskveradze, Tsinari Khutsishvili და 2 სხვა 2 მომწონს კომენტარის დატოვება
რამდენიმე დღის წინ, არქივში ქექვის დროს, გაცრეცილი ფურცლების დასტას გადავაწყდი, მართალია,ზოგს დასაწყისი აკლდა,ზოგს-დასასრული,მაგრამ მაინც ადვილად ამოვიცანი ჩემი ბავშვობისდროინდელი ჟურნალები,,პიონერი’’ და ,,დილა’’. როგორც ჩანს,მხოლოდ ის ამომიჭრია და შემინახავს,სადაც ჩემი პატარ-პატარა მოთხრობები და ჩანახატები იყო დაბეჭდილი. ახლა ნამდვილად არ ვაპირებ მათ გამომზეურებას,თუმცა ამ სიძველისაგან გაყვითლებულმა და სინესტეშეპარულმა ფურცლებმა უკან,შორეულ ბავშვობაში გადამტყორცნა და იმდენი რამ ამომიტივტივა გონებაში,იმდენი მოგონება გახადა ხელშესახები, რომ კარგა ხანს ვდუმდი და გულაჩუყებული. განა იმ ძველ დროს მივტიროდი,განა ის ძველი დრო მენატრებოდა,არა,იმ სიძველესა და სინესტეში ჩაკარგულ ბავშვობას ვხედავდი და მენანებოდა,მახსოვდა და მენატრებოდა. იმ იდეოლოგიურ ბოროტებაზე,რომელსაც ფეხის ყოველ გადადგმაზე გადააწყდებოდი მაშინ, არაფერი გამეგებოდა და ყველაფერს, როგორც კანონზომიერს ისე ვთვლიდი და...