თუ სოფელში მივდივარ , ავტობუსით მგზავრობას , თავიც რომ მოვიკლა , ვერ ავცდები ,( ზოგიერთი გამონაკლისის გარდა , მხოლოდ მაშინ , როცა საკუთარი მანქანით მიწევს მგზავრობა ) ერთი დიდი '' სიამოვნებაა '', '' პაზიკით '' ჩახჩახი , სოფლის ოღრო – ჩოღროებზე . ვისაც ეს არ გამოუცდია და არ უნახავს , ნუ იტყვის , სოფელი ვიციო .. რა სჯობს ავტობუსის მტვრიან , ზოგჯერ ცვრიან სკამებსაც ( ეს მაშინ თუ წვიმაა და ჩამოვიდა სალონში ) გაქონილ ფარდებს , უხსოვარ დროში რომ დაჰკიდეს და მზისა და ადამიანის ხელისაგან ერთიანადაა დამშვენებული . რამდენიმე წლის წინაც , ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს , ქალაქიდან წავედი სოფელში , გადასახვევამდე კომფორტულად ვიმგზავრე , გადასახვევზე ჩამოვედი და დაველოდე უკვე სოფლის თავმომწონე '' პაზიკს ''. დიდი ლოდინისა და მოთმინების ფასად , როგორც იქნა მოვიდა , მაგრამ რად გინდა ?! ისე იყო '' გადაძეძგილი ',' ვინც ყოჩაღი იყო , გარედან ეკიდა კარის სახელურე...